settings icon
share icon
შეკითხვა

არსებობს თუ არა სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ?

პასუხი


არსებობს თუ არა სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ? ბიბლიაში ვკითხულობთ: ,,კაცი, ქალის ნაშიერი, დღემოკლეა და სავსეა მღელვარებით; ყვავილივით გამოდის და ჭკნება; ჩრდილოეთით გარბის და კვალს არ ტოვებს. თუ მოკვდა კაცი, განა კვლავ იცოცხლებს? „ (იობი 14:1-2, 14).

იობის მსგავსად, ამ საკითხზე ყველანი დავფიქრებულვართ. რა მოგვივა სიკვდილის შემდეგ? არის თუ არა სიცოხლე ის კარი, რომელშიც გავდივართ მიწიდან წასვლისას და შემოვდივართ დაბრუნებისას პირადი დიდების მისაღწევად? ყველა ადამიანი ერთსა და იმავე თუ სხვადასხვა ადგილში ხვდება? ნამდვილად არსებობს თუ არა სამოთხე და ჯოჯოხეთი, თუ ეს მხოლოდ ადამიანის წარმოდგენის ნაყოფია?

ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ სიცოცხლე არა მხოლოდ სიკვდილის შემდეგ არსებობს, არამედ უკვდავი სიცოცხლე იმდენად დიადია, რომ ,,რაც არ უხილავს თვალს, არ სმენია ყურს და არც კაცს გაუვლია გულში, ის განუმზადა ღმერთმა თავის მოყვარეთ“. (კორიანთელთა მიმართ (პირველი) 2:9). იესო ქრისტე, ადამიანად მოვლენილი ღმერთი, დედამიწაზე მოვიდა იმისათვის, რომ უკვდავი ცხოვრება მოგვანიჭოს. ,,მაგრამ ის ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი უკეთურობებისთვის დალეწილი; მასზე იყო სასჯელი ჩვენი სიმრთელისთვის და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ.“ (ესაია წინასწარმეტყველი 53:5).

იესომ საკუთარ თავზე აიღო ის სასჯელი, რომელსაც თვითოეული ჩვენთაგანი იმსახურებს და სამსხვერპლოზე მიიტანა საკუთარი სიცოცხლე. სამი დღის შემდეგ მან სიკვდილზე გაიმარჯვა და მკვდრეთით აღდგა სულითა და ხორცით. ის დედამიწაზე დარჩა ორმოცი დღე, რისი მოწმეც გახდა ათასობით ადამიანი, შემდეგ კი ზეცის სამუდამო სასუფლეველში გადაინაცვლა. პავლეს ეპისტოლეში რომაელთა მიმართ 4:25 ნათქვამია: ,,გაცემულ იქნა ჩვენი ცოდვების გამო და აღდგა ჩვენს გასამართლებლად.

ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა დასაბუთებული მოვლენა იყო. პავლე მოციქულმა ადამიანებს მოუწოდა, მიემართათ მოწმეებისათვის, რომლებმაც ყოველივე საკუთარი თვალით იხილეს. არავის შეეძლო სიმართლის წინააღმდეგ წასვლა. მკვდრეთით აღდგომა არის ქრისტიანული რწმენის ქვაკუთხედი; იმის გამო, რომ ქრისტემ სიკვდილზე გაიმარჯვა, ჩვენც შეგვიძლია ვირწმუნოთ, რომ შეიძლება ჩვენც მკვდრეთით ავღდგეთ.

პავლე მოციქული აფრთხილებდა ზოგიერთ ახლად გაქრისტიანებულს, რომლებსაც ამის არ წამდა:,,ხოლო თუ ქრისტეზე იქადაგება, რომ მკვდრეთით აღდგა, როგორღა ამბობს ზოგიერთი თქვენგანი, რომ არ არის მკვდრეთით აღდგომა?თუ მკვდრეთით აღდგომა არ არის, მაშინ არც ქრისტე აღმდგარა.“ (კორინთელთა მიმართ (პირველი) 15:12-13).

ქრისტე მხოლოდ პირველი იყო იმ უამრავი ადამიანიდან, რომლებიც მკვდრეთით აღდგებიან. ფიზიკური სიკვდილი ერთი კაცისგან, ადამისგან მოგვევლინა, რომელთანაც ჩვენ ყველანი დაკავშირებულები ვართ. მაგრამ ყველა ის, ვისაც ღვთის ოჯახში იესო ქრისტეს რწმენის გზით მიიღებენ, ახალი სიცოცხლით დასაჩუქრდება. ,,ღმერთმა აღადგინა თვით უფალი, და ჩვენც აღგვადგენს თავისი ძალით.“ (კორინთელთა მიმართ (პირველი) 6:14).

მიუხედავად იმისა, რომ ყველანი საბოლო ჯამში მკვდრეთით ავღდგებით, ყველანი ერთად სამოთხეში ვერ მოვხვდებით. თავის ცხოვრებაში თითოეულმა ადამიანმა უნდა გააკეთოს არჩევანი იმისათვის, რომ გადაწყვიტოს, ერგება თუ არა მას უკვდავება. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ჩვენ მხოლოდ ერთხელ მოვკვდებით და ამის შემდეგ დადგება განკითხვის ჟამი (ებრაელთა მიმართ 9:27). მართლები უკვდავნი იქნებიან სამოთხეში, ბიწიერნი კი საუკუნო სასჯელს მიიღებენ, ანუ ჯოჯოხეთში მოხვდებიან. (მათე 25:46).

ჯოჯოხეთი, სამოთხის მსგავსად, არა მხოლოდ არსებობის ფორმაა, არამედ უშუალო და საკმაოდ რეალური ადგილი. იქ ცოდვილთ დახვდებათ ღვთის უსასრულო, მარადიული რისხვა. ისინი ემოციურად, გონებრივად და ფიზიკურად დაიტანჯებიან, იცხოვრებენ სირცხვილში, სინანულსა და სიძულვილში.

ჯოჯოხეთი აღწერილია, როგორც უძირო უფსკრული (ლუკა 8:31, იოანე 9:1), ცეცხლის ტბა, რომელშიც გოგირდი იწვის, რომლის ბინადარნი ყოველ დღე და ყოველ ღამე გნუწყვეტლივ და მუდმივ ტანჯვაში იმყოფებიან (იოანეს გამოცხადება 20:10). ჯოჯოხეთში უსაზღვრო მწუხარებისა და სიბრაზის გამო იქნება ტირილი და კბილების ჭრიალი (მათე 13:42). ეს არის ადგილი, სადაც მატლები არასოდეს ილევა და ცეცხლი არასოდეს ქრება (მარკოზი 9:48). ღმერთს ბოროტთა სიკვდილი არ ახარებს, არამედ მას სურს, რომ ისინი თავიანთი ბოროტი გზიდან მოაქციოს, რათა გადარჩნენ. (ეზეკიელ წინასწარმეტყველი 33:11).მაგრამ ის მორჩილებას არ გვავალდებულებს; თუ ჩვენი არჩევანი იქნება მისი უარყოფა, ის იმას მოგვცემს რაც გვსურს - გვაძლევს მისგან განდგომის უფლებას.

დედამიწაზე არსებობა არის გამოცდა, მომზადება შემდგომი ცხოვრებისათვის. მორწმუნეებისთვის ეს ნიშნავს ღვთის სასუფეველში საუკუნო სიცოცხლეს. ასე რომ როგორ შეიძლება გავხდეთ უცოდველნი და უკვდავნი? არსებობს ერთად-ერთი გზა - თუ ვიწამებთ ღვთის შვილს, იესო ქეისტეს. იესომ ბრძანა: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც მე ვწამვარ, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. ვინც ჩემში ცოცხლობს და სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე. გწამს თუ არა ეს?“( იოანე 11:25-26).

საუკუნო სიკვდილის სახით საჩუქარი ყველას შეიძლება ერგოს, მაგრამ ეს ჩვენგან მოითხოვს ზოგიერთ მიწიერ სიამოვნებაზე უარის თქმასა და ღვთისადმი თავის შეწირვას. ,,ვისაც სწამს ძე, აქვს საუკუნო სიცოცხლე, ხოლო ვისაც არა სწამს ძე, ვერ იხილავს სიცოცხლეს, და რისხვა ღმრთისა არ დაუტევებს მას.“ (იოანე 3:36). ჩვენ არ გვექნება სიკვდილის შემდეგ ცოდვების მონანიების საშუალება, რადგან როდესაც ღმერთს პირისპირ შევხვდებით, სხვა არჩევანი არ გვექნება, გარდა იმისა, რომ ის ვიწამოთ. მას სურს, რომ მასთან ახლა მივიდეთ, სიყვარულით და რწმენით. თუ ვაღიარებთ, რომ იესო ქრისტემ ჩვენი ცოდვები იტვირთა, ჩვენ არა მხოლოდ დედამიწაზე მნიშვნელობით დატვირთულ სავსე სიცოცხლეს მოვიპოვებთ, არამედ წილად გვხვდება ქრისტესთან ერთად საუკუნო ცხოვრება.

უფლის მცნებებით ცხოვრება თუ გსურთ, მოვიყვანთ ნაწყვეტს ლოცვიდან. გახსოვდეთ, მოცემული თუ სხვა რაიმე ლოცვის წაკითხვა ვერ გადაგარჩენთ. ცოდვისგან მხოლოდ ქრისტეს რწმენა გიხსნით. მოცემული ლოცვა არის მხოლოდ უფლის მიმართ თქვენი რწმენისა და მადლიერების გამოხატვა, რამეთუ მან გვიხსნა ცოდვებისაგან. ,,ღმერთო, ვიცი, რომ შეგცოდე და სასჯელს ვიმსახურებ. მაგრამ იესო ქრისტე ეწამა, რათა ჩემი სასჯელი გამოესყიდა. შენი მწამს, რამეთუ შენ ხარ ჩემი ხსნა. მადლობას გწირავ ღვთიური მადლისა და მოწყალებისთვის - რამეთუ შენ მაჩუქე უკვდავება! ამინ!"

მიიღე თუ არა გადაწყვეტილება ქრისტეს სასარგებლოდ აქ წაკითხულიდან გამომდინარე? თუ ეს ასეა, გთხოვ დააწკაპუნო ქვემოთ მოცემულ ღილაკზე ”მე დღეს ქრისტე ვაღიარე”.

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

არსებობს თუ არა სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries