იესო სამოთხოსკენ მიმავალი ერთად-ერთი გზაა?




შეკითხვა: იესო სამოთხოსკენ მიმავალი ერთად-ერთი გზაა?

პასუხი:
,,მე ძირითადად კარგი ადამიანი ვარ, ამიტომ სამოთხეში მოვხვდები.“ ,,ვაღიარებ, რომ გარკვეული ცუდ საქციელი ჩამიდენია, მაგრამ უფრო მეტი კეთილი საქმე გამიკეთებია, ამიტომ სამოთხეში მოვხვდები." ,,ღმერთი მე ჯოჯოხეთში არ გამიშვებს მხოლოდ იმი გამო, რომ ბიბლიის წესებით არ ვცხოვრობ. დრო შეიცვალა" ,,ჯოჯოხეთში მოხვდებიან მხოლოდ ის მართლაც ავი ადამიანები, რომლებიც ბავშვებს ავნებენ ან მკვლელები არიან.“

ეს ზოგადად მიღებული მოსაზრებებია, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ყველა მოცემული მოსაზრება მცდარია. ამ ფიქრებს ჩვენს თავებში მსოფლიოს ბატონი, ეშმაკი აგზავნის. ეშმაკი, და ნებისმიერი ის, ვინც მის გზას დაადგება, ღმერთის მტერია (პეტრე (პირველი) 5:8). ეშმაკი მატყუარაა და ხშირად კარგის სახით გვევლინება (კორინთრლთა მიმართ (მეორე) 11:14), მაგრამ ის მართავს ყველა იმ გონებას, რომელიც ღმერთს არ ეკუთვნის. ,,რომელთაც ღმერთმა დაუბნელა ურწმუნო გონი, რათა არ ბრწყინავდეს მათთვის ნათელი ქრისტეს დიდების სახარებისა, ქრისტესი, რომელიც არის ღვთის ხატი.“ (კორინთელთა მიმართ (მეორე) 4:4).

მცდარია ფიქრი იმის შესახებ, რომ ღმერთი ყურადღებას არ აქცევს მცირე ცოდვებს და რომ მას მხოლოდ ,,ცუდი ადამიანები“ აინტერესებს. ყველა ცოდვა ღვთისგან გვაშორებს, თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ ეს არის ,,პატარა უწყინარი სიცრუე.“ ყველას ჩაუდენია ცოდვა და არავინ არის იმდენად უცოდველი, რომ თავისით მოხვდეს სამოთხეში (რომაელთა მიმართ 3:23). სამოთხეში მოხვედრა იმით არ განისაზღვრება, მეტი სიკეთე გვაქვს ჩადენილი თუ ბოროტება; ასე რომ ყოფილიყო, ჩვენ ვერც ერთი ვერ მოვხდებოდით სამოთხეში. ,,მაგრამ თუ მადლის მიერ, უკვე არა საქმეთა მიერ, თორემ მადლი აღარაა მადლი.“ (რომაელთა მიმართ 11:6). იმდენი სიკეთის ქმნა არ ძალგვიძს , რომ სამოთხეში ჩვენით მოვხვდეთ. (ტიტეს მიმართ 3:5).

,,შედით ვიწრო ბჭით, ვინაიდან ვრცელია ბჭე და ფართოა გზა, რომელსაც მივყავართ წარსაწყმედლად, და მრავალნი დადიან მასზე. " (მათე 7:13). თუნდაც, თუ ყველა სხვა დანარჩენი ცოდვაში ცხოვრობს იმ კულტურის პირობებში, რომელშიც ღმერთის რწმენა პოპულარული არაა, ღმერთი ამას არ გვაპატიებს. ,,და აღგადგინათ თქვენც, მკვდრად ქცეულნი თქვენი ბრალეულობით და ცოდვებით, ოდესღაც ჩვენც მათ შორის ვცხოვრობდით, ხორცის გულისთქმას აყოლილნი, ხორციელ ვნებათა და ზრანვათა მონა-მორჩილნი და, ბუნებით, დანარჩენთა მსგავსად, შერისხვის შვილნი.”(ევფესელთა მიმართ 2:1-2).

როდესაც ღმერთმა შექმნა სამყარო, ის კარგი იყო და სრულყოფილი. შემდეგ მან შექმნა ადამი და ევა და თავისუფალი არჩევანის საშუალება მისცა. ამიტომ მათ შეეძლოთ აერჩიათ, უნდა გაყოლოდნენ თუ არა ღმერთს, უნდა დამორჩილებოდნენ თუ არა მის ნებას. მაგრამ ისინი სატანამ შეაცდინა და ისინი ღმერთს არ დაემორჩილნენ. მათ ცოდვა ჩაიდინეს. ამის გამო ღმერთს განუდგნენ და მათი ღმერთთან კავშირი დაირღვა. ის სრულყოფილი და წმინდაა და მას შეუძლია ცოდვების შეფასება. იმის გამო, რომ ჩვენ ცოდვილები ვართ, საკუთარი ძალებით ღმერთთან ჰარმონიული ურთიერთობის მიღწევა არ ძალგვიძს, ასე რომ, ღმერთმა მოგვცა საშუალება, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია მასთან სამოთხეში გაერთიანება. ,,ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.“ (იოანე 3:16). ,,ვინაიდან ცოდვის საზღაური არის სიკვდილი, ხოლო ღვთის მადლი - საუკუნო სიცოცხლე, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ.“ ( რომაელთა მიმართ 6:23). იესო იმისთვის დაიბადა, რომ ჩვენს ნაცვლად ჩვენი ცოდვებისთვის მომკვდარიყო. ის საფლავიდან აღდგა სიკვდილიდან სამი დღის შემდეგ (რომაელთა მიმართ 4:25), რითაც დაამტკიცა, რომ სიკვდილზე გაიმარჯვა. მან შეავსო სიცარიელე ღმერთსა და ადამიანებს შორის, რათა დავამყაროთ კავშირი ღმერთთან, თუკი მას ვიწამებთ.

,,საუკუნო სიცოცხლე კი ის არის, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და იმას, ვინც შენ მოავლინე - იესო ქრისტეს.“ (იოანე 17:3). ადამიანების უმეტესობას ღმერთის სწამს. მისი ეშმაკსაც კი სწამს. მაგრამ ხსნისათვის ჩვენ ღმერთს უნდა მივუბრუნდეთ, დავამყაროთ მასთან პირადი კავშირი. ცოდვებზე უარი უნდა ვთქვათ და გავყვეთ უფალს. იესო მთელი სულით უნდა ვიწამოთ და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ,,ხოლო სიმართლე ღვთისა იესო ქრისტეს რწმენით - ყველა მორწმუნისათვის, ვინაიდან არ არსებობს განსხვავება.” (რომაელთა მიმართ 3:22). ბიბლია გვასწავლის, რომ არავითარი ხსნა არ არსებობს იესო ქრისტეს გარდა. იოანეს სახარების 14:6-ში იესო ბრძანებს: ,,მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა მამაჩემთან, თუ არა ჩემს მიერ.“

იესო ხსნის ერთად-ერთი გზაა, რადგანაც მხოლოდ მას შეუძლია იტვირთოს ჩენი ცოდვები (რომაელ;თა მიმართ 6:23). არც ერთ სხვა რელიგია არ გვასწავლის ცოდვის სიღრმესა და სერიოზულობას, მის შედეგებს. არც ერთი რელიგია არ უზრუნველყოფს ცოდვისგან სრულ გათავისუფლებას, როგორც ეს იესო ქრისტემ შეძლო. არცე ერთი სხვა ,,რელიგიის დამაარსებელი“ არ ყოფილა ადამიანად მოვლენილი ღმერთი (იოანეს 1:1,4). ეს იყო ერთად-ერთი გზა, რომლითაც შეიძლებოდა უსასრულო ცოდვების მიტევება. იესო უნდა ყოფილიყო ღმერთი, რათა ჩვენი ცოდვები ეტვირთა. იესო ადამიანი უნდა ყოფილიყო იმისათვის, რომ მომკვდარიყო. ხსნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იესო ქრისტეს ვიწამებთ! ,,სხვის მიერ არვისგანაა ხსნა და არც კაცთათვის მიცემული სხვა სახელია ცის ქვეშ, ვისი წყალობითაც ვიხსნიდით თავს.“ ( მოციქულთა საქმენი 4:12).

მიიღე თუ არა გადაწყვეტილება ქრისტეს სასარგებლოდ აქ წაკითხულიდან გამომდინარე? თუ ეს ასეა, გთხოვ დააწკაპუნო ქვემოთ მოცემულ ღილაკზე ”მე დღეს ქრისტე ვაღიარე”.



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე



იესო სამოთხოსკენ მიმავალი ერთად-ერთი გზაა?