შეკითხვა
რას ფიქრობს ბიბლია ქორწინებამდე/წინასაქორწინო სექსზე?
პასუხი
ბიბლიაში გამოყენებული არაა არც ებრაული და არც ბერძნული სიტყვა, რომელიც ზუსტად ეხება ქორწინებამდე სექსსს. ბიბლია დაუფარავად გმობს მრუშობასა და სექსუალურ ამორალობას, მაგრამ მიიჩნევა ქორწინებამდე სექსი სექსუალურ ამორალობად? 1 კორინთელთა 7:2-ის მიხედვით „დიახ“ ზუსტი პასუხია: „მაგრამ სიძვის თავიდან ასაცილებლად ყოველ მამაკაცს ჰყავდეს თავისი ცოლი და ყოველ დედაკაცს - თავისი ქმარი“. ამ სტროფში, პავლე აცხადებს, რომ ქორწინება სექსუალური ამორალობის „განკურნებაა“. 1 კორინთელთა 7:2 ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იმის გამო, რომ ადამიანებს არ ძალუძთ საკუთარი თავის გაკონტროლება და ბევრს ქორწინებამდე აქვს სექსი, ადამიანები უნდა დაქორწინდნენ. ამის შემდეგ ისინი შეძლებენ საკუთარი ვნებების დაკმაყოფილებას მორალური გზით.
ვინაიდან 1 კორინთელთა 7:2 მკაფიოდ აღნიშნავს, რომ ქორწინებამდე სექსი სექსუალური ამორალობაა, ბიბლიის ყველა სტროფში, სადაც დაგმობილია სექსუალური ამორალობა როგორც ცოდვა, ასევე გმობს ქორწინებამდე სექსს, როგორც ცოდვილს. ქორწინებამდე სექსი მიიჩნევა სექსუალური ამორალობის ბიბლიურ განმარტებად. უამრავი წმინდა წერილი არსებობს, სადაც ქორწინებამდე სექსი ცოდვად მიიჩნევა (საქმეები 15:20; 1 კრინთელთა 5:1; 6:13; 18; 10:8; 2 კრინთერლთა 12:21; გალატელთა 5:19; ეფესელთა 5:3; კოლოსელთა 3:5; 1 თესალონელთა 4:3; იუდა 7). ბიბლია ქორწინებამდე აბსლიტურ თავშეკავებაზე მგვიწოდებს. ქმარსა და ცოლს შორის სექსი მხოლოდ სექსუალური ურთიერთობების ფორმაა, რომელსაც უფალი დასაშვებად მიიჩნევს (ებრაელთა 13:4).
ძალიან ხშირად ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ სექსის „რეკრეაციულ“ ასპექტზე იმის გაუაზრებლად, რომ არსებობს კიდევ ერთი ასპექტი - პროკრეაცია. ქორწინებაში სექსი სასიამოვნოა, და უფალი აღნიშნავს კიდეც ამას. ღმერთს სურს ქალებმა და მამაკაცებმა ისიამოვნონ სექსუალური ურთიერთობით ქორწინების ფარგლებში. სოლომონის გალობასა და ბიბლიის სხვა მრავალ მონაკვეთში (როგორიცაა 5:19 ფსალმუნი) ზუსტადაა აღწეილი სექსის სიამოვნება. თუმცა, წყვილი უნდა ხვდებოდეს, რომ უფლის შეხედულება სექსზე ითვალისწინებს ბავშვების ჩასახვას. ასე, რომ არაქორწინებაში მყოფი წყვილისთვის სექსით დაკავება ორმაგად ცუდია - ისინი მხოლოდ სიამოვნებას განიცდიან და არ ფიქრობენ, რომ გზას აძლევენ ახალ სიცოცხლის ჩასახვას ოჯახის გარეთ, რასაც უფალი ყველა ბავშვს უსურვებს.
სანამ გაირკვევა რომელია კარგი თუ ცუდი, თუ ბიბლიას დავუჯერებთ ქრწინებამდე სექსთან დაკავშირებით, გაცილებით ნაკლები სექსუალურად გადამდები დაავადება, აბორტები, ნაკლები გაუთხოვარი დედები და არასასურველი ორსულობები იქნებდა; ასევე ნაკლები ბავშვები გაიზრდებდნენ მშობლების გარეშე. აბსოლიტური თავშეკავება ღმერთის ერთადერთი პოლიტიკაა, როდესაც ეს ქორწინებამდე სექსს ეხება. თავშეკავება იცავს ჩვენს სიცოცხლეს, ბავშვებს, სექსუალურ ცხოვრებას ანიჭებს შესაბამის ღირებულებას და, რაც მთავარია, გამოხატავს უფლისადმი პატივისცემას.
English
რას ფიქრობს ბიბლია ქორწინებამდე/წინასაქორწინო სექსზე?