არის თუ არა აზარტული თამაში ცოდვა? რას ამბობს ბიბლია აზარტულ თამაშებზე?




შეკითხვა: არის თუ არა აზარტული თამაში ცოდვა? რას ამბობს ბიბლია აზარტულ თამაშებზე?

პასუხი:
ბიბლია არ გმობს აზარტულ თამაშებს, ნიძლავს ან ლატარიას. თუმცა, ბიბლია მხოლოდ გვაფრთხილებს, რომ თავი შორს დავიჭიროთ ვერცხლისმოყვარეობისაგან (1 ტიმოთე 6:10; ებრაელთა 13:5). წმინდა წერილი ასევე გვეუბნება, რომ დავძლიოთ “სრაფად გამდიდრების” ცდუნება (ანდაზები 13:11; 23:5; ეკლესიასტე 5:10). აზარტული თამაშები ძირითადად ორიენტირებულია ფულის სიყვარულზე და უცილობლად აცდუნებს ადამიანებს სწრაფად და ადვილად გამდიდრების დაპირებით.

რა არის ცუდი აზარტულ თამაშებში? აზარტული თამაში რთული საკითხია, რადგან თუ თქვენ ზომიერად და მხოლოდ ხანდახან თამაშობთ, ის მხოლოდ ფულის ხარჯვას იწვევს, მაგრამ ეს არც ისე საშიშია. ადამიანები ფულს სხვადასხვა რაღაცებზე ხარჯავენ. აზარტული თამაშები ისეთივე ფულის ხარჯვაა, როგორც ფილმის ნახვა (ხშირ შემთხვევაში), უაზროდ ძვირი საჭმლის ჭამა, ან უსარგებლო ნივთის შეძენა. ამავდროულად, ის ფაქტი, რომ ფული სხვა რაღაცეებზეც იხარჯება, არ ამართლებს აზარტულ თამაშებს. ფული არ უნდა გაიფლანგოს. ზედმეტი ფული უნდა გადაინახოთ სამომავლო საჭიროებებისთვის ან დახარჯოთ უფლის საქმეებზე და არა აზარტულ თამაშებზე.

იქედან გამომდინარე, რომ ბიბლია გამოკვეთილად არ საუბრობს აზარტულ თამაშებზე, ის ახსენებს “იღბლისა” და “შესაძლებლობის” ფაქტებს. მაგალისთისთვის, ლევიტელთ ში წილის ყრა გამოყენებულია, როგორც არჩევანი შეწირულ თხასა და განტევების ვაცს შორის. ჯოშუამ ყარა წილი ხვადასხვა ტომებს შორის მიწის გასანაწილებლად. ნეემიამ წილი ყარა, რათა დედგინა, ვის უნდა ეცხოვრა იერუსალიმის კედლებს შიგნით. მოციქულებმა წილი ყარეს იუდას ჩასანაცვლებლად. ანდაზებში 16:33 ნათქვამია: “წილის ყრა უცბათ ხდება, მაგრამ გადაწყვეტილებას უფალი იღებს”.

რას ამბობს ბიბლია კაზინოებსა და ლატარიებზე? კაზინოები იყენებენ ყველა სხის მარკეტინგულ სქემას, რათა აცდუნონ მოთამაშეები რაც შეიძლება მეტი ფული გარისკონ. ისინი ხშირად აზარტულ მოთამაშეებს თავაზობენ იაფ ან უფასო ალკოჰოლსაც კი, რაც ხელს უწყობს მათ სიმთვრალეს და ამცირებს მათ უნარს მიიღონ ჭკვიანური გადაწყვეტილებები. კაზინოში ყველაფერია მოწყობილი დიდი ოდენობის ფულის ასაღებად, რომელიც სამაგიეროდ არაფერს აბრუნებს, გარდა იმედგაცრუებისა და ცარიელი სიამოვნებისა. ლატარიები ცდილობენ ისე წარმოაჩინონ თავი, თითქოს ის ხელს უწყობს განათლების და/ან სოციალური პროგრამების დაფინანსებას. თუმცა, კვლევებმა აჩვენა, რომ ლატარიის მონაწილენი ჩვეულებრივ ისინი არიან, ვინც ნაკლებად მისცემს თავს უფლებას დახარჯოს ფული ლატარიის ბილეთებზე. “სწრაფად გამდიდრების” ხიბლი მეტისმეტად დიდია,რომ გაუმკლავდე, განსაკუთრებით მათთვის, ვინც სასოწარკვეთილია. მოგების შანსები უსასრულოდ მცირეა, რაც მრავალი ადამიანის სიცოცხლეს ანადგურებს.

არის თუ არა ლოტო/ლატარია უფლისათვის მისაღები საქმე? მრავალი ადამიანი ამტკიცებს, რომ ისინი თამაშობენ ლატარიას ან აზარტულ თამაშებს, რათა ფული გადასცენ ეკლესიას ან გამოიყენონს სხვა კეთილი მიზნებისთვის. რამდენადაც ეს შეიძლება კარგი მოტივი იყოს, რეალობა ისაა, რომ მცირე თუ იყენებს აზარტული თამაშებით მოგებულ თანხას კეთილი მიზნებისთვის. კვლევებმა აჩვენა, რომ ლატარიის გამარჯვებულთა დიდი უმრავლესობა გაცილებით უარეს ფინანსურ მდგომარეობაშია ჯეკპოტის მოგებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ვიდრე ისინი მანამდე იყვნენ. ძალიან ცოტა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, იყენებს რეალურად მოგებულ თანხას კარგი მიზნებისთვის. უფრო მეტიც, ღმერთს არ ჭირდება ჩვენი ფული დედამისაზე საკუთარი მისიის შესასრულებლად. ანდაზები 13:11 გვეუბნება: “არაპატიოსანი გზით მოპოვებული ფული მიფრინავს, ის, ვინც ნელნელა აგროვებს ფულს, ზრდის კიდეც მას”. უფალი დამოუკიდებელია და ეკლესიის საჭიროებას პატიოსანი გზებით აგვარებს. არგებს კი უფალს ნარკოტიკებით ნაშოვნი ან ბანკიდან მოპარული ფულის ეკლესიისთვის შეწირვა? რა თქმა უნდა, არა. არც ღმერთს ჭირდება ღარიბებისაგან მოპარული საცდუნებელი ფული.

1 ტიმოთე 6:10 ნათქვამია: “ვინაიდან ყოველგვარი ბოროტების ფესვია ვერცხლისმოყვარეობა და ზოგიერთები, რომლებიც მან გაიტაცა, განშორდნენ რწმენას და თავიანთ თავს მრავალი ტკივილი მიაყენეს.” ებრაელთა 13:5 გვასწავლის: “თქვენი გზა იყოს ვერცხლის სიყვარულის გარეშე და იმას დასჯერდით, რაცა გაქვთ, ვინაიდან თქვა: “არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ”. მათე 6:24–ში ნათქვამია: “არავის შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს; ანდა იმ ერთს შეეთვისოს და მეორე დაამციროს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც”.



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე



არის თუ არა აზარტული თამაში ცოდვა? რას ამბობს ბიბლია აზარტულ თამაშებზე?