შეკითხვა
რა არის აგნოსტიციზმი?
პასუხი
აგნოსტიციზმი არის მიმდინარეობა, რომლის მიხედვითაც შეუძლებელია ღმერთის არსებობის ცოდნა ან დადასტურება. სიტყვა „აგნოსტიკოსი" ნიშნავს „ცოდნის გარეშე". აგნოსტიციზმი ათეიზმის უფრო ინტელექტუალური და კეთილსინდისიერი ფორმაა. ათეიზმი ამბობს, რომ ღმერთი არ არსებობს – ეს მისი ურყევი პოზიციაა. აგნოსტიციზმი ამტკიცებს, რომ ღმერთის არსებობის დამტკიცება შეუძლებელია; შეუძლებელია ვიცოდეთ, არის თუ არა ის. ამაში აგნოსტიციზმი მართალია – ემპირიულად, ვერც დავადასტურებთ და, ვერც უარვყოფთ ღმერთის არსებობა.
ბიბლია გვეუბნება, რომ უნდა ვირწმუნოთ ღვთის არსებობა. ებრაელთა 11:6-ში დაწერილია: „ღმერთი არის სული და მისი თაყვანისმცემელნი თაყვანს უნდა სცემდნენ სულითა და ჭეშმარიტებით." ღმერთი სულია (იოანეს 4:24), ასე რომ, მას ვერ დავინახავთ და ვერ შევეხებით. სანამ ღმერთი საკუთარი თავის გამოცხადებას არ გადაწყვეტს, მანამ უხილავია იგი (რომაელთა 1:20). ბიბლია ამბობს, რომ ღმერთის არსებობა ცხადად ჩანს სამყაროში (ფსალმუნები 19:1-4), იგრძნობა ბუნებაში (რომაელთა 1:18-22) და დადასტურებულია ჩვენს გულებში (ეკლესიასტე 3:11)
აგნოსტიკოსებს, არც დადასტურება და არც უარყოფა სურთ ღვთისა. ეს პოზიცია „ღობის შემოვლებას" წააგავს. თეისტებს სჯერათ, რომ ღმერთი არსებობს. ათეისტებს სჯერათ, რომ ღმერთი არ არსებობს. აგნოსტიკოსებს სჯერათ, რომ, არც უნდა ვირწმუნოთ და, არც უარვყოთ ღმერთის არსებობა, რადგანაც შეუძლებელია ეს რაიმე გზით გამოვიკვლიოთ.
არგუმენტის სასარგებლოდ, მოდით გვერდზე გადავდოთ ღმერთის არსებობის ცხადი და ურყევი მტკიცებულებები. თუკი თეიზმისა და აგნოსტიციზმის პოზიციებს თანაბარ დონეზე განვიხილავთ, მაშინ რა აზრი აქვს გვჯეროდეს სიკვდილის შემდგომი სიცოცხლის არსებობისა? თუკი ღმერთი არ არსებობს, მაშინ თეისტებიც და აგნოსტიკოსებიც უბრალოდ წყვეტენ არსებობას სიკვდილის შემდეგ. თუკი ღმერთი არსებობს, მაშინ თეისტებსაც და აგნოსტიკოსებსაც მოუწევთ პასუხი გასცენ ვიღაცას. ამ პერსპექტივიდან ბევრად უკეთესია იყო თეისტი, ვიდრე აგნოსტიკოსი. თუ არც ერთი პოზიციის დამტკიცება ან უარყოფა არ ხერხდება, გონივრული იქნება მთელი ძალისხმევა მივმართოთ იმ პოზიციის შესასწავლად, რომელსაც უსასრულო და მარადიული სასიკეთო ფასეულობი შეიძლება ჰქონდეს.
დაეჭვება ნორმალური მოვლენაა. ამ სამყაროში უამრავი რამ არ გვესმის. ადამიანებს ხშირად ეპარებათ ეჭვი ღმერთის არსებობაში, იმიტომ, რომ მათ არ ესმით ან არ ეთანხმებიან იმას, რასაც ღმერთი აკეთებს ან უშვებს. რომაელთა 11:33-34 ღაღადებს: „ო, ღვთის სიმდიდრეთა და სიბრძნისა და შემეცნების სიღრმე! რა ჩაუწვდომელნი არიან მისი სამართალნი და მიუკვლეველნი მისი გზები! რადგან ვინ შეიცნო უფლის გონება? ვინ იყო მისი მრჩეველი?" ჩვენ უნდა მივიღოთ ღმერთი რწმენით და მივენდოთ მის გზებს. ღმერთი მზადაა საოცარი ძალით გაუცხადოს თავი მის მორწმუნეს. მეორე რჯულის 4:29-შ წერია: „და როცა დაუწყებ ძებნას იქიდან უფალს, შენს ღმერთს, იპოვი მას, თუ მოძებნი მას მთელი შენი გულითა და მთელი შენი სულით."
English
რა არის აგნოსტიციზმი?