შეკითხვა
რამდენი წლისაა დედამიწა?
პასუხი
ბიბლიაში გარკვეული საკითხები ადვილად აღსაქმელია. მაგალითად, დეტალურადაა ახსნილი ჩვენი ხსნის გზა და მორალური ვალდებულებები ღვთის წინაშე. სხვა თემებზე კი ნაკლები ინფორმაციაა. წმინდა წერილის ყურადღებით წაკითხვისას, ვხვდებით, რომ, რაც უფრო გადამწყვეტი მნიშვნელობისაა საკითხი, იგი მეტად უშუალოდაა განხილული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უმთავრესი საკითხები დაუფარავია. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც წმინდა წერილიდან ნათელ პასუხს ვერ ვიღებთ, ეს არის დედამიწის ასაკი.
არსებობს რამდენიმე მეთოდი დედამიწის ასაკის დასადგენად. ყველა გარკვეულ ვარაუდებს ეყრდნობა, რომლებიც შეიძლება იყოს სწორი ან არასწორი. ყველა ბიბლიურსა და მეცნიერულ სპექტრში ექცევა.
დედამიწის ასაკის დადგენის ერთი-ერთი მეთოდია დაბადება პირველ თავში აღწერილი შექმნის 6 დღე, რომელიც 24 საათიან პერიოდს გულისხმობს, და, რომ დაბადების წიგნში წარმოდგენილ ქრონოლოგიებსა და გენეალოგიებში არანაირი ხარვეზი არ არსებობს. დაბადების გენეალოგიაში ჩამოთვლილი წლების შეჯამებით, შესაქმით დაწყებული ძველი აღთქმის თარიღების გამოკვლევით, ვიღებთ დაახლოებით დროს. ამ მეთოდის გამოყენებით, დედამიწა დაახლოებით 6,000 წლისაა. აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ, კონკრეტულად, ბიბლიაში დედამიწის ასაკზე არაფერი წერია – ეს უბრალო გამოთვლაა.
დედამიწის ასაკის განსაზღვრის კიდევ ერთი მეთოდია ისეთი რესურსების გამოყენება, როგორიცაა რადიომეტრული (ნახშირბადით) დათარიღება, გეოლოგიური ციკლი და ა. შ. მეცნიერები ცდილობენ დედამიწის ასაკს დადგენას, სხვადასხვა მეთოდის შედარებისას, თუ ისინი ერთმანეთს გადაეკვეთნენ, ამ მეთოდით, დედამიწა 4 ან 5 მილიარდი წლის უნდა იყოს. არ გამოგვრჩეს, რომ ბიბლიაში დედამიწის ასაკზე ნათლად არაფერი წერია, ეს უბრალო გამოთვლაა.
დედამიწის ასაკის განსაზღვრის ორივე მეთოდი ნაკლოვანია. ზოგიერთი თეოლოგი უარყოფს ბიბლიური შექმნის დღეების 24 საათიან პერიოდს. ზუსტად ასე, გვაქვს მიზეზები ვარაუდისა, რომ დაბადების გენეალოგიებსაც აქვთ გამიზნული ხარვეზები, სადაც მთელი შთამომავლობიდან მხოლოდ გარკვეული ადამიანებია მოხსენიებული. თუ დედამიწის ასაკს ობიექტურად განვიხილავთ, იგი სულაც არ ჰგავს 6,000 წლისას. ამ მტკიცებულების უარყოფა კი მხოლოდ იმ აზრით შეიძლება, რომ, რატომღაც, ღმერთმა სამყაროს ყველა მხარე დაბერებულად წარმოაჩინა. საპირისპირო შეხედულებების მიუხედავად, ქრისტიანების უმრავლესობა მაინც ძველი დედამიწის შეხედულებას ემხრობა – ბიბლიას მიიჩნევენ შეუცდომლად და შთაგონებულად, მაგრამ რამდენიმე მუხლის შესაბამის ინტერპრეტაციას ირჩევენ.
მეორე მხრივ, რადიომეტრული დათარიღება გამოსადეგი და სწორი მხოლოდ განსაზღვრულ წერტილამდეა, ნაკლებად, ვიდრე ის მასშტაბი, რომელიც დედამიწის ასაკის დათარიღებაში გამოიყენება. გეოლოგიური დროის მასშტაბები, წიაღისეული კვლევები, და ბევრი სხვა, უმეტესად, დამოკიდებულია ვარაუდებზე და მოდელირების ხარვეზებზე. შეგვიძლია იგივე ვთქვათ სამყაროზე დაკვირვებით; მთელი სამყაროს მხოლოდ პატარა ნაწილს ვხედავთ, და ჩვენი ცოდნის დიდი ნაწილი მხოლოდ თეორიულია. მოკლედ რომ ვთქვათ, არსებობს უამრავი მიზეზი, რომელთა გამო არსებული მტკიცებულებები დედამიწის ასაკის სიზუსტის შესახებ საეჭვოა. შეგვიძლია მივიღოთ მეცნიერული პასუხები, მაგრამ მეცნიერებაც არ არის შეუცდომელი.
საბოლოოდ, შეუძლებელია დამტკიცდეს დედამიწის ქრონოლოგიური ასაკი. სამწუხაროდ, არსებობს რამდენიმე მხარე, რომელიც ცდილობს დაამტკიცოს თავისი სავარაუდო ინტერპრეტაცია, თეოლოგიური თუ მეცნიერული. სინამდვილეში, თეოლოგიურად არ არსებობს შეუთავსებელი წინააღმდეგობა ქრისტიანობასა და „ძველ" დედამიწას შორის. არც ნამდვილი მეცნიერული წინააღმდეგობა არ არსებობს „ახალგაზრდა" დედამიწაზე. ვინც სხვანაირად ფიქრობს, სხვა „სამყაროს" ქმნის, სადაც ყველაფერს აზრი ეკარგება. ამ შეხედულებებს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მთავარია ნდობა უფლის სიტყვისადმი.
„Got Question"-ის მსახურები „ახალგაზრდა დედამიწის" თვალსაზრისს იზიარებენ. გვჯერა, რომ დაბადების პირველი ორი თავის პირდაპირი აღქმით წაკითხვა, ადასტურებს დედამიწის „ახალგაზრდობას". მაგრამ, ამავე დროს, დაბერებული დედამიწის კრეაციონიზმს ერეტიკულად სულაც არ მივიჩნევთ. რწმენა ჩვენი ქრისტიანი დებისა და ძმებისა, რომლებიც დედამიწის ასაკთან დაკავშირებით არ გვეთანხმებიან, არ უნდა დავაყენოთ ეჭვის ქვეშ. ზოგიერთებს, შესაძლოა, სჯეროდეთ დაბერებული დედამიწის თვალსაზრისისა, მაგრამ, ამავდროულად, ძირფესვიანად იცავდნენ ქრისტიანული რწმენის უმთავრეს დოქტრინებს.
დედამიწის ასაკის განსაზღვრა და მსგავსი თემები, რომლებიც ბიბლიაში დეტალურად არ განიხილება, პავლემ სასაუბროდ აკრძალა, რადგან კინკლაობასა და პაექრობას იწვევს (რომაელთა 14:1-10; ტიტეს 3:9). დედამიწის ასაკი ბუნდოვანია ბიბლიაში. ამასთანავე, ეს მეორეხარისხოვანია, რადგან, დედამიწის ასაკი არაფერს წყვეტს ცოდვის, მორალის, ხსნის, ზეცისა თუ ჯოჯოხეთის თემასთან. ჩვენ ვიცით ვინ და რატომ შექმნა, და როგორი ურთიერთობა უნდა გვქონდეს მასთან, ესე იგი უფალთან. მაგრამ ბიბლია ცალსახად არ გვიჩვენებს შექმნის ზუსტ დროს.
English
რამდენი წლისაა დედამიწა?