შეკითხვა
რატომ აირჩია უფალმა ისრაელი თავის რჩეულ ერად?
პასუხი
მეორე რჯული 7:7-9 ისრაელის ერზე გვეუბნება: „თქვენი სიმრავლის გამო კი არ მოგისურვათ უფალმა და გამოგირჩიათ ყველა ხალხიდან, თქვენ ხომ ყველა ხალხზე უმცირესნი ხართ, არამედ, თქვენდამი უფლის სიყვარულის გამო და იმისათვის, რომ დაეცვა ფიცი, რომელიც შეჰფიცა თქვენს მამებს, გამოგიყვანათ უფალმა თქვენ ძლიერი ხელით და გიხსნათ მონობის სახლიდან, ფარაონის, ეგვიპტის მეფის, ხელიდან. იცოდე, რომ უფალი, შენი ღმერთი, არის ღმერთი, ღმერთი მტკიცე, რომელიც იცავს აღთქმას და წყალობას თავის მოყვარულთათვის და თავის მცნებათა დამცველთათვის ათას თაობამდე."
უფალმა ისრაელის ერი აირჩია, რათა იესო ქვეყანაზე მათ მიერ მოვლენილიყო – ცოდვისა და სიკვდილისგან სახსნელად (იოანეს 3:16). პირველად, უფალი მესიას შეგვპირდა ადამისა და ევას შეცოდების შემდეგ (დაბადების 3). მოგვიანებით კი, ღმერთმა დაადასტურა, რომ მესია ქვეყანას მოევლინება აბრაამის, ისააკისა და იაკობის ხაზით (დაბადება 12:1-3). მთავარი მიზეზი, თუ რატომ აირჩია ღმერთმა ისრაელი, თავის ერად – იესო ქრისტეა. ღმერთს არ სჭირდებოდა რჩეული ხალხი, მაგრამ ასე გადაწყვიტა. იესო ქრისტე ქვეყანაზე უნდა მოვლენილიყო რომელიმე ერში და უფალმა ამისთვის ისრაელი აირჩია.
თუმცა, ისრაელის არჩევის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ მესიის მოსვლა არ ყოფილა. ღმერთის სურდა, რომ ისინი წასულიყვნენ და ექადაგათ მის შესახებ სხვა ერებში. დედამიწაზე ისრაელი უნდა ყოფილიყო ერი მღვდლებისა, წინასწარმეტყველებისა და მისიონერებისა. ღმერთმა განიზრახა ისრაელის გამორჩეულობა, განსხვავებულობა, რომლებიც სხვებს უქადაგებდნენ უფალსა და მის დაპირებულ მხსნელზე, მესიაზე, გადამრჩენელზე. ამ დავალებების უმეტესობას ისრაელმა თავი ვერ გაართვა. თუმცა, უფლის მთავარი მიზანი, ქვეყანაზე მესიის მოვლინება, ისრაელმა წარმატებით შეასრულა იესო ქრისტეს სახით.
English
რატომ აირჩია უფალმა ისრაელი თავის რჩეულ ერად?