settings icon
share icon
შეკითხვა

რას წერია ბიბლიაში ანგელოზებზე?

პასუხი


ანგელოზები არიან სულიერი არსებები, რომლებსაც აქვთ ინტელექტი, ემოცია და ნება. ასეა კეთილ და ბოროტ ანგელოზებზეც (დემონებზე). ანგელოზებს აქვთ ინტელექტი (მათეს 8:29; 2 კორინთელთა 11:3; 1 პეტრეს 1:12), გამოხატავენ გრძნობებს (ლუკას 2:13; იაკობის 2:19; გამოცხადება 12:17) და ასრულებენ მოვალეობას (ლუკას 8:28-31; 2 ტიმოთეს 2:26; იუდას 6). ანგელოზები არიან სულიერი არსებები (ებრაელთა 1:14) ფიზიკური სხეულის გარეშე. თუმცა არ აქვთ სხეული, მაინც, მათ პიროვნული მახასიათებლები გააჩნიათ.

რაკი შექმნილნი არიან, მათი ცოდნა შეზღუდულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთისგან განსხვავებით, მათ ყველაფერი არ იციან (მათეს 24:36). როგორც ჩანს, მათ უფრო დიდი ცოდნა აქვთ, ვიდრე ადამიანებს, რასაც შეიძლება სამი მიზეზი ჰქონდეს. პირველი, ანგელოზები შეიქმნენ, როგორც ადამიანზე აღმატებული ქმნილებანი. აქედან გამომდინარე, ისინი თანდაყოლილად ფლობენ მეტ ცოდნას. მეორე, ანგელოზები ბიბლიას და სამყაროს შეისწავლიან და აღიქვამენ მეტად, ვიდრე — ადამიანები (იაკობის 2:19; გამოცხადება 12:12). მესამე, ანგელოზები ცოდნას იღებენ ადამიანების ქმედებებზე ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად. ადამიანებისგან განსხვავებით, ანგელოზებს წარსულის შესწავლა არ სჭირდებათ; მათ გამოსცადეს ის. შედეგად, მათ იციან, როგორ იქცეოდნენ სხვები ან რა რეაქცია ჰქონდათ სხვადასხვა სიტუაციაზე, და დიდი სიზუსტით შეუძლიათ მიხვდნენ, როგორ მოვიქცევით მსგავს ვითარებებში.

იმის მიუხედავად, რომ მათ აქვთ თავისუფალი ნება, ანგელოზები, როგორც ყველა ქმნილება, ღვთის ნებას ექვემდებარებიან. კარგი ანგელოზები ღმერთის მიერ არიან მოვლენილნი მორწმუნეების დასახმარებლად (ებრაელთა 1:14). ბიბლია აღწერს მათ საქმიანობას: ისინი ადიდებენ უფალს (ფსალმუნები 148:1-2; ესაია 6:3), თაყვანს სცემენ მას (ებრაელთა 1:6; გამოცხადება 5:8-13), ხარობენ უფლის ნამოქმედარით (იობი 38:6-7). ისინი ემსახურებიან მას (ფსალმუნები 103:20; გამოცხადება 22:9), ჩნდებიან უფლის წინაშე (იობის 1:6; 2:1) და აღასრულებენ ღვთის სიმართლეს (გამოცხადება 7:1; 8:2). მათ მოაქვთ ლოცვის პასუხები (საქმეები 12:5-10). ისინი უძღვებიან ადამიანებს ქრისტეს აღიარებაში (საქმეები 8:26; 10:3). ისინი აკვირდებიან ქრისტიანულ წესრიგს, საქმესა და ტანჯვას (1 კორინთელთა 4:9; 11:10; ეფესელთა 3:10; 1 პეტრეს 1:12). ისინი გვამხნევებენ რთულ დროს (საქმეები 27:23-24). ისინი ზრუნავენ მართალზე სიკვდილის დროს (ლუკას 16:22).

ანგელოზები სრულიად განსხვავდებიან ადამიანთაგან. ადამიანები სიკვდილის შემდეგ ანგელოზებად არ გარდაიქმნებიან. ანგელოზები კი, არც არასდროს ყოფილან ადამიანები და, არც გახდებიან. ღმერთმა შექმნა ანგელოზები, ისე როგორც კაცობრიობა. ბიბლიაში არსად წერია, რომ ანგელოზები შექმნილნი არიან ღვთის ხატად და მსგავსად, ადამიანებისგან განსხვავებით (დაბადების 1:26). ანგელოზები არიან სულიერი არსებები, რომლებსაც, გარკვეულწილად, შეუძლიათ ფიზიკური ფორმის მიღება. ადამიანები, ძირითადად, ფიზიკური ქმნილებანი არიან, მაგრამ სულიერ ასპექტით. უდიდესი გაკვეთილი, რაც უნდა ვისწავლოთ წმინდა ანგელოზთაგან — ესაა ღვთის ნებისადმი მყისიერი და უსიტყვო მორჩილება.

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

რას წერია ბიბლიაში ანგელოზებზე?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries