შეკითხვა
იესო ჩავიდა თუ არა სიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთში?
პასუხი
ამ კითხვას ირგვლივ დიდი დაბნეულობაა.ჯვარცმით სიკვდილის შემდეგ, ჯოჯოხეთში ჩასვლის მოსაზრება,უპირველესად,მომდინარეობს მოციქულთა ეპისტოლეებიდან, სადაც წერია: „ის ჩავიდა ჯოჯოხეთში". ასევე, არსებობს რამდენიმე წერილი, რომლის თარგმანზეა დამოკიდებული იესოს ჩასვლა ჯოჯოხეთში. ამ საკითხის შესწავლისას მნიშვნელოვანია ბიბლიური სწავლება მკვდართა სამყოფელთა შესახებ.
ებრაულ ხელნაწერებში ვხვდებით სიტყვა „შეოლს", რომლითაც მოიხსენიებამკვდართასამყოფელი. ეს ნიშნავს „მკვდართა სამყოფს" ან „გარდასულ სულებთა ადგილს." „შეოლის" ახალაღთქმისეული ბერძნული ექვივალენტია სიტყვა„ჰადესი", რომელიც, ასევე, აღნიშნავს „მკვდართა ადგილს". ახალი აღთქმის სხვა ვერსიით, შეოლი/ჰადესი არის დროებითი ადგილი, სადაც სულები საბოლოო განაჩენის გამოტანას ელოდებიან. გამოცხადების 20:11-15 ნათლადგანასხვავებსჰადესსა და გოგირდის ტბას. გოგირდის ტბადაღუპულთასამუდამო და საბოლოოგანკითხვის ადგილია. ჰადესი არიას დროებითი ადგილი. უამრავი ადამიანი ჰადესსა და გოგირდის ტბასგანიხილავს „ჯოჯოხეთად", რაც იწვევს დიდ გაურკვევლობას. იესო,სიკვდილის შემდეგ, არ ჩასულა საწამებელ ადგილას, არამედ ის ჩავიდა ჰადესში.
შეოლი/ჰადესიიყო ერთი რეალობაორ დანაყოფად– კურთხევისა და განკითხვის ადგილი (მათეს 11:23; 16:18; ლუკას 10:15; 16:23; საქმეები 2:27-31). ბიბლიაში გადარჩენილთა და დაღუპულთაადგილსამყოფელი„ჰადესად" იხსენიება. გადარჩენილთა ადგილს,აგრეთვე,ერქვა „აბრაამის წიაღი" (KJV) ან „აბრაამის მხარე" (NIV) ლუკას 16:22-ში და „სამოთხე" ლუკას 23:43-ში.დაღუპულთა სამყოფელს ერქვა „ჯოჯოხეთი" (KJV)ან „ჰადესი" (NIV)ლუკას 16:23-ში. გადარჩენილთა და დაღუპულთა შორის „დიდი უფსკრულია" (ლუკას 16:26). იესო, სიკვდილის შემდეგ, ჩავიდაკურთხეულ მხარეს, აიყვანა რა მორწმუნენი ზეცაში (ეფესელთა 4:8-10). შეოლის/ჰადესის განკითხვის მხარე უცვლელი დარჩა. სამომავლოდ, იქ, ყველა ურწმუნოებაში დახოცილი,ელოდება თავის საბოლოო განაჩენს. იესო ჩავიდა შეოლში/ჰადესში? დიახ! ეფესესელთა 4:8-10 და 1 პეტრეს 3:18-20-ის მიხედვით.
ზოგიერთდავას საფუძვლად უდევსKJV-სნათარგმნი ფსალმუნები (16:10-11): „ბოროტთაგან, რომელნიცთავსჯოჯოხეთშიც არ მანებებენ, მტრებისაგან, გარსრომმერტყმიანსულისამოსახდელად ისინიქონშიჩაიკეტნენ, მათიბაგეებიამპარტავნობითლაპარაკობენ, ყოველნაბიჯზეაწგარსგვერტყმიან, გვითვალთვალებენ, რათაძირსდაგვცენ". ამ წინადადებაში ჯოჯოხეთი არასწორად არის მოხსენიებული, სწორი იქნებოდა „საფლავი" ან „შეოლი". იესომ, მის გვერდით ჯვარცმულ ავაზაკს უთხრა: „დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში" (ლუკას 23:42); მას არ უთქვამს ჯოჯოხეთში შეგხვდებიო. იესოს სხეული იყო სამარხში; მისი სული კი ჩავიდა შეოლში/ჰადესში, რათაკურთხეულთა გვერდით ყოფილიყო. სამწუხაროდ, ბიბლიის ბევრ ვერსიაში, მთარგმნელები არაზუსტად ან არათანმიმდევრულად თარგმნიანებრაულ და ბერძნულ სიტყვებს: „შეოლი", „ჰადესი" და „ჯოჯოხეთი".
სხვების აზრით, იესო ჩავიდა ჯოჯოხეთში ან „შეოლის/ჰადესის ტანჯვის მხარეშისასჯელად ჩვენი ცოდვებისთვის. ეს მოსაზრება, საერთოდ, არ არის ბიბლიური. იესოს ჯვარზე სიკვდილი იყო ჩვენი ცოდვების გამოსყიდვა. მისი დაღვრილი სისხლი იყო ჩვენი ცოდვების განწმენდა (1 იოანეს 1:7-9). ჯვარზე გაკრულმა მთელი კაცობრიობის ცოდვები იტვირთა. ის ცოდვა გახდა ჩვენთვის: „ვინცცოდვაარიცოდა, ისგახადაცოდვადჩვენსგამო, რათაჩვენც გავხდეთღვთისსამართლიანობამასში (2 კორინთელთა 5:21). ცოდვის ეს ბრალდება გვეხმარება უკეთ გავიგოთ ქრისტეს ბრძოლა გეთსემანიის ბაღში, ცოდვის თასით, რომელიც მასზე დაიღვრებოდა ჯვარზე გაკვრისას.
სიკვდილის მოახლოებისას, იესომ თქვა: „აღსრულდა!" (იოანეს 19:30). მისი ტანჯვა ჩვენსადგილზე დასრულდა. მისი სული ჩავიდა ჰადესში (მკვდრების სამყოფელში). იესო არ ჩასულა „ჯოჯოხეთში" ან ჰადესის ტანჯვის მხარეში, ის ჩავიდა „აბრაამის მხარეში" ან ჰადესის კურთხეულ მხარეში. იესოს ტანჯვა მისი სიკვდილისთანავე დასრულდა.ცოდვებისთვის გამოსასყიდი გადახდილი იყო. ამის შემდეგ, ის დაელოდათავისი სხეულის აღდგომასა და ამაღლებას. იესო ჩავიდა ჯოჯოხეთში? არა! იესო ჩავიდაშეოლში/ჰადესში? დიახ!
English
იესო ჩავიდა თუ არა სიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთში?