settings icon
share icon
შეკითხვა

რა არის გადარჩენის გზა?

პასუხი


გშია? ფიზიკურად კი არა, არამედ ცხოვრებაში უფრო მეტი რამ ხომ არ გსურს? ღრმად შენს არსებაში დაუკმაყოფილებლობის გრძნობა ხომ არ გაქვს? თუ ეს ასეა, იესო არის ხსნის გზა! იეოსომ თქვა: ჰრქუა მათ იესუ: მე ვარ პური ცხორებისაჲ; რომელი მოვიდეს ჩემდა, არა შიოდის, და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, არასადა სწყუროდის” (იოანე 6:35).

გასაჭირში ხომ არ ხარ? ცხოვრებაში გზა ან მიზანი თუ გაგაჩნია? თითქოს ვიღაცამ შუქი ჩააქრო და ჩამრთველს ვერ პოულობ. თუ ეს ასეა, იესო არის ხსნის გზა! იესომ განაცხადა: ”მერმეცა ეტყოდავე იესუ და ჰრქუა მათ: მე ვარ ნათელი სოფლისაჲ. რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდის ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხორებისაჲ” (იოანე 8:12).

ოდესმე თავი გარიყულად თუ გიგრძვნია? მრავალ კართან მისულხარ, მაგრამ აღმოგიჩენია, რომ იქ სიცარიელე და არაფრისმომცემი გარემოა. სრულყოფილ ცხოვრებაში ეძებ შესასვლელს? თუ ეს ასეა, იესო არის ხსნის გზა! იესომ განაცხადა: ”მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი პოვოს” (იოანე 10:9).

ადამიანები გთრგუნავენ? შენი ურთიერთობები ცარიელი და ზედაპირულია? თითქოს ყველას შენგან სარგებლის მიღება სურს. თუ ეს ასეა, იესო არის ხსნის გზა! იესო ამბობს: ” მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართათჳს... მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ” (იოანე 10:11,14).

გაინტერესებს რა ხდება სიცოცხლის შემდგომ? დაიღალე ცხოვრებით, რომელიც მხოლოდ ლპება და ინგრევა? თითქოს ცხოვრებას აზრი დაუკარგავს. გსურს, რომ სიკვდილის მერეც იცხოვრო? თუ ეს ასეა, იესო არის ხსნის გზა! იესომ განაცხადა: ”ჰრქუა მას იესუ: მე ვარ აღდგომაჲ და ცხორებაჲ. რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მო-ღათუ-კუდეს, ცხონდესვე. და ყოველი რომელი ცოცხალ არს და ჰრწმენეს ჩემი, არა მოკუდეს იგი უკუნისამდე” (იოანე 11:25-26).

სად არის გამოსავალი? სად არი სიმართლე? რა არის ცხოვრება? იესო გვპასუხობს: ”ჰრქუა მას იესუ: მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ; არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ” (იოანე 14:6).

შიმშილი, რომელსაც შენ გრძნობ, ეს სულიერი შიმშილია და მხოლოდ იესოს მიერ დაკმაყოფილდება. იესო ერთადერთია, ვისაც შეუძლია სიბნელის განათება. იესო არის კარიბჭე დამაკმაყოფილებელი ცხოვრებისაკენ. იესო არის მეგობარი და მწყემსი, რომელიც გიპატრონებს. იესო არის სიცოცხლე - ამ სამყაროში და შემდგომ. იესო არის გზა ხსნისაკენ!

მიზეზი, რატომაც გშია, მიზეზი, რატომაც ხარ სიბნელეში დაკარგული, მიზეზი, რატომაც ვერ პოულობ სიცოცხლის აზრს არის ის, რომ შენ ღვთისგან შორს დგახარ. ბიბლია გვეუბნება, რომ ჩვენ ყველანი ვცოდავთ და შესაბამისად, ღვთისაგან ვართ განდგომილნი (ეკლესიასტე 7:20; რომაელთა 3:23). ის სიცარიელე, რომელსაც გულში გრძნობ, გამოწვეულია შენს ცხოვრებაში ღმერთის არარსებობით. ჩვენ იმისათვის ვართ შექმნილნი, რათა კავშირი დავამყაროთ ღმერთთან. ჩვენი ცოდვების გამო ჩვენ განცალკევებით ვდგავართ ამ ურთიერთობისაგან. უარესი, ჩვენი ცოდვა გვაიძულებს ღვთისგან სამარადჟამოდ განდგოიმილად ვიდგეთ. ამ ცხოვრებასა და შემდგომში (რომაელთა 6:23; იოანე 3:36).

როგორ გადავჭრათ ეს პრობლემა? იესო არის ხსნის გზა! იესომ საკუთარ თავზე აიღო ჩვენი ცოდვები (კორინთელთა (მეორე) 5:21). იესო დედამიწაზე მოკვდა (რომაელთა 5:8) და საკუთარ თავზე აიღო ჩვენთვის განკუთვნილი სასჯელი. სამი დღის შემდეგ, იესო მკვდრეთით აღსდგა და ამით დაამტკიცა მისი გამარჯვება ცოდვასა და სიკვდილზე (რომაელთა 6:4-5). რატომ გააკეთა მან ეს? იესომ თავად უპასუხა ამ შეკითხვას ”არღარა გეტყჳ თქუენ მონად, რამეთუ მონამან არა იცინ, რასა იქმნ უფალი მისი. ხოლო თქუენ გარქუ მეგობრად, რამეთუ ყოველი, რაოდენი მესმა მამისა ჩემისაგან, გაუწყე თქუენ ” (იოანე 15:13). იესო იმისათვის ეწამა, რომ ჩვენ გვეცოცხლა. თუ ჩვენ ვიწამებთ იესოს, ვაღიარებთ მის სიკვდილს, როგორც ჩვენი ცოდვების საზღაურს - ყველა ჩვენი ცოდვა მოგვეტევება და განვიწმინდებით და მაშინ ჩვენი სულიერი შიმშილი დაკმაყოფილდება. შუქი აინთება. ჩვენ შევაღწევთ სრულყოფილ ცხოვრებაში. ჩვენ გვეყოლება ნამდვილი მეგობარი და მწყემსი. ჩვენ გვეცოდინება, რომ ჩვენ გვექნება სიცოცხლე სიკვდილის შემდგომ - აღდგომილი საუკუნო სიცოცხლე ზეცაში იესოსთან ერთად!

”რამეთუ ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თჳსი მხოლოდ-შობილი მოსცა მას, რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ” (იოანე 3:16).

მიიღე თუ არა გადაწყვეტილება ქრისტეს სასარგებლოდ აქ წაკითხულიდან გამომდინარე? თუ ეს ასეა, გთხოვ დააწკაპუნო ქვემოთ მოცემულ ღილაკზე ”მე დღეს ქრისტე ვაღიარე”.

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

რა არის გადარჩენის გზა?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries