შეკითხვა
რას ამბობს ბიბლია ქრისტიან მამებზე?
პასუხი
უდიდესი მცნება წმინდა წერილისა: „და შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულითა და სულით, და მთელი შენი ძალით" (მეორე რჯული 6:5). ორი მუხლის უკან, ვკითხულობთ: „რათა გეშინოდეს უფლისა, შენი ღვთისა, რომ დაიცვა ყველა მისი წესი და მისი მცნება, რომელთაც მე გიბრძანებთ, შენ და შენს ძეს, და შენი ძის ძეს, მთელი შენი სიცოცხლის დღეებში, რათა დღეგრძელი იყო". მეორე რჯულის 6:6-7: „და იყოს ეს სიტყვანი, რომელთაც მე გიბრძანებ დღეს, შენს გულში. ჩაუნერგე ისინი შენს ძეთ და ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას, და გზაზე სიარულისას, დაწოლისას, და ადგომისას".
ისრაელის ისტორია გვიჩვენებს, რომ მამებმა გულმოდგინედ უნდა ასწავლონ შვილებს უფლის სიტყვები და გზები, მათი სულიერი განვითარებისა და კეთილდღეობისთვის. უფლის მცნებათა მორჩილი მამები ზუსტად ასე იქცეოდნენ. ეს წესი გამოხატულია იგავების 22:6-ში: „გაწვრთენი ყმაწვილი, რომ სწორ გზაზე იაროს და სიბერეშიც არ გადაუხვევს მას". აღზრდა არის პირველი დავალება, რაც მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, ანუ ეს არის ადრეული განათლება. ბავშვი აღზრდით სწავლობს სწორ ცხოვრებას. ბავშვისთვის არსებითია ასეთი ადრეული განათლების მიცემა.
ეფესელთა 6:4-ში მამებისთვის თავმოყრილია მითითებები, მისი დადებითი თუ უარყოფითი მხარეებით. „თქვენ კი, მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით." ამ წინადადების უარყოფითი მხარე ისაა, რომ მამამ ცუდად არ უნდა განავითაროს შვილი სიმკაცრით, უსამართლობით, მიკერძოებითა და ავტორიტეტის უსაფუძვლო გამოყენებით. უხეში და უსაფუძვლო მოპყრობისას, ბავშვის გულში ბოროტება ითესება. „გაღიზიანება" ნიშნავს „გაბრაზებას, წაქეზებას და არასწორი საქციელის წახალისებას". ეს ხდება არასწორი სულით ან მეთოდებით — სიმკაცრის, უსაფუძვლობის, სიმტკიცის, სასტიკი მოთხოვნების, უაზრო შეზღუდვების და ეგოისტური, დაჟინებული მოთხოვნის, დიქტატორული უფლებამოსილების საფუძველზე. ასეთი გაღიზიანებას მოჰყვება საპირისპირო რეაქციები, ბავშვის სიყვარულის ჩახშობა, მცირე სურვილი სიწმინდისა და იმგვარი ფიქრი, რომ ვერასდროს შეძლებს აამოს მშობლებს. ჭკვიანი მშობელი ეძებს გზას, რომ მორჩილება სასურველი გახადოს, ხოლო სიყვარული და სიკეთე – ადვილად მისაღწევი.
ეფესელთა 6:4-ის დადებითი ნაწილი ასახავს ყოვლისმომცველ მიმართულებას –განათლებას, აღზრდას, მათი საქციელის განვითარებას, უფლის მითითებებითა და გაფრთხილებებით. ეს არის განათლების და დისციპლინის მთელი პროცესი. სიტყვა „შეგონებით" შევახსენებთ ბავშვებს მათ ბრალეულობებს (კონსტრუქციულად) და მოვალეობებს (პასუხისმგებლობებს).
ღვთის ხელში ქრისტიანი მამა ნამდვილი „იარაღია". შეგონებისა და დისციპლინის გამოყენებით, ვასწავლით უფლის მცნებებსა და მმართველობას, რომ მისი ავტორიტეტი დავიყვანოთ ბავშვის გონებამდე, გულამდე და ცნობიერებამდე. ხორციელმა მამამ საკუთარი თავი არ უნდა წარმოაჩინოს უდიდეს ავტორიტეტად, რომელიც ადგენს ჭეშმარიტებასა და მოვალეობას. საუკეთესო განათლებაა უფლის ავტორიტეტის აღიარება და მისგან განსწავლა. უფლის მასწავლებლად და განმგებლად აღიარება, ვისი ავტორიტეტითაც ხდება ყველაფერი, არის საუკეთესო განათლება.
მარტინ ლუთერმა თქვა: „წარმატებისას ვაშლი წკეპლის გვერდით შეინახეთ". ბავშვის აღზრდა და წვრთნა არასდროს არ უნდა შეწყდეს, გამუდმებული ლოცვით. დასჯა, დისციპლინა და უფლის რჩევა ამხელს და ამხნევებს კიდეც, რაც შეგონების დედაარსია. უფლის მითითებანი ქრისტიანულ ეკლესიებში ისწავლება, ეს ყველაფერი კი იმართება მშობლების მიერ, განსაკუთრებით კი მამისგან, და, ასევე, დედისგანაც. ქრისტიანულმა მოძღვრებამ ბავშვებს უნდა ასწავლოს უფლისადმი მოწიწება, მშობლის პატივისცემა, ქრისტიანული სტანდარტები და თვითკონტროლი.
„მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში" (2 ტიმოთეს 3:16-17). მამის მოვალეობაა შვილებს ბიბლია ასწავლოს. ღვთის ჭეშმარიტების გადაცემის მეთოდები და გზები სხვადასხვაგვარია მამებს შორის. ვინაიდან მამები ხშირად მისაბაძი მაგალითები არიან, შვილები რასაც უფალზე ისწავლიან, განაპირობებს მათ მყარ დგომასა და კეთილდღეობას ცხოვრების განმავლობაში, არ აქვს მნიშვნელობა რას გააკეთებენ ან საით წავლენ.
English
რას ამბობს ბიბლია ქრისტიან მამებზე?