ქრისტიანები ძველი აღთქმის კანონებს უნდა ემორჩილებოდნენ?




შეკითხვა: ქრისტიანები ძველი აღთქმის კანონებს უნდა ემორჩილებოდნენ?

პასუხი:
ამ საკითხის გაგება შესაძლებელია, იმის ცოდნით, რომ ძველი აღთქმის კანონი ებრაელების ერის, და არა ქრისტიანების მიმართ იყო გამიზნული. ზოგი კანონი ებრაელებს ღვთის მორჩილებისა და სიყვარულისაკენ (მაგალითად, ათი მცნება) მიუთითებდა. ზოგი კანონის მიზანი იყო, რომ ებრაელებს დაენახათ როგორ უნდა ეცათ თაყვანი უფლისათვის და გამოესყიდათ ცოდვები (მსხვერპლშეწირვის სისტემა). ზოგი კანონის მიზანი იყო, რომ ებრაელები სხვა ერებისაგან გამორჩეულნი ყოფილიყვნენ (კვებისა და ჩაცმის წესები). არც ერთი ძველი აღთქმის კანონი არ არის სავალდებულო ჩვენთვის დღესდღეობით. როდესაც იესო ჯვარზე გააკრეს, მან დაასრულა ძველი აღთქმის კანონი (რომაელთა 10:4; გალატელთა 3:23-25; ეფესელთა 2:15).

ძველი აღთქმის კანონის ნაცვლად, ჩვენ ვემორჩილებით ქრისტეს კანონს (გალატელთა 6:2), რომელიც არის „გიყვარდეს უფალი შენი მთელი გულით და მთელი სულით და მთელი შენი გონებით...და გიყვარდეს მეზოებლი შენი, როგორც თავი შენი“ (მათე 22:37-39). თუ ჩვენ ამ ორ მცნებას დავემორჩილებით, ჩვენ შევასრულებთ ყველაფერ იმას, რასაც უფალი ჩვენგან ითხოვს: „ყველა კანონი და წინასწარმეტყველება ამ ორ მცნებაზეა აგებული“ (მათე 22:40). ეს არ ნიშნავს, რომ ძველი აღთქმის კანონი დღესდღეობით შეუსაბამოა. ძველი აღთქმის კანონის მრავალი მცნება იყოფა კატეგორიებად „უფლის სიყვარული“ და „შენი მეზობლის სიყვარული.“ ძველი აღთქმის კანონი შეიძლება იყოს კარგი სანიშნე, იმის შესაცნობად თუ როგორ გვიყვარდეს უფალი და რას ნიშნავს გიყვარდეს შენი მეზობელი. ამავე დროს, იმის თქმა, რომ ძველი აღთქმის კანონი დღესდღეობით ქრისტიანებს შეეხება არასწორია. ძველი აღთქმის კანონი ერთი მთლიანია (იოანე 2:10). ან მთლიანობაში შეეხება ან არა. თუ ქრისტე, მის გარკვეულ ნაწილს ასრულებდა, როგორიც არის მსხვერპლშეწირვის სისტემა, ეს ნიშნავს, რომ იგი მას მთლიანობაში ასრულებდა.

„უფლის სიყვარული არის: მისი მცნებებისადმი მორჩილება. და მისი მცნებები არ არის დამთრგუნველი“ (1 იოანე 5:3). ათი მცნება არსებითად იყო მთლიანობაში ძველი აღთქმის მოკლე შინაარსი. ათი მცნებიდან ცხრა აშკარად მეორდება ახალ აღთმაში (ყველა გარდა მცნებისა, რომელიც შეეხება შაბათის დღის დაცვას). ცხადია, ჩვენ გვიყვარს უფალი, ჩვენ არ ვეთაყვანებით ცრუ ღმერთებს ან ქედს არ მოვიხრით კერპების წინაშე. ჩვენ გვიყვარს ჩვენი მეზობლები, ჩვენ არ მოვკლავთ, არ მოვატყუებთ, არ ვუღალატებთ მათ ან არ შეგვშურდება იმისი რაც მათ ეკუთვნით. ძველი აღთქმის კანონის მიზანია, რომ მოხდეს ადამიანების დამნაშავეებად აღიარება ჩვენი უუნარობის გამო დავიცვათ კანონი და მიგვითითოს, რომ იესო ქრისტე გვჭირდება, როგორც ჩვენი მხსნელი (რომაელთა 7:7-9; გალატელთა 3:24). ღმერთის მიზანი არ იყო ძველი აღთქმა უნივერსალური კანონი ყოფილიყო ყველა დროის ყველა ადამიანისათვის. ჩვენ უნდა გვიყვარდეს უფალი და გვიყვარდეს ჩვენი მეზობლები. თუ ჩვენ დავიცავთ ამ ორ მცნებას რწმენით, ჩვენ მოვიპოვებთ ყველაფერს, რასაც უფალი ჩვენგან ითხოვს.



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე



ქრისტიანები ძველი აღთქმის კანონებს უნდა ემორჩილებოდნენ?