შეკითხვა
არის თუ არა ბიბლია ჭეშმარიტად ღვთის სიტყვა?
პასუხი
ჩვენი პასუხი ამ კითხვაზე გამოხატავს არა მხოლოდ ჩვენს მოსაზრებას ბიბლიის შესახებ და მის მნიშვნელობაზე, არამედ დიდ გავლენასაც მოახდენს თითოეულ ჩვენგანზე. თუკი ბიბლია ჭეშმარიტად ღვთის სიტყვაა, სათუთად უნდა მოვეპყრათ, ვისწავლოთ, დავემორჩილოთ და ვერწმუნოთ მას. თუკი ბიბლია ჭეშმარიტად ღვთის სიტყვაა, მისი უარყოფა თავად ღმერთის უარყოფის ტოლფასი იქნება.
ღმერთმა რომ ბიბლია გვიბოძა, ეს მისი ჩვენდამი სიყვარულის გამოხატულებაა. ფრაზა “გამოცხადება” უბრალოდ უფლის კაცობრიობასთან კავშირს ნიშნავს და გვიჩვენებს, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება მის მიმართ. ამის გაგება ჩვენთვის შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ღვთის სიტყვა, ანუ ბიბლია. მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიაში დაახლოებით 1500 წლის განმავლობაში გამუდმებით ხდებოდა ღმერთის გამოცხადება, მასში ყოველთვის იყო საუბარი იმის შესახებ, რა უნდა სცოდნოდა ადამიანს უფალზე, მასთან მართებული ურთიერთობისთვის. თუკი ბიბლია ჭეშმარიტად ღვთის სიტყვაა, მაშინ სწორედ ის არის რწმენის, რელიგიური ჩვეულებისა და ზნეობის საბოლოო დასტური.
კითხვა, რომელიც ჩვენ თავს უნდა დავუსვათ არის ის, თუ როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბიბლია ჭეშმარიტად ღვთის სიტყვაა და არა ჩვეულებრივ კარგი წიგნი? რა არის განსაკუთრებული ბიბლიაში და რა გამოარჩევს მას სხვა რელიგიური წიგნებიდან, რომლებიც კი ოდესმე დაწერილა? არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ ბიბლია ჭეშმარიტად ღვთის სიტყვაა? ეს სწორედ ის კითხვებია, რომელიც უნდა დავსვათ, თუ სერიოზულად ვაპირებთ გავარკვიოთ, რომ ბიბლია ჭეშმარიტად ღვთისგან შთაგონებული უფლის სიტყვაა და სრულიად საკმარისია რწმენისა და რელიგიური ჩვეულების განსამტკიცებლად.
უდაოა, ბიბლიას არ აქვს პრეტენზია, რომ ის სწორედ ღვთის სიტყვაა. ეს ნათლად ჩანს პავლეს წერილიდან ტიმოთეს მიმართ: “. . . რადგან შენ ხომ ბავშვობიდანვე იცი საღვთო წერილები, რომელთაც ძალუძთ შენი დაბრძენება სახსნელად ქრისტე იესოს რწმენაში. მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში, რათა სრულყოფილი იყოს ღვთის კაცი, ყოველი კეთილი საქმისათვის განმზადებული” (2 ტიმოთე 3:15-17).
უამრავი შიდა და გარე დამადასტურებელი ფაქტი არსებობს იმისა, რომ ბიბლია ჭეშმარიტად ღვთის სიტყვაა. შიდა დამადასტურებელი ფაქტები თავად ბიბლიაშია მოცემული, რომლებიც ადასტურებენ მის ღვთიურ წარმოშობას. ერთერთი ასეთი ფაქტი მის ერთიანობაში ვლინდება. მიუხედავად იმისა, რომ 66 ცალკეული წიგნი არსებობს, რომლებიც სამ კონტინენტზე, სამ სხვადასხვა ენაზე, დაახლოებით 1500 წლის განმავლობაში იწერებოდა 40-ზე მეტი სვადასხვა პროფესიის ავტორის მიერ, ბიბლია ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე თავიდან ბოლომდე ერთ მთლიან წიგნად რჩება. ეს მთლიანობა გამოარჩევს მას სხვა წიგნებიდან და ადასტურებს მის ღვთიურ წარმოშობას, ვინაიდან უფალმა აიძულა ადამიანი ჩაეწერა მისი ყოველი სიტყვა.
კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია ის წინასწარმეტყველებანი, რომლებზეც წმინდა წერილშია საუბარი. ბიბლია ასობით დეტალურ წინასწარმეტყველებას შეიცავს ცალკეული ერების, მათ შორის ისრაელის, კონკრეტული ქალაქებისა და კაცობრიობის მომავლის შესახებ; მასში საუბარია მესიაზე, მხსნელზე, რომელიც გადაარჩენს არა მარტო ისრაელს, არამედ ყველას, ვინც მის სიტყვას იწამებს. სხვა რელიგიურ წიგნებში ნაპოვნი თუ ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებისაგან განსხვავებით ბიბლიური წინასწარმეტყველებანი მეტისმეტად დეტალურია და ყოველთვის ზედმიწევნით სრულდება. მარტო ძველ აღთქმაში სამასზე მეტი წინასწარმეტყველებაა იესო ქრისტესთან დაკავშირებით. წიგნში ნახსენებია არა მარტო მისი დაბადების ადგილისა და ოჯახის შესახებ, არამედ მისი სიკვდილისა და მესამე დღეს აღდგომის შესახებაც. არ არსებობს სხვა ლოგიკური ახსნა უკვე ახდენილი წინასწარმეტყველებებისა თუ არა მათი ღვთიური ბუნება. არ არსებობს სხვა მსგავსი რელიგიური წიგნი ან წერილობითი წინასწარმეტყველება როგორიც ბიბლიაა.
მესამე დამადასტურებელი ფაქტი ბიბლიის ღვთიური წარმოშობისა მის უნიკალურ ძალაშია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტი პირველ ორთან შედარებით უფრო სუბიექტურია, ის არა ნაკლები ძლიერი მტკიცებულებაა ბიბლიის ღვთიური წარმოშობისა. ბიბლიას უნიკალური ძალა გააჩნია, რაც მას სხვა ოდესმე დაწერილი წიგნებისგან გამოარჩევს. ეს ძალა ყველაზე კარგად გამოიხატა იმ უთვალავი ადამიანის ცხოვრების ცვლილებებში რომელიც ღვთის სიტყვის ზებუნებრიობით მოხდა: ნარკომანები განიკურნენ, ჰომოსექსუალები გათავისუფლდნენ ამ დაავადებისაგან, უსაქმურები და უპატრონოები გარდაიქმნენ, ასობით კრიმინალი გამოსწორების გზას დაადგა, ცოდვილები მხილებულ იქმნენ და მისი წაკითხვით სიძულვილი სიყვარულმა შეცვალა. ბიბლიას გააჩნია ის დინამიური და გარდამქმნელი ძალა, რომელიც მხოლოდ უფლის სიტყვას შეიძლება ჰქონდეს.
ასევე არსებობს გარე ფაქტორებიც, რომლებიც ბიბლიის ღვთიურობას ადასტურებენ. ერთერთი ასეთი ფაქტი მისი ისტორიულობაა. იქედან გამომდინარე, რომ ბიბლია დეტალურად აღწერს ისტორიულ ფაქტებს, მისი ჭეშმარიტება და სიზუსტე სხვა ისტორიული დოკუმენტაციის მსგავსად ხშირად კვლევის საგანის ხდება. ბიბლიაში მოყვანილი არქეოლოგიური და წერილობითი ჩანაწერები, ასევე ისტორიული ფაქტები კვლავდაკვლავ ამტკიცებენ თავიანთ სიზუსტესა და ნამდვილობას. სინამდვილეში, ყველა არქეოლოგიური და ხელნაწერი სამხილი, რომელიც ბიბლიაშია მოცემული მას უძველესი მსოფლიოს საუკეთესო ინფორმაციულ წიგნად აქცევს. როდესაც საუბარია რელიგიურ საკითხებსა და დოქტრინებზე, ბიბლიაში ზუსტად და სარწმუნოდ ასახული ისტორიულად სადაო მოვლენები მის სარწმონოობაზე მეტყველებს და ამტკიცებს, რომ ის ჭეშმარიტად ღვთის სიტყვის გახმოვანებაა.
ბიბლიის ჭეშმარიტების კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი მისი ავტორების ერთიანობაშია. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უფალმა სხვადასხვა პროფესიის უამრავი ადამიანი გამოიყენა მისი სიტყვების გადმოსაცემად. მათი ცხოვრების შესწავლის შემდეგ არ გვაქვს მიზეზი ვივარაუდოთ, რომ ისინი ალალმართალი და წრფელი ადამიანები იყვნენ. იმ ფაქტების გამოკვლევის შემდეგ, რომ ისინი საკუთარი რწმენისათვის ხშირად მტანჯველი სიკვდილისთვის იყვნენ მზად, ცხადყოფს, რომ ამ ჩვეულებრივ პატიოსან ადამიანებს გულწრფელად სჯეროდათ, რომ მათ ღმერთი ესაუბრებოდათ. ეს სწორედ ისინი იყვნენ, ვინც ახალი აღთქმა დაწერა, ასობით ადამიანს სჯეროდა მათი სიტყვების ჭეშმარიტებისა (1 კორინთელთა 15:6), ვინაიდან ისინი იყვნენ იესო ქრისტესთან მისი აღდგომის შემდეგ. ამაღლებული ქრისტეს ხილვამ მათზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. მათი ცხოვრება და გარდაცვალება ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ბიბლია ჭეშმარიტად ღვთის სიტყვაა.
და ბოლო დამადასტურებელი ფაქტი ბიბლიის ღვთიური წარმოშობისა მისი დაურღვევლობაა. სწორედ იმ მიზეზით, რომ ბიბლია ნამდვილად ღვთის სიტყვის გაცხადებაა, ისტორიაში არცერთ სხვა წიგნზე მსგავსი ბარბაროსული შეტევა არ განხორციელებულა. უძველესი დროის რომაელი იმპერატორებიდან დაწყებული, როგორიც იყო დიოკლეტიანე, კომუნისტი დიქტატორებითა და თანამედროვე ათეისტებითა თუ აგნოსტიკებით დამთავრებული ბიბლიამ გაუძლო ყველა მის მოწინააღმდეგეს და კვლავ ფართოდ გავრცელებულ წიგნად რჩება დღევანდელ მსოფლიოში.
ხანგრძლივი დროის განმავლობაში, სკეპტიკოსები ბიბლიას მითოლოგიურ წიგნად მიიჩნევდნენ, მაგრამ არქეოლოგიამ მისი ისტორიულობა დაამტკიცა. ოპონენტებმა მისი სწავლა, როგორც პრიმიტიული და მოძველებული წიგნისა, დაგმეს, მაგრამ მის ზნეობრივ და სამართლებრივ კონცეფციებსა და სწავლებებს დადებითი გავლენა ჰქონდა მსოფლიო საზოგადოებებსა და კულტურებზე. მას თავს ესხმიან მეცნიერებისა და ფსიქოლოგიის, ასევე პოლიტიკური მოძრაობები სფეროს წარმომადგენლები, თუმცა ბიბლია ისეთივე ნამდვილ და მნიშვნელოვან წიგნად რჩება, როგორც მისი პირველი ვერსია. უკანასკნელი 2000 წლის მანძილზე უამრავი ადამიანის ცხოვრება შეიცვალა მისი დახმარებით. არ აქვს მნიშვნელობა როგორ ცდილობენ ოპონენტები მის განადგურებას ან დისკრედიტაციას, ბიბლია ისეთივე ძლიერი და ჭეშმარიტია, როგორც აქამდე იყო. მიუხედავად წიგნის მოსპობის უამრავი მცდელობისა, მისი სიზუსტე არის დამადასტურებელი იმისა, რომ ბიბლია ჭეშმარიტად ღვთის სიტყვაა და უფლის ზებუნებრივი ძალა იცავს მას. არ უნდა გაგვაკვირვოს იმ ფაქტმა, რომ მიუხედავად ამდენი მცდელობისა გაენადგურებინათ ბიბლია, ის მუდამ უცვლელი და უვნებელია. ბოლოსდაბოლოს, იესომ თქვა: “ცა და დედამიწა გადავლენ, ჩემი სიტყვები კი არ გადავლენ” (მარკოზი 13:31). ამ ფაქტების მერე ეჭვგარეშეა, რომ ბიბლია ჭეშმარიტად ღვთის გაცხადებული სიტყვაა.
English
არის თუ არა ბიბლია ჭეშმარიტად ღვთის სიტყვა?