შეკითხვა
ასად იყო იესო სამი დღის განმავლობაში ჯვარცმიდან აღდგომამდე?
პასუხი
1 პეტრე 3:18-19 ნათქვამია: „რადგან ქრისტე მოკვდა ერთხელ ჩვენი ცოდვების გამო, მართალი-უსამართლოთა გამო, რათა მივეყვანეთ ღმერთთან; მოკლულ იქნა ხორცით და გაცოცხლდა სულით, რომლითაც წავიდა და უქადაგა საპყრობილეში სულებსაც“. ფრაზა „სულით“ 18 სტროფში ზუსტად იგივე კონსტრუქციისაა, როგორც ფრაზა „ხორცით“. ასე რომ, ყველაზე კარგი იქნება თუ სიტყვა „სულს“ მართებულად დავუკავშირებთ სიტყვა „ხორცს“. სული და ხორცი ქრისტეს სული და ხორცია. სიტყვები „გაცოცხლებული სულის მიერ“ მიგვანიშნებს იმაზე, რომ ქრისტეს მიერ ცოდვების ტვირთვამ და ჯვარცმამ გამოიწვია მისი ადამიანური სულის დაშორება მამისაგან (მათე 27:46). კონტრასტი სულსა და ხორცს შორისაა, როგორც ეს მათეს სახარებაში 27:46 და რომაელთა 1:3-4-შია, და არა ქრისტეს ხორცსა და სული წმიდას შორის. როდესაც ქრისტეს განსჯა ცოდვებისთვის დასრულდა, მისმა სულმა აღადგინა ის წევრობა, რომელიც მანამდე განადგურდა.
1 პეტრე 3:18-22 აღწერილია ის მნიშვნელოვანი კავშირი ქრისტეს ვნებასა (სტროფი 18) და მის განდიდებას (სტროფი 22) შორის. მხოლოდ პეტრე გვაძლლევს კონკრეტულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა მოხდა ამ ორ მოვლენას შორის. სიტყვა „ნაქადაგები“ 19 სტროფში ჩვეულებრივი სიტყვა არაა ახალ აღთქმაში, რაც გულისხმობს სახარების ქადაგებას. სიტყვასიტყვით ის შეტყობინების გადაცემას ნიშნავს. იესო ევნო და ჯვარს ეცვა, მისი სხეული მოკვდა, ხოლო მისი სული მაშინ გარდაიცვალა, როდესაც ის ცოდვილად იქცა. მაგრამ მისი სული აღდგა და მამასთან დაბრუნდა. პეტრეს სიტყვებით, ზოგჯერ ჯვარცმასა და აღდგომას შორის იესომ გააკეთა სპეციალური განაცხადი „საპყრობილეში მყოფი სულებისთვის“.
უნდა აღინიშნოს, რომ პეტრე ადამიანებს „სულებად“ მოიხსენიებს და არა „ძალებად“ (3:20). ახალ აღთქმაში, სიტყვა „ძალები“ ანგელოზებსა და დეონებს ნიშნავს და არა ადამიანებს, ხოლო 22 სტროფი სწორედ ამას გულისხმობს. ბიბლიაში ასევე არსადაა ნახსენები, რომ იესო ჯოჯოხეთში ჩავიდა. საქმეები 2:31 გვაუწყებს, რომ იესო“ჰადეში“ (ახალი ამერიკული სტანდარტული ბიბლია) ჩავიდა, მაგრამ „ჰადე“ ჯოჯოხეთი არ არის. სიტყვა „ჰადე“ მკვდრების სამყოფელს ეხება, რომელიც არის დროებთი ადგილი, სადაც მკვდრები აღდგომას ელიან. გამოცხადებაში 20:11-15 (ახალი ამერიკული სტანდარტული ბიბლია) ან ახალ საერთაშორისო ვერსიაში აშკარა განსხვავებაა ამ ორ სიტყვას შორის. ჯოჯოხეთი გარდაცვლილთა განსჯის მუდმივი და საბოლოო ადგილია. ჰადე კი დროებითი ადგილი.
ჩვენმა უფალმა თავისი სული მამა ღმერთს მიაბარა, მოკვდა და ჯვარცმასა და აღდგომის პერიოდს შორის, ეწვია მკვდართა სამყოფელს, სადაც ცოცხლებს გადასცა შეტყობინება (სავარაუდოდ, ჩამოვარდნილ ანგელოზებს; იხ. იუდა 6), რომლებიც დაკავშირებული იყვნენ ნოეს დროს წყალდიდობამდე. 20 სტროფში ეს გარკვევითაა აღწერილი. პეტრე არ გვეუბნება რა გადასცა იესომ საპყრობილეში მყოფ სულებს, მაგრამ ეს ვერ იქნებოდა მათი ხსნის შეტყობინება, ვინაიდან შეუძლებელია ანგელოზების გადარჩენა (ებრაელთა 2:16). ეს ალბათ სატანასა და მის მასპინძლებზე გამარჯვების განცხადება იქნებოდა (1 პეტრე 3:22; კოლოსელთა 2:15). ეფესელთა 4:8-10 ასევე აღნიშნავს, რომ ქრისტე ჩავიდა „სამოთხეში“ (ლუკა 16:20; 23-43) და წაიყვანა ყველა, ვისაც სწამდა მისი ჯვარცმამდე. ამ მონაკვეთში დეტალურად არაა ნახსენები რა მოხდა, მაგრა, ბიბლიის სწავლულები თანხმდებიან, რომ ეს სწორედ „ტყვეობაში ტყვეების გაძღოლას“ ნიშნავს.
ასე, რომ ბიბლიაში გარკვევით განმარტებული არაა, რას აკეთებდა იესო სამი დღის განმავლობაში ჯვარცმიდან აღდგომამდე. თუმცა, როგორც ჩანს, ის ქადაგებდა ზეციდან გამოდევნილ ანგელოზებზე და/ან ურწმუნოებზე გამარჯვებას. რაც დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ იესო ხსნის მეორე შანსს არ აძლევს ადამიანებს. ბიბლიაში ნათქვამია, რომ განსჯას მხოლოდ გარდაცვალების მერე ვიღებთ (ებრაელთა 9:27), და არა მეორე შანსს. არ არსებობს ზუსტი პასუხი იმაზე, თუ რას აკეთებდა იესო მისი ჯვარცმიდან აღდგომამდე. ალბათ ეს ერთერთი საიდუმლოა, რომელსაც მხოლოდ მაშინ გავიგებთ, როცა დიდებას მივაღწევთ.
English
ასად იყო იესო სამი დღის განმავლობაში ჯვარცმიდან აღდგომამდე?