settings icon
share icon
შეკითხვა

არსებობენ უცხოპლანეტელები ან ამოები?

პასუხი


პირველ რიგში, მოდით „უცხოპლანეტელები" განვიხილოთ, როგორც „მორალური არჩევანის შესაძლებლობის, ინტელექტის, ემოციების და სურვილების მქონე არსებებად". შემდგომ რამდენიმე მეცნიერული ფაქტი:

1. ადამიანებმა კოსმოსური ხომალდი მზის სისტემის თითქმის ყველა პლანეტაზე გაგზავნეს. ამ პლანეტებზე დაკვირვების შემდეგ, სიცოცხლის არსებობის შესაძლებლობა გამოირიცხა თითქმის ყველა პლანეტაზე, მარსისა და იუპიტერის მთვარის გარდა.

2. 1976 წელს, ამერიკამ მარსზე გაგზავნა ორი ხომალდი. ორივეს ჰქონდა ინსტრუმენტი, რომელიც მარსის ქვიშას ამოთხრიდა და გამოიკვლევდა ნებისმიერ სიცოცხლის ნიშანს. მათ საერთოდ ვერაფერი ვერ იპოვეს. დედამიწაზე ყველაზე უნაყოფო უდაბნოს ნიადაგი ანდა ანტარქტიდის გაყინული ჭუჭყიც კი გამდიდრებულია მიკროორგანიზმებით. 1997 წელს, ამერიკამ მარსზე გზამკვლევი გააგზავნა. ამ მოხეტიალემ უამრავი ნიმუში მოიპოვა და კიდევ უფრო მეტი ექსპერიმენტი ჩაატარა. მაგრამ სიცოცხლის ნიშანწყალი ვერ იპოვა. ამის შემდეგ, კიდევ რამდენიმე ღონისძიება ჩატარდა მარსზე. კვლავ, შედეგები იგივეა.

3. ასტრონავტები მუდმივად პოულობენ ახალ პლანეტებს შორეულ მზის სისტემაში. ზოგიერთი ამბობს, რომ სამყაროში ამდენი პლანეტის არსებობა უნდა ნიშნავდეს სიცოცხლის არსებობას სხვაგანაც. საქმე ისაა, რომ ასეთი რამ ჯერ არასოდეს დამტკიცებულა; პლანეტაზე სიცოცხლის არსებობის არანაირი მტკიცებულება არ გაგვაჩნია. დედამიწისგან ასეთი სიშორე, შეუძლებელს ხდის გამოვიტანოთ რაიმე დასკვნა სიცოცხლის არსებობასთან დაკავშირებით. რაკი ჩვენს მზის სისტემაში მხოლოდ დედამიწაზე არსებობს სიცოცხლე, ევოლუციის თეორიის მომხრეებს საოცრად სურთ, რომ სხვა მზის სისტემაში მიაგნონ პლანეტას, სადაც შესაძლებელი იქნება სიცოცხლის წარმოშობა. მართალია უამრავი პლანეტა არსებობს სამყაროში, მაგრამ როგორც ჩანს, ჩვენ არ შეგვიძლია გავიგოთ, შესაძლოა თუ არა სადმე სიცოცხლის არსებობა.

ახლა, რას ამბობს ბიბლია? დედამიწა და კაცობრიობა უნიკალურია ღვთის შემოქმედებაში. დაბადების პირველი თავის მიხედვით, დედამიწა მზეზე, მთვარეზე და ვარსკვლავებზე ადრე შეიქმნა. საქმეების 17:24, 26-ში წერია: „ღმერთი, შემოქმედი სამყაროსი და ყოველივე მასში არსებულისა, უფალი ცისა და მიწისა, ხელით აგებულ ტაძარში არ მკვიდრობს... ერთიდან შექმნა ადამიანთა ყოველი ხალხი, რათა დედამიწის ზურგზე დასახლებულიყვნენ; წინასწარ დააწესა მათ დასასახლებლად დრონი და საზღვრები,".

თავიდან, კაცობრიობა ცოდვის გარეშე არსებობდა. ყველაფერი ძალზე კარგი იყო (დაბადების 1:31). პირველი ადამიანის შეცოდებას (დაბადების 3) მოჰყვა ყველანაირი პრობლემა, ავადმყოფობისა და სიკვდილის ჩათვლით. იმის მიუხედავად, რომ ცხოველებს პირადად არ შეუცოდავთ უფალთან (ისინი სულიერი ქმნილებები არ არიან), ისინი მაინც იტანჯებიან და კვდებიან (რომაელთა 8:19-22). იესო ქრისტეს არ გაუუქმებია სასჯელი ცოდვებისათვის. როდესაც დაბრუნდება, ის გააუქმებს წყევლას, რომელიც ადამის შემდეგ არსებობდა (გამოცხადების 21-22). რომაელთა 8:19-22-ში ვკითხულობთ, რომ ყველა ქმნილება ელის ღმერთის ძის გამოცხადებას. უნდა აღვნიშნოთ, რომ ამქვეყნად იესო კაცობრიობის გადასარჩენად მოვიდა, და მხოლოდ ერთხელ მოკვდა (ებრაელთა 7:27;9:28; 10:10).

თუ ქმნილებები წყევლით იტანჯებიან დედამიწაზე, ასევე დაიტანჯებიან ცოცხალი არსებანი დედამიწის გარეთაც. თუ დღეს არა, ყოველ შემთხვევაში მოვა დრო, როდესაც ზეცანი გვირგვინივით გადაივლიან, გავარვარებული კავშირნი დაიშლებიან, მიწა და მისი საქმენი, რაც მასზეა, გადაიბუგება (2 პეტრეს 3:10). თუ მათ არ შეუცოდავთ, მაშინ უფალი უსამართლო იქნება მათი დასჯის დროს. მაგრამ თუ მათ შესცოდეს, ქრისტეს მხოლოდ ერთხელ შეეძლო სიკვდილი კაცობრიობისთვის (მან ეს დედამიწაზე გააკეთა), მაშინ ისინი დარჩებიან ცოდვაში, რაც მიუღებელია ღვთის ხასიათისთვის (2 პეტრეს 3:9). ეს გადაუჭრელი პარადოქსია, თუ, რა თქმა უნდა, არ არსებობენ სხვა სულიერი არსებები დედამიწის გარეთ.

იქნებ არსებობენ უსულო და უგრძნობი არსებები სხვა პლანეტებზე? ეგებ ძაღლები, წყალმცენარეები ან კატები არსებობენ უცნობ პლანეტაზე? თუნდაც ასე ვიფიქროთ, ეს ბიბლიას ხელს არ შეუშლის, მაგრამ რთული გახდება პასუხი შემდეგი სახის კითხვებზე: „თუ ყველა ქმნილება იტანჯება, რა მიზანი ჰქონდა ღმერთს, სხვა პლანეტაზე, უსულო და უგრძნობი არსებების შექმნისას?"

საბოლოოდ, ბიბლიურად, ვერ ვხედავთ სიცოცხლის არსებობას სხვაგან, გარდა დედამიწისა. უფრო მეტიც, ბიბლიურად მარტივად შეგვიძლია უკუვაგდოთ ეს მოსაზრება. ნამდვილად, ბევრი უცნაური და აუხსნელი მოვლენა ხდება ცისქვეშეთში. მაგრამ, ამასთანავე, არ არსებობს მიზეზი, რომ ეს ამოს ან უცხოპლანეტელებს მივაწეროთ. თუ ამისთვის საჭიროა მიზეზი, ეს იქნება სულიერი, უფრო კონკრეტულად კი, დემონური საწყისი.

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

არსებობენ უცხოპლანეტელები ან ამოები?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries