შეკითხვა
რას გვასწავლის ბიბლია სამების შესახებ?
პასუხი
ყველაზე რთული საკითხი სამების შესახებ ქრისტიანულ კონცეფციასთან დაკავშირებით არის ის, რომ არ არსებობს მისი ახსნის ადექვატური გზა. სამება არის კონცეფცია, რომლის გაგებაც ნებისმიერი ადამიანისთვის რთული აღსაქმელია, რომ არაფერი ვთქვათ ახსნაზე. უფალი იმაზე დიდია ვიდრე ჩვენ; აქედან გამომდინარე, არც უნდა ვეცადოთ მის სრულად ჩაწვდომას. ბიბლია გვასწავლის, რომ მამა ღმერთი ღმერთია, რომ იესო ღმერთია და სული წმიდა ღმერთია. ბიბლია ასევე გვასწავლის, რომ ღმერთი ერთადერთია. მიუხედავად იმისა, რომ ვხვდებით სამების წევრებს შორის ურთიერთობების ზოგიერთ ფაქტს, საბოლოოდ, ის მაინც მიუწვდომელია ადამიანის გონებისთვის. თუმცა, ეს არი ნიშნავს იმას, რომ სამება არ არსებობს ან ის არ ეფუძნება ბიბლიის სწავლებას.
სამება ერთი ღმერთია სამ პირად არსებული. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არ გულისხმობს სამი ღმერთის არსებობას. ამ საკითხის შესწავლისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სიტყვა „სამება“ არ მოიპოვება წმინდა წერილში. ეს ფრაზა გამოიყენება სამების აღსანიშნავად - სამი ერთარსებული, ერთიანი ადამიანების აღსანიშნავად, რომლებიც ქმნიან ღმერთს. რეალურად მნიშვნელოვანია, რომ სიტყვა „სამებით“ წარმოდგენილი კონცეფცია არსებობს წმინდა წერილში. აი რას ამბობს უფალი სამების შესახებ:
1) არსებობს ერთი ღმერთი (ბიბლიის მეხუთე ტომი 6:4; 1 კორინთელთა 8:4; გალათელთა 3:20; ტიმოთი 2:5).
2) სამება შედგება სამი პირისგან (დაბადება 1:1, 26; 3:22; 11:7; ესაია 6:8, 48:16, 61:1; მათე 3:16-17, 28:19; 2 კორინთელთა 12:14). დაბადებაში 1:1 გამოყენებულია ებრაული არსებითი სახელის Elohim მრავლობითი ფორმა. დაბადებაში 1:26, 3:22, 11:7 და ესაია 6:8-ში გამოყენებულია მრავლობითი ნაცვალსახელი „ჩვენ“. სიტყვა Elohim და „ჩვენ“ მრავლობითი ფორმებია, რომლებიც ებრაულ ენაში გულისხმობს ორზე მეტ ადამიანს. ვინაიდან ეს არ არის სამების განმარტების ზუსტი არგუმენტი, ის გულისხმობს ღმერთის სიმრავლეს. ღმერთის აღმნიშვნელი ებრაული სიტყვა Elohim ნამდვილად ეხება სამებას.
ესაიას წინასწარმეტყველებაში 48:16 და 61:1 ძე საუბრობს, როდესაც მიუთითებს მამასა და სული წმიდაზე. შევადაროთ ესაია 61:1 ლუკას სახარებას 4:14-19 იმის დასადასტურებლად, რომ ძე საუბრობს. მათეს სახარებაში 3:16-17 აღწერილია იესოს ნათლისღების ფაქტი. ამ მონაკვეთში უფალი სული წმიდის სახით ეშვება ღვთის ძეზე, მაშინ როცა მამა ღმერთი აცხადებს ძეს მის საყვარელ ძედ. მათეს სახარებასა 28:12 და 2 კორინთელთა 13:14-ში მოცემულია სამების სამი სხვადასხვა პირების მაგალითები.
3) სამების წევრები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან სხვადასხვა მონაკვეთებში. ძველ აღთქმაში, „უფალი“ განსხვავდება სიტყვისაგან „ღმერთი“ (დაბადება 19:24; ოსია 1:4). უფალს ჰყავს ძე (ფსალმუნი 2:7, 12; ანდაზები 30:2-4). სული განსხვავდება უფლისაგან (რიცხვები 27:18) და ღმერთისგან (ფსალმუნი 51:10-12). ძე ღმერთი განსხვავდება მამა ღმერთისგან (ფსალმუნი 45:6-7; ებრაელთა 1:8-9). ახალ აღთქმაში, იესო ესაუბრენა მამა ღმერთს მხსნელის, სული წმიდის გამოგზავნაზე (იოანე 14:16-17). აქ ვხედავთ, რომ იესოს საკუთარი თავი მამა ღმერთად ან სული წმიდად არ მიაჩნდა. უნდა გავითვალისწინოთ ასევე, რომ ყველა სხვა სახარებაში იესო ესაუბრება მამა ღმერთს. ელაპარაკებოდა ის თავის თავს? არა. ის ესაუბრებოდა სამების სხვა პირს - მამა ღმერთს.
4) სამების თითოეული წევრი ღმერთია. მამა ღმერთი (იოანე 6:27; რომალეთა 1:7; 1 პეტრე 1:2). ძე ღმერთი (იოანე 1:1, 14; რომალეთა 9:5; კოლოსელთა 2:9; ებრაელთა 1:8; 1 იოანე 5:20). სული წმიდა (საქმეები 5:3-4; 1 კორინთელთა 3:16).
5) სამებაში სუბორდინაცია არსებობს. წმიდა წერილში ნაჩვენებია, რომ სული წმიდა ემორჩილება მამა ღმერთსა და ძე ღმერთს, ხოლო ძე ღმერთი ემორჩილება მამა ღმერთს. ეს შიდა ურთიერთობაა და არ უარყობს სამების რომელიმე პირის გაღმერთებას. ეს უბრალოდ ჭეშმარიტი ღმერთის ის მხარეა, რომელსაც ჩვენი გონება ვერ ხვდება. რაც შეეხება ძეს, იხილეთ ლუკას სახარება 22:42, იოანე 5:36, იოანე 20:21 და 1 იოანე 4:14. სული წმიდასთან დაკავშირებით იხილეთ იოანე 14:16, 14:26, 15:26, 16:7 და განსაკუთრებით 16:13-14.
6) სამების ცალკეულ წევრებს განსხვავებული ამოცანები აქვთ. მამა ღმერთი სამყაროს უკიდურესი წყაროა (1 კორინთელთა 8:6; გამოცხადება 4:11); საღვთო გამოცხადება (გამოცხადება 1:1); ხსნა (იოანე 3:16-17) და იესოს ადამიანური საქმეები (იოანე 5:17, 14:10). მამა ღმერთი იწყებს ყველა ამ საქმეებს.
ძე ღმერთი მოქმედია, რომლის საშუალებითაც მამა ღმერთი ახორციელებს შემდეგს: სამყაროს შექმნა და შენარჩუნება (1 კორინთელთა 8:6; იოანე 1:3; კოლოსელთა 1:16-17); საღვთო გამოცხადება (იოანე 1:1, 16:12-15; მათე 11:27; გამოცხადება 1:1) და ხსნა (2 კორინთელთა 5:19; მათე 1:21; იოანე 4:42). მამა ღმერთი ყველა საქმეს ძე ღმერთის საშუალებით აკეთებს, რომელიც მისი სახელით მოქმედებს.
სული წმიდის საშუალებით მამა ღმერთი ახორციელებს შემდეგს: სამყაროს შექმნა და შენარჩუნება (დაბადება 1:1; იობი 26:13; ფსალმუნი 104:30); საღვთო გამოცხადება (იოანე 16:12-15; ეფესელთა 3:5; 2 პეტრე 1:21); ხსნა (იოანე 3:6; ტიტე 3:5; 1 პეტრე 1:2); და იესოს საქმენი (ესაია 61:1; საქმეები 10:38). ასე რომ, მამა ღმერთი ყველა ამ საქმეს სული წმიდის საშუალებით ახორციელებს.
მრავალი მცდელობა იყო სამების გამოსახულების შესაქმნელად. თუმცა, არცერთი პოპულარული ილუსტრაცია არ აღმოჩნდა ზუსტი. კვერცხი (ან ვაშლი), ანუ ცილა და გული კვერცხის შემანდგენელი ნაწილები ლაყდება ნაჭუჭში, და არა თვითონ კვერცხი, როგორც ვაშლის კანი, გული და კურკები და არა თვითონ ვაშლი. მამა, ძე და სული წმიდა უფლის ნაწილები არაა, თითოეული მათგანი ღმერთია. წყლის ილუსტრაცია უკეთესია, მაგრამ არ ის გამოხატავს ზუსტად სამებას. სითხე, ორთქლი და ყინული წყლის ფორმებია. მამა, ძე და სული წმიდა უფლის ფორმები არაა, თითოეული მათგანი ღმერთია. ასე რომ, მაშინ როცა ეს ილუსტრაციები სამების სურათს გვიხატავენ, ეს სურათი ზუსტი მაინც არაა. უსასრულო ღმერთი არ შეიძლება გამოიხატოს დასრულებული ილუსტრაციით.
სამების ცნება სადაო საკითხი იყო ქრისტიანული ეკლესიის მთელ ისტორიაში. მაშინ, როცა უფლის სიტყვაში სამების ძირითადი ასპექტები ნათლადაა წარმოდგენილი, ზოგიერთი გვერდითი საკითხი ბუნდოვანია. მამა ღმერთი ძე ღმერთი და სული წმიდა - მაგრამ ღმერთი ერთადერთია. ეს არის სამების ბიბლიური სწავლება. გარდა ამისა, ეს საკითხი სადაო და არა ერთგვაროვანია. იმის ნაცვლად, რომ ჩვენი გონებით ჩავწვდეთ სამების არსს, უმჯობესი იქნებოდა ყურადღება გავამახვილოთ უფლის დიდებასა და მის ღვთაებრივ ბუნებაზე. „ო! ღვთის სიმდიდრითა და სიბრძნისა და შემეცნების სიღრმე! როგორი ჩაუწვდომელნი არიან მისი სამართალნი და მიუკვლეველნი მისი გზები! რადგან ვინ შეიცნო უფლის გონება. ვინ იყო მისი მრჩეველი?“ (რომალეთა 11:33-34).
English
რას გვასწავლის ბიბლია სამების შესახებ?