როგორ უნდა გავიგო, რომ სიკვდილის შემდეგ ნამდვილად სამოთხეში მოვხვდები?




შეკითხვა: როგორ უნდა გავიგო, რომ სიკვდილის შემდეგ ნამდვილად სამოთხეში მოვხვდები?

პასუხი:
დანამდვილებით იცით, რომ უკვდავი იქნებით და რომ სიკვდილის შემდეგ სამოთხეში მოხვდებით? ღმერთს სურს, რომ თქვენ ამაში დარწმუნებულები იყოთ! ბიბლიაში ნათქვამია:,,ეს მოგწერეთ, ღვთის ძის სახელის მორწმუნენო, რათა იცოდეთ, რომ გაქვთ საუკუნო სიცოცხლე.“ (იოანე (პირველი)5:13). წარმოიდგინეთ, თითქოს სწორედ ახლა უფლის წინაშე დგახართ და ის გეკითხებათ:,,რისთვის უნდა დაგიშვა სამოთხეში?“ რას უპასუხებდით? შეიძლება არც კი იცით, რა უპასუხოთ. უნდა გწამდეთ, რომ ღმერთს ჩვენ ვუყვარვართ და რომ მან გვასწავლა, თუ სად ვიქნებით უკვდავნი. ბიბლიაში ეს შემდეგნაირად არის აღწერილი: ,,ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე (იოანე 3:16).

პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ იმ პრობლემის შესახებ, რომელიც ჩვენს სამოთხისკენ გზას გვიღობავს. მოცემული პრობლემა შემდეგია: ჩვენი ცოდვილი ბუნების გამო ვერ ვამყარებთ კავშირს ღმერთთან. ჩვენ ჩვენი ბუნებითა და არჩევანით ცოდვის შვილები ვართ.,,რაკიღა ყველამ სცოდა და მოაკლდა ღვთის დიდებას“ (რომაელთა მიმართ 2:23). ჩვენ არ ძალგვიძს საკუთარი თავის გადარჩენა. ,,და მართლაც, მადლმა გიხსნათ რწმენის წყალობით; მაგრამ ეს თქვენგან კი არ არის, არამედ ნიჭია ღვთისა;და არც თქვენს საქმეთაგან, რათა არავინ იქადოდეს.“ (ევფესელთა მიმართ 2:8-9). ჩვენ სიკვდილსა და ჯოჯოხეთს ვიმსახურებთ. ,,ვინაიდან ცოდვის საზღაური არის სიკვდილი.“ (რომაელთა მიმართ 6:23).

ღმერთი წმინდაა და სამართლიანი. მან ცოდვისათვის უნდა დაგვსაჯოს. მიუხედავად ამისა, მაინც ვუყვარვართ და ცოდვები შეგვინდო. იესომ ბრძანა: ,,მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა მამაჩემთან, თუ არა ჩემს მიერ." (იოანე 14:6). იესო ჩვენს გამო ჯვარს აცვეს:,,რადგან ერთხელ ქრისტეც ჩვენი ცოდვებისათვის ევნო, მართალი - არამართალთათვის, რათა მივეყვანეთ ღმერთთან.” (პეტრე (პირველი) 3:18). იესო მკვდრეთით აღდგა: ,,გაცემულ იქნა ჩვენი ცოდვების გამო და აღდგა ჩვენს გასამართლებლად." (რომაელთა მიმართ 4:25.)

ასე რომ, დავუბრუნდეთ თავდაპირველ შეკითხვას: ,,როგორ დავრწმუნდე იმაში, რომ სიკვდილის შემდეგ სამოთხეში მოვხვდები?" პასუხი შემდეგია- იწამეთ უფალი იესო ქრისტე და გადარჩებით. (მოციქულთა საქმენი 16:31). ხოლო ყველას, ვინც შეიწყნარა იგი, მისცა ხელმწიფება ღმრთის შვილებად წოდებულიყვნენ; ყველას, ვისაც სწამს მისი სახელი.“ (იოანე1:12). შეგიძლიათ მიიღოთ უკვდავება, როგორც უფასო ძღვენი. ,,ვინაიდან ცოდვის საზღაური არის სიკვდილი, ხოლო ღვთის მადლი - საუკუნო სიცოცხლე, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ.“ (რომაელთა მიმართ 6:32). სწორედ ახლა შეგიძლიათ იცხოვროთ სავსე და მნიშვნელობით აღსავსე ცხოვრებით. იესომ ბრძანა: ,,მე მოვედი, რათა ჰქონდეთ სიცოცხლე და ჭარბადაც ჰქონდეთ.“ (იოანე 10:10). შეგიძლიათ სამოთხეში უკვდავი ცხოვრება იესოსთან ერთად გაატაროთ, რადგან ის დაგვპირდა: ,,ხოლო როცა წავალ და ადგილს გაგიმზადებთ, კვლავ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა, სადაც მე ვიქნები, თქვენც იქვე იყოთ.“ (იოანე 14:03).

თუ გსურთ იწამოთ იესო ქრისტე ჩვენს მხსნელად და ხელახლა დაიბადოთ, მოვიყვანთ ლოცვის მაგალითს. გახსოვდეთ, მოცემული თუ სხვა რაიმე ლოცვის წაკითხვა ვერ გადაგარჩენთ. ცოდვისგან მხოლოდ ქრისტეს რწმენა გიხსნით. მოცემული ლოცვა არის მხოლოდ უფლის მიმართ თქვენი რწმენისა და მადლიერების გამოხატვა, რამეთუ მან გვიხსნა ცოდვებისაგან. ,,ღმერთო, ვიცი, რომ შეგცოდე და სასჯელს ვიმსახურებ. მაგრამ იესო ქრისტე ეწამა, რათა ჩემი სასჯელი გამოესყიდა, რათა მისი რწმენისთვის შენდობა მიმეღო. შენი მწამს, რამეთუ შენ ხარ ჩემი ხსნა. მადლობას გწირავ ღვთიური მადლისა და მოწყალებისთვის - რამეთუ შენ მაჩუქე უკვდავება! ამინ!"

მიიღე თუ არა გადაწყვეტილება ქრისტეს სასარგებლოდ აქ წაკითხულიდან გამომდინარე? თუ ეს ასეა, გთხოვ დააწკაპუნო ქვემოთ მოცემულ ღილაკზე ”მე დღეს ქრისტე ვაღიარე”.



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე



როგორ უნდა გავიგო, რომ სიკვდილის შემდეგ ნამდვილად სამოთხეში მოვხვდები?