settings icon
share icon
შეკითხვა

დღესაც არსებობს სულიწმიდისსასწაულმოქმედი ნიჭები?

პასუხი


პირველ რიგში, გავითვალისწინოთ, რომ ეს კითხვა არ უკავშირდება უფლის მიერ ჩადენილ სასწაულებს, რადგან სულელური და არაბიბლიური იქნება მტკიცება იმისა, რომ უფალი,დღეს, ხალხს არ ელაპარაკება, არ კურნავს და არ ახდენს სასწაულებსა და ნიშნებს. კითხვა ისაა, დღესაც მოქმედებს1კორინთელთა 12-14-შიაღწერილი სულის ნიჭები ეკლესიებში? არც იმას ვეჭვობთ, შეუძლია თუ არა სულიწმიდას მისცეს ვინმეს სასწაულმოქმედების ნიჭი. კითხვა ისაა, იძლევა თუ არა სულიწმიდა სასწაულმოქმედების ნიჭს დღეს. უწინარეს ყოვლისა, სავსებით ვაღიარებთ სულიწმიდის თავისუფლებასნიჭების გადაცემაში (1 კორინთელთა 12:7-11).

მოციქულთა საქმეებსა და წერილებში,უმრავლესობა სასწაულებისა მოხდამოწაფეთა და მათთანამსახურთაგან.პავლე გვიხსნისმიზეზს: „მოციქულის ნიშნები ამოქმედდა თქვენ შორის ყოველგვარი მოთმინებით, ნიშნებით, სასწაულებითა და ძალებით" (2კორინთელთა 12:12). თუ ქრისტეს ყოველი მოწაფე აღჭურვილი იყო იმ უნარით, რომ მოეხდინათ ნიშნები, საოცრებები და სასწაულები, მაშინ ნიშნები, საოცრებები და სასწაულები ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნებოდა მხოლოდ მოციქულთა მახასიათებელი. საქმეების 2:22 გვასწავლის,რომ იესოიყო„კაცი, დამტკიცებულიღვთისაგანჩვენთვისძალით, სასწაულებითადანიშნებით." ანალოგიურად, მოციქულებიც იყვნენ „დამტკიცებულნი",როგორც ღვთის ჭეშმარიტი მაცნეები, იმ სასწაულებით, რომელთაც ისინი ახდენდნენ. საქმეების14:3-ით, სახარებისეული წერილები „დასტურდება" პავლესა და ბარნაბას მიერ აღსრულებული სასწაულებით.

1 კორინთელთა12-14 თავები,უმთავრესად,ეხება სულის ნიჭების თემას. ტექსტიდან ჩანს, რომ „ჩვეულებრივ" ქრისტიანებსაც, ხანდახან, ეძლეოდათ სასწაულებრივი ნიჭები (12:8, 28:30). ჩვენამდე არ მოვიდა ინფორმაცია, თუ რამდენად იყო ეს გავრცელებული. ზემოხსენებულიდან,რომ მოციქულები იყვნენ „გამორჩეულნი" ნიშნებითა და საოცრებებით, შეიძლება ჩანდეს, რომ სასწაულმოქმედების ნიჭი „ჩვეულებრივ" ქრისტიანებზე იყო გამონაკლისი და არა წესი. მოციქულთა და მათ თანამსახურთა გარდა, ახალი აღთქმა არ გამოყოფს ცალკეულპიროვნებებს,რომლებსაც ახორციელებენსულის სასწაულმოქმედებრივნიჭებს.

მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ადრეულ ეკლესიას არ ჰქონდა დასრულებული ბიბლია, როგორიც ჩვენ გვაქვს დღეს (2ტიმოთეს 3:16-17). ამასთანავე, წინასწარმეტყველების ნიჭი, ცოდნა, სიბრძნე და ა.შ., იყო აუცილებელი ადრეული ქრისტიანებისთვის, რათასცოდნოდათ, რისი მიცემა შეეძლო ღმერთს მათთვის. ახლა, როდესაც უფლის გამოცხადება დასრულებულიაბიბლიაში, „ღვთაებრივი" ნიჭი აღარ არის საჭირო, ყოველ შემთხვევაში, არა იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც ახალ აღთქმაში იყო.

ყოველ დღე, უფალი სასწაულებრივად კურნავს ხალხს. უფალი დღესაც გვესაუბრება, ან მკაფიო ხმით, ან ჩვენს გონებაში, ან შთაბეჭდილებებითა და გრძნობებით. უფალი ისევ ახდენსსასწაულებს, ნიშნებსა და საოცრებებს და,ზოგჯერ, ამ სასწაულებს ახდენსქრისტიანების მეშვეობით. თუმცა,აუცილებელი არაასულისსასწაულმოქმედი ნიჭი. სასწაულმოქმედების ნიჭის პირდაპირი მიზანი იყო, დაემტკიცებინა სახარების ჭეშმარიტება და ის, რომ მოციქულები ნამდვილად ღვთის მაცნეები იყვნენ. ბიბლია აშკარად არ ამბობს, რომ სასწაულმოქმედების ნიჭი ამოიწურა, მაგრამ ის გვიხსნის საფუძველს, თუ რატომ აღარ ხდება იგივე რაოდენობით, რა რაოდენობითაც ხდებოდა ახალ აღთქმაში.

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

დღესაც არსებობს სულიწმიდისსასწაულმოქმედი ნიჭები?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries