ვინ იყო კაენის ცოლი? იყო კაენის ცოლი მისი და?




შეკითხვა: ვინ იყო კაენის ცოლი? იყო კაენის ცოლი მისი და?

პასუხი:
ბიბლია ზუსტად ვერ გვეუბნება ვინ იყო კაენის ცოლი. ერთადერთი შესაძლო პასუხია, რომ კაენის ცოლი იყო მისი და ან ძმისშვილი ან ძმის შვილიშვილი და აშ. ბიბლიაში საუბარი არაა იმაზე, თუ რამდენი წლის იყო კაენი, როდესაც აბელი მოკლა (დაბადება 4:8). ვინაიდან ისინი ორივე ფერმერები იყვნენ, ისინი სავარაუდოდ ზრდასრულები უნდა ყოფილიყვნენ და საკუთარი ოჯახებიც ჰყოლოდათ. იმ დროისთვის, როდესაც აბელი მოკლეს ადამ და ევას სავარაუდოდ მეტი შვილი ჰყავდათ, ვიდრე კაენი და აბელია. უდავოა, რომ მოგვიანებით მათ მეთი შვილი ჰყავდათ (დაბადება 5:4). ის ფაქტი, რომ აბელის მკვლელობის შემდეგ კაენს საკუთარი სიცოცხლის ძალიან ეშინოდა (დაბადება 4:14) იმაზე მეტყველებს, რომ ადამს და ევას, რომლებიც იმ დროს ცოცხლები იყვნენ, მეტი შვილი და შესაძლოა შვილიშვილიც ჰყოლოდათ. კაენის ცოლი (დაბადება 4:17) ადამის და ევას ქალიშვილი ან შვილიშვილი იყო.

ვინაიდან ადამი და ევა პირველი (და ერთადერთი) ქმნილებები იყვნენ, მათ შვილებს სხვა არჩევანი ვერ ექნებოდათ თუ არა ერთმანეთზე ქორწინება. ღმერთს არ დაუშლია ურთიერთქორწინება მანამ, სანამ საკმარისი ადამიანი არ გაჩნდა დედამიწაზე და ამის საჭიროებაც გაქრა (ლევიტელთა 18:6-18). მიზეზი, რომ დღეს ინცესტი ხშირად გენეტიკურ ანომალიებს იწვევს, არის როდესაც ორ ერთნაირი გენეტიკის მქონე ადამიანს (ანუ და-ძმა) შვილი უჩნდებათ. ასთ დროს არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ მათი მივიწყებული თვისებები დომინანტი გახდეს. სხვადასხვა ოჯახის შვილების ურთიერთობისას ნაკლები ალბათობაა იმისა, რომ ორივე მშობლს ერთიდაიგივე თვისებები ჰქონდეს. ადამიანის გენეტიკური კოდი მნიშვნელოვნად “დაბინძურდა” საუკუნეების განმავლობაში, რადგანაც გენეტიკური დეფექტები მომრავლდა, გაძლიერდა და თაობიდან თაობაზე გადავიდა. ადამსა და ევას არ ჰქონიათ რაიმე გენეტიკური დეფექტი, რამაც შეუწყო ხელი მათაც და პირველ რამდენიმე თაობას მეტად ჯანმრთელები ყოფილიყვნენ, ვიდრე დღეს ჩვენ ვართ. ადამისა და ევას შვილებს ძალიან ცოტა გენეტიკური დეფექტი ჰქონდათ, თუ ჰქონდათ საერთოდ. შედეგად, მათთვის უსაფრთხო იყო ერთმანეთზე ქორწინება.



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე



ვინ იყო კაენის ცოლი? იყო კაენის ცოლი მისი და?