შეკითხვა
რა არის რომაელთა მიმართ პავლეს ეპისტოლენში აღწერილი ხსნის გზა?
პასუხი
რომაელთა მიმართ პავლეს ეპისტოლეში აღწერილი ხსნის გზა არის რომაელთა მიმართ პავლეს ეპისტოლეს სტროფების გამოყენებით ხსნის არსის განმარტება. ეს არის მატივი, თუმცა მნიშვლეოვანი მეთოდი იმისათვის, რომ აიხსნას, თუ რატომ გვჭირდება გადარჩენა, როგორ გვიხსნის ღმერთი, როგორ შეიძლება მივაღწიოთ ხსნას და რა არის მისი შედეგები.
რომაელთა მიმართ პავლეს ეპისტოლეში აღწერილი ხსნის გზის 3:23-ს პირველი სტროფია: ,,რაკიღა ყველამ სცოდა და მოაკლდა ღვთის დიდებას.“ ჩვენ ყველას ჩაგვიდენია ცოდვა. ყველას ჩაგვიდენია ისეთი ქმედება, რომელიც ღმერთისათვის მიუღებელია. უცოდველი არავინაა. რომაელების მიმართ პავლე მოციქულის ეპისტოლეში 3:10-18 მოცემულია ცოდვისა და ჩვენი ცხოვრების ზუსტი აღწერა.
რომაელთა მიმართ პავლე მოციქულის 6:23 ეპისტოლეს ხსნის გზის მეორე სტროფიში ცოდვის შედეგების შესახებ წერია:,,ვინაიდან ცოდვის საზღაური არის სიკვდილი, ხოლო ღვთის მადლი - საუკუნო სიცოცხლე, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ.“ ჩვენი ცოვდების სასჯელი სიკვდილია, არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ საუკუნო სიკვდილი!
რომაელთა მიმართ პავლეს ეპისტოლეში აღწერილი ხსნის გზის 6:23-ს მესამე სტროფია: ,,ღვთის მადლი - საუკუნო სიცოცხლე, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ. რომაელთა მიმართ 5:8-ში ვკითხულობთ: ,,მაგრამ ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი იმით გვიმჟღავნებს, რომ ქრისტე ჩვენი გულისთვის მოკვდა, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით.“ იესო ქრისტე ჩვენთვის მოკვდა! იესომ თავისი სიკვდილით ჩენი ცოდვები გამოისყიდა. იესოს მკვდრეთით აღდგომა ადასტურებს, რომ ღმერთმა იესოს სიკვდილილ ჩენი ცოდვებისათვის საზღაურის სახით მიიღო.
პავლეს რომაელთა მიმართ ეპისტოლეს 10:9 ხსნის გზის მეოთხე სტროფია: ,,რადგან თუ შენი ბაგეებით უფლად აღიარებ იესოს და გულით გწამს, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, - ცხონდები.“ იმის გამო, რომ ქრისტემ სიცოცხლე შეგვწირა, ერთად-ერთი რაც დაგვრჩენია, ისაა, რომ ვიწამოთ უფალი და ის, რომ ის ჩენი ცოდვებისთვის მოკვდა - და ეს იქნება ჩვენი ხსნა. რომაელთა მიმართ 10:13-ში კიდევ ერთხელ ვკითხულობთ: ,,რადგანაც უფლის სახელის ყველა მხმობელი ცხონდება.“იესომ სიცოცხლე გაიღო იმისთვის, რომ თავის თავზე აეღო ჩვენი ცოდვები, მან საუკუნო სიკვდილის აგვარიდა. ყველა ის, ვინც იესო ქრისტეს უფლად და მსხნელად იწამებს, გადარჩება და მისი ცოდვები მიტევებული იქნება.
პავლეს რომაელთა მიმართ ეპისტოლეს ხსნის გზის საბოლოო ასპექტია ხსნის შედეგები. რომაელთა მიმართ 5:1-ში არის ასეთი მშვენიერი სტროფი: ,,ამრიგად, რაკი რწმენით გავმართლდით, მშვიდობა გვაქვს ღვთის მიმართ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ," იესო ქრისტეს შემწეობით შევძლებთ ღმერთთან კავშირის დამყარებას. რომაელთა მიმართ 8:1-ში ნათქვამია: ,,ასე რომ, ახლა არ არის არავითარი სასჯელი მათთვის, რომელნიც არიან ქრისტე იესოში,“ რადგანაც ქრისტემ ჩვენთვის სიცოცხლე გაიღო და ცოდვებისთვის არასოდეს დაგვსჯიან. და ბოლოს, რომაელთა მიმართ 8:38-39-ში მოყვანილია ღმერთის ძვირფასი დაპირება: ,,რადგანაც მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზნი და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო, ვერც მომავალი, ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე და ვერც რაიმე სხვა ქმნილება ვერ განგვაშორებს ღვთის სიყვარულს ჩვენს უფალ ქრისტე იესოში.“
გსურთ იაროთ პავლეს რომაელთა მიმართ ეპისტოლეს ხსნის გზით? თუ ასეა, შეგიძლიათ ღვთის წინაშე წარმოთქვათ მოცემული მარტივი ლოცვა. ამ ლოცვის წაკითხვით ღმერთს აცნობებთ, რომ გწამთ, რომ იესო ქრისტე გიხსნით. თვით სიტყვები ვერ გადაგარჩენთ. ხსნა მხოლოდ იესო ქეისტეს რწმენაშია! ,,ღმერთო, ვიცი, რომ შეგცოდე და სასჯელს ვიმსახურებ. მაგრამ იესო ქრისტე ეწამა, რათა ჩემი სასჯელი გამოესყიდა. შენი მწამს, რამეთუ შენ ხარ ჩემი ხსნა. მადლობას გწირავ ღვთიური მადლისა და მოწყალებისთვის - რამეთუ შენ მაჩუქე უკვდავება! ამინ!"
მიიღე თუ არა გადაწყვეტილება ქრისტეს სასარგებლოდ აქ წაკითხულიდან გამომდინარე? თუ ეს ასეა, გთხოვ დააწკაპუნო ქვემოთ მოცემულ ღილაკზე ”მე დღეს ქრისტე ვაღიარე”.
English
რა არის რომაელთა მიმართ პავლეს ეპისტოლენში აღწერილი ხსნის გზა?