ღმერთი არსებობს? საიდან უნდა ვიცოდე დარწმუნებით, რომ ღმერთი ნამდვილად არსებობს?




შეკითხვა: ღმერთი არსებობს? საიდან უნდა ვიცოდე დარწმუნებით, რომ ღმერთი ნამდვილად არსებობს?

პასუხი:
ყველამ ვიცით, რომ ღმერთი ჭეშმარიტად არსებობს, რადგან ის სამი ბუნებით წარმოჩინდა ჩვენ წინაშე: ქმნილებით, სიტყვით და თავისი ძით, იესო ქრისტეს სახით.

ღმერთის არსებობის უტყუარი დამადასტურებელი მისი საქმეებია. “ვინაიდან მისი უხილავი თვისებები – მარადიული ძალა და ღვთუირი ბუნება – წუთისოფლის დასაბამიდან ქმნილებათა ხილვით შეიცნობა” (რომაელთა 1:20). “ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო” (ფსალმუნი 19:1).

თუ მინდორში მაჯის საათს ვიპოვნი, არ დავიჩემებ, რომ ის უბრალოდ არსაიდან „გაჩნდა“ იქ ან მუდამ იმ ადგილას იყო. საათის დიზაინიდან გამომდინარე ვიფიქრებ, რომ ის დიზაინერმა შექმნა. მაგრამ ჩვენს გაშემო გაცილებით დიდი და მკაფიო სამყაროა. ჩვენს მიერ დროის აზომვა მაჯის საათებზე არაა დამოკიდებული, არამედ ღმერთის ხელსაქმეზე – დედამიწის რეგულარული ბრუნვა (ცეზიუმის რადიოაქტიური მონაცემები – 133 ატომი). სამყარო უდიდესი მოხაზულობისაა და ეს უდიდეს შემქმნელზე მიუთითებს.

დაშიფრული შეტყობინების მიღების შემთხვევაში კრიპტოგრაფის ძებნას დავიწყებ, რომელიც კოდის გახსნაში დამეხმარება. ვიფიქრებ, რომ შეტყობინება გონიერმა ადამიანმა გამომიგზავნა, რომელმაც კოდი მოიფიქრა. რამდენად რთულია დნმ-ის “კოდი”, რომელსაც ყველა ჩვენგანის სხეულის უჯრედები ატარებენ? ნუთუ ამ “კოდის” სირთულე და მიზანი იმაზე არ მიგვანიშნებს, რაოდენ გონიერია მისი შემქმნელი?

ღმერთმა არა მხოლოდ რთული და ფაქიზად მოწესრიგებული სამყარო შექმნა; მან თითოეული ადამიანის გულს მარადისობის გრძნობა შთაბერა (ძველი აღთქმა 3:11). კაცობრიობას თანდაყოლილი შეგრძნება აქვს იმისა, რომ სიცოცხლე იმაზე მეტია, ვიდრე აღვიქვამთ და რომ არსებობა მიწიერ რუტინაზე მეტია. ჩვენ მიერ მარადისობის შეგრძნება ორნაირად მჟღავნდება: კანონიერებასა და თაყვანისცემაში.

ისტორიის თანახმად, ყველა ცივილიზაციას გააჩნია გარკვეული მორალურად ღირებული კანონები, რომლებიც გასაოცრად ჰგავს ერთმანეთს. მაგალითად, სიყვარულის იდეალს საყოველთაოდ სცემენ პატივს, მაშინ როცა ტყუილის თქმას მუდამ გმობენ. ეს ზოგადი ზნეობრივი მოძღვრება, გლობალური გაგება კარგისა და ცუდისა, მიგვანიშნებს იმ უზენაეს ზნეობრივ არსებაზე, რომელმაც მოგვცა ასეთი მოკრძალება.

ამის მსგავსად, მსოფლიოს ხალხებმა, მიუხედავად კულტურისა, შექმნეს თაყვანისცემის კულტურა. თარყვანისცემის საგანი შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგრამ “უმაღლესი ძალაუფლების” შეგრძნება ადამიანის უდაო ნაწილია. ღვთისაკენ ჩვენი მისწრაფება იმით გამოიხატება, რომ ვაღიაროთ ის ფაქტი, რომ ღმერთმა შეგვქმნა “ხატად თავისა” (დაბადება 1:27).

ღმერთი ასევე სიტყვაში, ბიბლიაში განხორციელდა. წმინდა წერილის თანახმად, ღმერთის არსებობა უდაო ფაქტია (დაბადება 1:1; გამოსვლა 3:14). როდესაც ბენჯამენ ფრანკლინმა თავისი ბიოგრაფია დაწერა, მას საკუთარი არსებობის დასამტკიცებლად დიდი დრო არ დაუკარგავს. ამის მსგავსად, არც უფალს დაუთმია დიდი დრო ბიბლიაში საკუთარი არსებობის დასადასტურებლად. ბიბლიის ცვალებადი ბუნება, მისი ერთიანობა და სასწაულები, რომელიც მის შედგენას ახლდა თან, ამის უდაო დასტური უნდა იყოს.

მესამედ ღმერთი საკუთარ ძეში, იესო ქრისტეში განხორციელდა (იოანე 14:6-11). “თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი. მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. ვინაიდან მასში დამკვიდრებულია ხორციელად ღვთაების მთელი სისავსე” (კოლასელთა 2:9).

თავისი საოცარი ცხოვრების მანძილზე იესო იცავდა ძველი აღთქმის (რჯულის) კანონებს და აღასრულებდა მესიას ყველა წინასწარმეტყველებას (მათე 5:17). იგი აღასრულებდა უამრავ სასწაულს. ეს არის ის მოწაფე, რომელიც ამოწმებს ამას და რომელმაც დაწერა ეს, და ვიცით, რომ მისი მოწმობა ჭეშმარიტია (იოანე 21:24-25). მისი ჯვარცმიდან სამი დღის შემდეგ, იგი აღსდგა მკვდრეთით, ამ ფაქტს ასობით თვითმხილველი ჰყავდა (კორინთელთა 15:6). უამრავი ისტორიული ფაქტი არსებობს იესოს არსებობის შესახებ. როგორც პავლე მოციქული ამბობს: ვინაიდან ეს ამბავი იცის მეფემ, რომლის წინაშეც თამამად ლაპარაკობ; მე არ მჯერა, რომ მისთვის აქედან რაიმე იყოს დაფარული, ვინაიდან ეს სადღაც დაკარგულში არ მომხდარა (საქმეები 26:26).

ჩვენ კარგად გვესმის, რომ ყოველთვის იარსებებენ სკეპტიკოსები, რომელთაც საკუთარი შეხედულებები ექნებათ ღმერთზე და შესაბამისად მიუდგებიან ამ ფაქტსაც. თქვა უგუნურმა თავის გულში: “არ არის ღმერთი” (ფსალმუნი 14:2). რწმენის გარეშე შეუძლებელია ღვთისათვის მოსაწონად ყოფნა (ებრაელთა 11:6).



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე



ღმერთი არსებობს? საიდან უნდა ვიცოდე დარწმუნებით, რომ ღმერთი ნამდვილად არსებობს?