settings icon
share icon
შეკითხვა

დღესაც მკაფიოდ ლაპარაკობს ღმერთი?

პასუხი


ბიბლიააღწერს ღვთის ხშირ და მკაფიო ლაპარაკს ადამიანებთან (გამოსვლა 3:14; იესო ნავ. 1:1; მსაჯულნი 6:18; 1 მეფეთა 3:11; 2 მეფეთა 2:1; იობი 40:1; ესაია 7:3; იერემია 1:7; საქმეები 8:26; 9:15 -არასრული ჩამონათვალი). შეუძლებელია იპოვო ბიბლიური საფუძველისაპირისპირო იმისა, რომ დღესაც შესაძლებელია ღმერთი ნათლად საუბრობდეს.ღმერთის საუბარი ადამიანთან მრავალგზისაა აღწერილი ბიბლიაში. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ჩანაწერები გაჩნდა კაცობრიობის4 000 წლიანი ისტორიის განმავლობაში. ღმერთის ცხადად საუბარი წარმოადგენს გამონაკლისს, და არა – წესს. ბიბლიაში ღმერთის საუბრების მაგალითები ყოველთვის გამოკვეთილი როდია: ცხადი ხმაა ის, შინაგანი ხმა თუ გონებისწარმოდგენები.

დიახ, ღმერთი დღესაც ესაუბრება ადამიანებს. პირველ რიგში, ღმერთი გვესაუბრება თავისი სიტყვით (2 ტიმოთეს 3:16-17). ესაია გვეუბნება: „ასეთი იქნება ჩემი სიტყვა, რომელიც გამოდის ჩემი პირიდან; არ დამიბრუნდება ცარიელი, რადგან მოიმოქმედებს იმას, რაც მე მწადდა, და წარმატება ექნება იმაში, რისთვისაც მე მივავლინე"(55:11).

ღმერთს შეუძლია „გვესაუბროს" მოვლენებითაც, ანუ მას შეუძლია ჩვენი გარემოებების დალაგებით გვიხელმძღვანელოს. ასევე, ის გვეხმარება სინდისით, გავარჩიოთ კარგი ცუდისგან. (1 ტიმოთეს 1:5; 1 პეტრეს 3:16). ღმერთი გარდაქმნის ჩვენს გონებას, რათამისნაირად ვიფიქროთ (რომ. 12:2). ღმერთი,დაშვებული მოვლენებით,გვაძლევს მიმართულებას, გვცვლის და გვეხმარება სულიერ ზრდაში (იაკობის 1:2-5; ებრაელთა 12:5-11). 1 პეტრეს 1:6-7 გვაფრთხილებს: „ამაზეილხინეთ, თუმცაამჟამადმრავალგვარგანსაცდელშიმცირეხანსუნდაგაწვალდეთ, რათაგამოჩნდესთქვენიგამოცდილირწმენა, ხრწნადოქროზეძვირფასი, რომელიცცეცხლშიიცდება, ქების, პატივისადადიდებისათვისიესოქრისტესგამოცხადებისას."

ღმერთი ხანდახან ცხადად ესაუბრება ადამიანებს, მაგრამ მისი სიხშირეეჭვს ბადებს, რამდენადაცარ უნდა ამტკიცებდნენ მას ზოგიერთები. ვიმეორებთ, ბიბლიაშიც, ღმერთის ცხადი საუბარი,გამონაკლისია და არა ჩვეულებრივი მოვლენა. თუ ვინმე ამტკიცებს, რომ მას ღმერთი ესაუბრა, ყოველთვის შეადარეთ თუ რა თქვა მან და რას ამბობს ბიბლია. თუ დღეს ღმერთიინებებს საუბარს, ეს იქნება სრულ თანხმობაში თავის სიტყვებთან, რომელიც ბიბლიაში გვაქვს მოცემული (2 ტიმოთეს 3:16-17). ღმერთი არ უპირისპირდება საკუთარ თავს.

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

დღესაც მკაფიოდ ლაპარაკობს ღმერთი?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries