settings icon
share icon
შეკითხვა

რას გვასწავლის ბიბლია ერთსქესიანთაქორწინებაზე?

პასუხი


ბიბლიაში ვხვდებითჰომოსექსუალიზმს,მაგრამ კონკრეტულად არსადაა ერთსქესიანთა, გეი ქორწინება ნახსენები. ცხადზე უცხადესია,რომ ბიბლია ჰომოსექსუალიზმს გმობს, როგორც ამორალურ და არაბუნებრივ საქციელს. ლევიანთა 18:22-ში,ჰომოსექსუალიზმი მიჩნეულია სისაძაგლედ, საზიზღარ ცოდვად. რომაელთა 1:26-27, ჰომოსექსუალურ სურვილებსადა ქცევებს წარმოგვიდგენს სამარცხვინოდ, არაბუნებრივად, გულისთქმად და უხამსობად. 1 კორინთელთა 6:9-ის მიხედვით, ჰომოსექსუალები არიან უმართლონი, რომლებიც ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს. რაკი ბიბლიაში დაგმობილია ჰომოსექსუალური სურვილები და ქცევები, ცხადია, რომ ჰომოსექსუალთა ქორწინება ვერ იქნება ღვთის ნება, და ეს, არსებითად, ცოდვაა.

წმინდა წერილში, როდესაც ქორწინებაზეა საუბარი, მხედველობაშიაკაცი და ქალი.დაბადება 2:24-ში, სადაც ქორწინება პირველადაა მოხსენიებული, წერია, რომ კაცი ტოვებს საკუთარ მშობლებს და უერთდება ცოლს. ბიბლიური მუხლები ქორწინებაზე – 1 კორინთელთა 7:2-16 და ეფესელთა 5:23-33 –ცხადჰყოფსკაცისა და ქალის ურთიერთკავშირს.ბიბლიურად,ქორწინება კაცისა და ქალის ერთობაა, რომელიც მთელი ცხოვრება გრძელდებადა მისი მთავარია მიზანია ოჯახის შექმნა და სტაბილური გარემოს უზრუნველყოფაა.

ქორწინების ინსტიტუტის გაგებაში გამოგვადგება სხვა წყაროებიც.ბიბლიური შეხედულება ქორწინების შესახებ ესადაგება ყველა ცივილიზაციას და მსოფლიო ისტორიას. ისტორია არ ცნობს ერთსქესიანთა ქორწინებას. თანამედროვე საერო ფსიქოლოგია აღიარებს, რომ ქალი და მამაკაცი, ფსიქოლოგიურად და ემოციურად, ერთმანეთს ავსებს. რაც შეეხება ოჯახს, ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ კაცისადა ქალის კავშირი, სადაც მეუღლეები შესაბამისი სქესის კარგი მაგალითის მიმცემია, საუკეთესო გარემოა ბავშვების აღსაზრდელად. ფსიქოლოგიაც ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგია. ფიზიკურად და ბუნებრივად,კაცი და ქალიისე არიან შექმნილნი, რომ ერთმანეთს სქესობრივადესადაგებიან.რადგანაც სექსუალური აქტის „ბუნებრივი" შედეგი გამრავლებაა, ცხადია, რომ ამ მიზნის აღსრულება მხოლოდ კაცისა და ქალის სქესობრივი ურთიერთობის შედეგადაა შესაძლებელი. ბუნება ერთსქესიანთა, გეი ქორწინების წინააღმდეგია.

ასე რომ,დღეს,თუკი ბიბლია, ისტორია, ფსიქოლოგია და ბუნება ამტკიცებს, რომ ქორწინებას კაცისა და ქალის კავშირია,რაღატომაა ეს საკითხი ასე აქტუალური? რატომ მიიჩნევიან ერთსქესიანთა ქორწინების მოწინააღმდეგეთ საძულველებად და უგრძნობებად, მეორე მხარის სიავის მიუხედავად? რატომ იბრძვის გეი უფლებების მოძრაობა ასე აგრესიულად ერთსქესიანთა ქორწინების დასაკანონებლად მაშინ, როცა ადამიანების უმეტესობა, რელიგიური თუ არარელიგიური, ემხრობა (ნაკლებად ეწინააღმდეგება მაინც) გეი წყვილთა უფლებებს, იგივე უფლებებს, რაც დაქორწინებულ წყვილებს აქვთ სამოქალაქო კავშირში?

ბიბლიის მიხედვით, ყველამ იცის, რომ ჰომოსექსუალიზმი ამორალური და არაბუნებრივია, და ამის გამო, ისინი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა გაამართლონ ჰომოსექსუალიზმი და ებრძოლონ მის მოწინააღმდეგეთ. ჰომოსექსუალიზმის დაკანონების ყველაზე კარგი საშუალება გეი ქორწინების, ერთსქესიანთა ქორწინების ადამიანთა ტრადიციული ქორწინებასთან გათანებრებაა. რომაელთა 1:18-32 ამის ილუსტრაციაა. თუმცა სიმართლე ცნობილია, რადგან ღმერთმა დაგვანახა იგი. სიმართლე უარყოფილიდა სიცრუით შეცვლილია.სიცრუე წახალისებულია, ხოლო, ჭეშმარიტება შევიწროებული და დევნილი. რისხვა და ბრაზი, გეი სოციალური მოძრაობის მიერ გამოხატული, ცხადჰყოფს მათ გაუმართლებლობას.საკუთარი პოზიციის ყვირილითდაცვა, უძველესიოინია.შეიძლება არც არსებობს თანამედროვე გეი სოციალური მოძრაობის უკეთესი აღწერა, როგორც რომაელთა 1:31-შია: „უგუნურნი, ვერაგნი, მიუნდობელნი, უყვარულნი და ულმობელნი".

ერთსქესიანთა, გეიქორწინების მოწონება ჰომოსექსუალური ცხოვრების გამართლებას ნიშნავს, რასაც ბიბლია, ნათლად და თანმიმდევრულად, ცოდვად მიიჩნევს. ქრისტიანები მტკიცედ უნდა იდგნენ ერთსქესიანთა ქორწინების საწინააღმდეგოდ. ამას გარდა,ბიბლიური კონტექსტის მიღმა,არსებობს ძლიერი არგუმენტები ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ. არ არის აუცილებელი ევანგელისტი ქრისტიანი იყო, – ქორწინება ქალისა და კაცის კავშირია.

ბიბლიის მიხედვით, ღმერთმა ქორწინება კაცსა და ქალს შორის დაადგინა(დაბადება 2:21-24; მთ. 19:4-6) ერთსქესიანთა, გეი ქორწინება ამინსტიტუტის გარყვნა და ღმერთის შეურაცხყოფაა. ქრისტიანები ცოდვას არ უნდა შევურიგდეთ. პირიქით, ჩვენ უნდა გავაზიაროთ ღმერთის სიყვარული და ვილაპარაკოთ ცოდვების მიტევებაზე,რაც, იესო ქრისტეს მადლით, ყველასთვისაა ხელმისაწვდომი, მათ შორის, ჰომოსექსუალთათვისაც. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ნამდვილ სიყვარულზე (ეფესელთა4:15) და ვიბრძოლოთ სიმართლისთვის „სიმშვიდით და მოწიწებით" (1 პეტრეს3:15). როცა ვიცავთ სიმართლეს და პასუხად ვიღებთ პირად შეურაცხყოფას და დევნას, ქრისტიანებს უნდა გვახსოვდეს იესოს სიტყვები: „თუ სძულხართ წუთისოფელს, იცოდეთ, რომ თქვენზე უწინ მეშემიძულა. თქვენ რომ წუთისოფლისანი ყოფილიყავით, წუთისოფელს ეყვარებოდა თავისიანები. და რაკი არახართ წუთისოფლისანი, არამედ მე გამოგარჩიეთ წუთისოფლიდან, ამიტომ სძულხართ წუთისოფელს"(იოანეს 15:18-19)

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

რას გვასწავლის ბიბლია ერთსქესიანთაქორწინებაზე?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries