settings icon
share icon
შეკითხვა

რა არის მნიშვნელოვანი ქრისტიანულ ნათლობაში?

პასუხი


ბიბლიის თანახმად, ნათლობა ხილული მტკიცებულებაა იმისა, თუ რა მოხდა მორწმუნის ცხოვრებაში. ქრისტიანული ნათლობა გულისხმობს მორწმუნის მიერ ქრისტეს სიკვდილის, დაფლვისა და აღდგომის აღიარებას. ბიბლიაში ნათქვამია: “ნუთუ არ იცით, რომ ყველანი, ვინც მოვინათლეთ ქრისტე იესოში, მის სიკვდილში მოვინათლეთ? ამიტომ დავიმარხეთ მასთან სიკვდილში ნათლისღებით, რათა, როგორც მამის დიდებით მკვდრეთით აღდგა ქრისტე, ჩვენც ვიაროთ სიცოცხლის განახლებით” (რომაელთა 6:3–4). ქრისტიანულ ნათლობაში წყალში ჩაშვება სიკვდილიდა და ქრისტესთან ერთად დამარხვის სიმბოლოა. წყლიდან ამოსვლა კი ქრისტეს აღდგომას ნიშნავს.

ქრისტიანული ნათლობისას, სანამ ადამიანი მოინათლება არსებობს ორი მოთხოვნა: 1) მონათლულ ადამიანს უნდა სწამდეს ქრისტესი, როგორც მხსნელისა, და 2) ადამიანს უნდა ესმოდეს, რას ნიშნავს ნათლობა. თუ ადამიანს სწამს ქრისტე და სურს მონათვლა, მაშინ არ არსებობს მიზეზი მისთვის ნათლობაზე უარის თქმისა. ბიბლიის თანახმად, ქრისტიანული ნათლობა მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის არის მორჩილების გამოხატულება-საჯაროდ გაცხადება ქრისტეს რწმენისა და მისდამი მორჩილებისა; ეს არის აღიარება ქრისტეს სიკვდილისა, დაფლვისა და აღდგომისა.

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

რა არის მნიშვნელოვანი ქრისტიანულ ნათლობაში?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries