შეკითხვა
ერთხელ ხსნა ნიშნავს საუკუნო ხსნას?
პასუხი
ერთხელ გადარჩენილი ადამიანი ყოველთვის გადარჩება? როდესაც ადამიანებმა შეიცნეს ქრისტე, როგორც მათი მხსნელი, ისინი დაუკავშირდნენ მას და მიიღეს სამარადისო ხსნა. ბიბლიაში ამის დამადასტურებელი უამრავი ფაქტი არსებობს. (ა) რომალეთა 8:30: “ხოლო ვისაც განუსაზღვრა, მათ მოუწოდა კიდეც და, ვისაც მოუწოდა, ისინი გაამართლა კიდეც; და ვინც გაამართლა, ისინი განადიდა კიდეც”. ეს იგავი გვებნება, რომ იმ მომენტიდან, როდესაც ქრისტემ ამოგვირჩია, ჩვენ განგვადა მისი თანდასწრებით. ვერაფერი შეუშლის ხელს მორწმუნეს დაკარგოს ეს დიდება, ვინაიდან ღმერთმა უკვე განიზრახა ეს სამოთხეში. გამართლებულ ადამიანს ხსნა ეძლევა თითქოს ის უკვე განდიდდა სამოთხეში.
(ბ) რომაელთა ეპისტოლეში 8:33-34 პავლე სვამს ორ გადამწყვეტ კითხვას: “ვინ გაამტყუნებს ღვთის რჩეულებს? ღმერთი გამმართლებელია. და ვინ დასდებს მსჯავრს? იესო ქრისტე, რომელიც მოკვდა და, მით უმეტეს, რომელიც აღდგა მკვდრთით, ღვთის მარჯვნივ არის და ის შუამდგომლობს ჩვენთვის”. ვინ გაამტყუვნებს ღვთის რჩეულებს? ვერავინ, რადგან იესო გამმართლებელია. და ვინ დაგვდებს ბრალს? ვერავინ, ვინაიდან იესო, რომელიც ჩვენთვის მოკვდა, ერთადერთი ბრალმდებელია. ჩვენ გამმართლებელიც გვყავს და განმსჯელიც მხსნელის სახით.
(გ) მორწმუნენი ხელახლა იბადებიან, როდესაც სწამთ (იოანე 3:3; ტიტე 3:5). ქრისტიანისთვის ხსნის დაკარგვა ხელახლა დაბადების შესაძლებლობის დაკარგვას ნიშნავს. ბიბლიაში არ არის საუბარი იმაზე, რომ ხელახლა დაბადების შესაძლებლობის დაკარგვა შეიძლება. (დ) სული წმიდა აცხოვრებს მორწმუნეებს (იოანე 14:17; რომაელთა 8:9) და ნათლავს მათ ერთი სულით ერთ სხეულად (1 კორინთელთა 12:13). მორწმუნესთვის ხსნის დაკარგვა ცხოვრების დაკარგვას და ქრისტესგან განშორებას ნიშნავს.
(ე) იოანე 3:15 აცხადებს, რომ ქრისტეს მორწმუნეებს “საუკუნო ცხოვრება ექნებათ”. თუ დღეს გწამთ ქრისტესი და გაქვთ საუკუნო ცხოვრება, მაგრამ დაკარგავთ მას ხვალ, ეს სრულიად არ ყოფილა “საუკუნო”. თუ დაკარგავთ ხსნას, ბიბლიური დაპირება საუკუნო ცხოვრების შესახებ შეცდომა იქნება. (ვ) და ბოლოს, ვფიქრობ ბიბლია საუკეთესო არგუმენტს იძლევა: “და მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო და ვერც მყოფადი, ვერც სიმაღლე და ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღვთის სიყვარულისაგან ჩვენს უფალ იესო ქრისტეში”. გახსოვდეთ, ღმერთი, რომელმაც გიხსნათ, იგივე ღმერთი დაგიცავთ. თუ ერთხელ გადავრჩით, ყოველთვის გადავრჩებით. ჩვენი ხსნა უდაოდ საუკუნო ხსნაა!
English
ერთხელ ხსნა ნიშნავს საუკუნო ხსნას?