შეკითხვა
როგორ მივიღო ღვთისაგან პატიება?
პასუხი
საქმე წმიდათა მოციქულთა 13:38 ამბობს: ”უწყებულ უკუე იყავნ ესე თქუენდა, კაცნო ძმანო, რამეთუ ამის მიერ თქუენ მოტევებაჲ ცოდვათაჲ გეხარების”.
რა არის მიტევება და რისთვის მჭირდება ის?
სიტყვა ”მიტევება” ნიშნავს დაფის პირწმინდად გასუფთავებას, პატიებას, ვალების გაუქმებას. თუ ჩვენ ვინმეს ვაწყენინებთ, ჩვენ მას პატიებას ვთხოვთ იმისათვის, რომ ჩვენს შორის ურთიერთობა შენარჩუნდეს. მიტევება საჩუქარი არ არის, რადგან ადამიანი იმსახურებს იყოს ნაპატიები. არავინ იმსახურებს მიტევებას. მიტევება სიყვარულის, წყალობისა და დაჯილდოების ქმედებაა. მიტევება ის გადაწყვეტილებაა, რომელიც გულისხმობს სხვა ადამიანის მიმართ კეთილგანწყობას, მიუხედავად იმისა, თუ რა გაგვიკეთა მან ჩვენ.
ბიბლია გვეუბნება, რომ ჩვენ ყველას გვჭირდება ღვთისაგან მიტევება. ჩვენ ყველას ჩაგვიდენია ცოდვა. ეკლესიასტე 7:20 ამბობს: ”რამეთუ კაცი არა არს მართალ ქუეყანასა ზედა, რომელმანცა კეთილი ქმნა და არა ცოდა.” იოანე (პირველი) 1:8 ამბობს: ”უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ ცოდვაჲ არა გუაქუს, თავთა თჳსთა ვაცთუნებთ და ჭეშმარიტებაჲ არა არს ჩუენ თანა”. ყველა ცოდვა, საერთო ჯამში, ღვთის წინააღმდეგ აჯანყებაა (ფსალმუნი 50-6 ). შედეგად, ჩვენ ყველანი ვსაჭიროებთ ღვთის მიტევებას. თუ ჩვენ არ მოგვეტევება ჩვენი ცოდვები, ჩვენს საუკუნო ცხოვრებას ჩვენი ცოდვების შედეგად ტანჯვაში გავატარებთ (მათე 25:46; იოანე 3:36).
მიტევება - როგორ მივიღო ის?
საბედნიეროდ, ღმერთი მოსიყვარულე და კეთილია - ის გვპატიობს ჩვენს ცოდვებს! წმ. მოციქულისა პეტრესი (მეორე) 3:9 გვეუბნება: ”...არამედ სულ-გრძელ არს თქუენთჳს, რამეთუ არავისი ჰნებავს წარწყმედაჲ, არამედ ყოველთა სინანულად მოსლვაჲ”. ღმერთს სურს გვაპატიოს, ის განწყობილია მიტევებისათვის.
ერთადერთი შესაფერისი სასჯელი ჩვენი ცოდვებისათვის არის სიკვდილი. რომაელთა 6:23 -ის პირველი ნაწილი აცხადებს: ”რამეთუ საგზალი ცოდვისაჲ სიკუდილი არს...” საუკუნო სიკვდილი არის ის, რაც ჩვენი ცოდვებით მოვიმკეთ. ღმერთი, თავისი სრულყოფილი გეგმის მიხედვით, ადამიანად მოგვევლინა - იესო ქრისტეს სახით (იოანე 1:1, 14) იესო ჯვარზე გარდაიცვალა და ამით საკუთარ თავზე მიიღო ჩვენთვის განკუთვნილი სასჯელი - სიკვდილი. კორინთელთა (მეორე) 5:21 გვასწავლის: ”რამეთუ, რომელმან-იგი არა იცოდა ცოდვაჲ, ჩუენთჳს ცოდვაჲ ქმნა, რაჲთა ჩუენ ვიქმნნეთ სიმართლე ღმრთისა მას შინა”. იესო ჯვარზე გარდაიცვალა და ამით საკუთარ თავზე მიიღო ის სასჯელი, რომელსაც ჩვენ ვიმსახურებდით! იესოს სიკვდილით მთელს მსოფლიოს მიეტევა ყველა ცოდვა. იოანე (პირველი) 2:2 აცხადებს: ”და იგი არს მომტევებელი ცოდვათა ჩუენთაჲ და არა ხოლო ცოდვათა ჩუენთაჲ, არამედ ყოვლისა სოფლისათაჲ”. იესო მკვდრეთით აღსდგა და ამით დაადასტურა მისი გამარჯვება ცოდვაზე და სიკვდილზე (კორინთელთა (პირველი) 15:1-28). ადიდეთ უფალი, იესო ქრისტეს სიკვდილი და აღდგომა, რომაელთა 6:23-ის მეორე ნაწილი სიმართლეა, რადგან: ”...ხოლო ნიჭი ღმრთისაჲ – ცხორებაჲ საუკუნოჲ ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა”.
გსურს, რომ ცოდვები მიგეტევოს? გაწუხებს დანაშაულის მტკივნეული გრძნობა, რომელიც თითქოს ვერ გამქრალა? ყველა ცოდვა მიგეტევება, თუ იესო ქრისტეს აღიარებ შენს მხსნელად და ირწმუნებ მას. ეფესელთა 1:7 ამბობს: ”რომლისა მიერ გუაქუს ჩუენ გამოჴსნაჲ სისხლითა მისითა და მოტევებაჲ ცოდვათა ჩუენთაჲ სიმდიდრისაებრ მადლისა მისისა”. იესომ ჩვენი ცოდვებისათვის იზღო, იმისათვის რომ ჩვენ მოგვეტევოს. ჩვენ მხოლოდ უნდა შევთხოვოთ ღმერთს იესოს დახმარებით მოგვიტევოს და გვწამდეს, რომ იესო იმისათვის შეეწირა, რომ ჩვენი მიტევებისათვის გადაეხადა. და ის გვაპატიებს! იეოარე 3:16-17 მოიცავს ამ შესანიშნავ შეტყობინებას: ”რამეთუ ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თჳსი მხოლოდ-შობილი მოსცა მას, რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ. რამეთუ არა მოავლინა ღმერთმან ძე თჳსი სოფლად, რაჲთა დასაჯოს სოფელი, არამედ რაჲთა აცხოვნოს სოფელი მის მიერ”.
მიტევება - განა ასეთი მარტივია?
დიახ, ყველაფერი მარტივადაა! ღვთისგან პატიებას ვერ გამოიმუშავებ. ღვთისგან მიტევებას ვერ იყიდი. შეგიძლია მიიღო ის მხოლოდ რწმენით, ღვთის სიკეთისა და მადლის მეშვეობით. თუ გსურს აღიარო იესო ქრისტე, როგორც თქვენი მხსნელი და ღვთისგან პატიება მიიღო, არის ლოცვა, რომლითაც შეგიძლია ილოცო. ამ ლოცვის ან სხვა ლოცვის წარმოთქმა არ გადაგარჩენს. მხოლოდ იესო ქრისტეს რწმენა მოგიტანს ციდვების მიტევებას. ეს ლოცვა კი მხოლოდ და მხოლოდ საშუალებაა გამოვხატოთ ჩვენი ღვთისადმი რწმენა და მადლობა გადავუხადოთ მას ჩვენი გადარჩენისათვის. ”ღმერთო, ვიცი, რომ შევცოდე შენს წინაშე და სასჯელს ვიმსახურებ. მაგრამ იესო ქრისტემ მიიღო ეს სასჯელი და მისდამი რწმენით მე მეპატიება. მე ვუარყოფ ცოდვას და შენ მოგანდობ ჩემს რწმენას გადარჩენისათვის. გმადლობ შენი მადლისათვისა და მოტევებისათვის - საუკუნო ცხოვრების საჩუქრისათვის! ამინ!”
მიიღე თუ არა გადაწყვეტილება ქრისტეს სასარგებლოდ აქ წაკითხულიდან გამომდინარე? თუ ეს ასეა, გთხოვ დააწკაპუნო ქვემოთ მოცემულ ღილაკზე ”მე დღეს ქრისტე ვაღიარე”.
English
როგორ მივიღო ღვთისაგან პატიება?