შეკითხვა
რა არის ქრისტიანობა და რისი სწამთ ქრისტიანებს?
პასუხი
1 კორინთელთა 15:1-4, “გაუწყებთ თქვენ, ძმანო, სახარებას, რომელიც მე გახარეთ, რომელიც კიდეც მიიღეთ და რომელზეც დგახართ. რომლითაც გადარჩებით კიდეც, თუ დაიცავთ სიტყვას, მე რომ გახარეთ, თუ ფუჭად არ ირწმუნეთ. ვინაიდან თავდაპირველად გადმოგეცით ის, რაც თვითონვე მივიღე, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენი ცოდვებისთვის, როგორც წერილებშია. და რომ დაკრძალულ იქნა იგი და რომ აღდგა მესამე დღეს, როგორც წერილებშია”.
მოკლედ, ეს არის ქრისტიანული რწმენის დედაარსი. ყველა სხვა სარწმუნოებისაგან გამორჩეული, ქრისტიანული ურთიერთობა უფრო მეტი მნიშვნელობის მატარებელია ვიდრე უბრალოდ რელიგიური წესები. “ნებადართული და აკრძალული” საქმეების კეთების გარდა ქრისტიანის მთავარი მიზანი მამა ღმერთთან სიახლოვეა. ამის განხორციელება კი ქრისტიანის ცხოვრებაში იესო ქრისტესა და სული წმიდის მადლითაა შესაძლებელი.
ქრისტიანებს სწამთ, რომ ბიბლია უფლის შთაგონებული, ჭეშმარიტი სიტყვაა და, რომ მისი სწავლა აუცილებელია (2 ტიმოთე 3:16; 2 პეტრე 1:20-21). ქრისტიანებს სამებად – მამად, ძედ (იესო ქრისტე) და სული წმიდად განხორციელებული ერთსახოვანი ღმერთის წამთ.
ქრისტიანებს სჯერათ, რომ კაცობრიობა სწორედ უფალთან სიახლოვისთვის შეიქმნა, მაგრა, ცოდვა აცილებს მათ ღმერთისგან (რომაელთა 3:23, 5:12). ქრისტიანული სარწმუნოება ასწავლის, რომ იესო ქრისტე ქვეყანას განხორციელებულ ღმერთად და განხორციელებულ კაცად მოევლინა (ფილიპელთა 2:6-11) და ჯვარს ეცვა. ქრისტიანებს სწამთ, რომ ჯვარცმის შემდეგ ქრისტე დაკრძალეს, იგი აღდგა და ახლა “მჯდომარე არს მარჯვენით მამისა” და შუამდგომლობს მორწმუნეებს (ებრაელთა 7:25). ქრისტიანული სარწმუნოების თანახმად, ქრისტეს ჯვარცმა საკმარისი იყო კაცობრიობის ცოდვების გამოსასყიდად და რომ სწორედ ეს გაწმენდს ჩვენს სინდისს მკვდარი საქმეებისაგან ცოცხალი ღვთის სამსახურისათვის, ვინაიდან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთის მადლი – მარადიული სიცოცხლე ჩვენს უფალში, ქრისტე იესოში (ებრაელთა 9:11-14: რომაელთა 5:8; 6-23).
გადარჩენისათვის, ადამიანმა თავისი რწმენა მთლინად ჯვარცმულ ქრისტეს უნდა შესწიროს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ქრისტე მის ცოდვებისათვის ეცვა ჯვარს და კვლავ აღდგა, ეს ადამიანი გადარჩება. შეუძლებელია რაიმეს გაკეთება სულის გადარჩენისთვის. არავინაა “საკმარისად სრულყოფილი”, რომ უფალს ასიამოვნოს, ვინაიდან ყველა ჩვენგანი ცოდვილია (ესაია 53:6, 64:6-7). მეორე, მეტი აღარაფერია გასაკეთებელი, ღმერთმა ყველაფერი შექმნა! ჯვარზე გაკრულმა იესომ თქვა: “დასრულდა” (იოანე 19:30).
მართალია, ადამიანს არაფრის გაკეთება არ შეუძლია, რომ სულის ხსნა მოიპოვოს, როგორც კი ჩვენ საკუთარ რწმენას უფალს მივანდობთ, სულის ხსნასაც მოვიპოვებთ, ვინაიდან ყოველი საქმე ქრისტემ შეასრულა! ღვთისგან ბოძებული სულის ხსნა ამ მადლის მიმღებზე არაა დამოკიდებული. იოანეს გამოცხადება 10:27-29: “სამწყსო, ისმინე ჩემი სიტყვა; მე ვიცნობ მათ და ისინი მომყვებიან მე. მე მათ ვუბოძებ სამარადისო ცხოვრებას, და ისინი არასოდეს გადაშენდებიან; ვერავინ გამომტაცებს მათ ხელიდან. მამაჩემი, რომელმაც ისინი ჩემამდე მოიყვანა, უდიდესია; ვერავინ შეძლებს მათ განდევნას მამაჩემის ხელიდან”.
ადამიანმა შეიძლება იფიქროს, “დიდებულია, თუ ღმერთმა სულის ხსნა მომანიჭა, შემიძლია გავაკეთო ის, რაც მომესურვება და არ დავკარგო ეს მადლი!” მაგრამ სულის ხსნა სრულ თავისუფლებას არ ნიშნავს. იგი გვათავისუფლებს ცოდვის ბუნებისაგან და გვაკისრებს მოვალეობას ვემსახუროთ ღმერთს. მაშ ახლა რა? ხომ არ ვცოდოთ, რაკი რჯულის ქვეშ კი არა, მადლის ქვეშ ვართ? არამც და არამც. როცა ცოდვის მონები ვიყავით, მაშინ თავისუფალი ვიყავით სიმართლისაგან. ახლა კი, როცა თავისუფლები ვართ ცოდვისაგან და ღვთის მონები გავხდით, ჩვენი ნაყოფი სიწმიდეა, ხოლო ბოლო-მარადიული სიცოცხლე (რომალეთა 6:15-22). სანამ მორწმუნეები ამ სამყაროში თავიანთი ცოდვებით ცხოვრობენ, მუდმივად იარსებებს ბრძოლა ცოდვის წინააღმდეგ. თუმცა, ქრისტიანებს შეუძლიათ მოიპოვონ ცოდვაზე გამარჯვება თავიანთ ცხოვრებაში ღვთის სიტყვის (ბიბლიის) დანერგვით, თუკი მათზე სული წმიდის მადლი იქნება; ეს კი ნიშნავს, დაემორჩილო სული წმიდას, ერწმუნო უფლის სიტყვას ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ასე რომ, მაშინ როცა მრავალი რელიგიური სისტემის მოთხოვნაა, რომ ადამიანმა გააკეთოს ან არ გააკეთოს ესა თუ ის საქმე, ქრისტიანობა ითხოვს ვერწმუნოთ იესო ქრისტეს, რომელიც ჯვარს ეცვა ჩვენი ცოდვებისთვის და კვლავ აღდგა. შენი ცოდვები გამოსყიდულია და შეგიძლია ღვთის სიტყვას მიჰყვე. შეგიძლია მოიპოვო გამარჯვება შენს ცოდვილ ბუნებაზე და იცხოვრო უფლის მორჩილებით. ეს გახლავთ ჭეშმარიტი ბიბლიური ქრისტიანობა.
English
რა არის ქრისტიანობა და რისი სწამთ ქრისტიანებს?