შეკითხვა
ვინ იყო ქრისტეს 12 მოციქული (მოწაფე)?
პასუხი
სიტყვა „მოწაფე" ნიშნავს მოსწავლეს და მიმდევარს. სიტყვა „მოციქული" კი –„წარგზავნილს." ქრისტეს დედამიწაზე ყოფნისას, თორმეტ მიმდევარს ეწოდებოდა მოციქული. თორმეტი მოციქული მისდევდა ქრისტეს, სწავლობდნენ და იწვრთნებოდნენ მის მიერ. მისი აღდგომის და ამაღლების შემდეგ, იესომ გაუშვა მოწაფეები დასამოწმებლად (მათეს 28:18-20; საქმეები 1:8). ამის შემდეგ, ისინი 12 მოციქულად იწოდებიან. მაგრამ, ვიდრე იესო დედამიწაზე იყო, სიტყვა „მოწაფე" და „მოციქული", ერთ კონტექსტში იგულისხმებოდა.
ნამდვილი მოციქულები (მოწაფეები) ჩამოთვლილია მათეს 10:2-4-ში: „ესენია იმ თორმეტი მოციქულის სახელები: პირველი სიმონი, პეტრედ წოდებული, და ანდრია, მისი ძმა, იაკობ ზებედეს ძე და მისი ძმა იოანე, ფილიპე და ბართლომე, თომა და მათე მებაჟე, იაკობ ალფეს ძე და ლებეოსი, რომელსაც ეწოდა თადეოზი, სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი." თორმეტი მოციქულის (მოწაფის) სიას მარკოზის 3:16-19-ში და ლუკას 6:13-16-შიც ვხვდებით. ამ სამი თავის შედარებით, ვაწყდებით რამდენიმე უმნიშვნელო ცდომილებას სახელებთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, თადეოზი, ასევე ცნობილი იყო, როგორც იუდა, იაკობის ძე (ლუკას 6:16) და ლებეოსი (მათეს 10:3). სიმონ მოშურნე, ასევე მოიხსენიებოდა როგორც, სიმონ კანანელი (მარკოზის 3:18). იუდა ისკარიოტელი, რომელმაც იესო გაყიდა, თორმეტ მოციქულში ჩაანაცვლა მათიამ (საქმეები 1:20-26). ზოგიერთი ბიბლიის მკვლევარი, მათიას მიიჩნევს „არასწორ" მოციქულად და ამბობს, რომ პავლე იყო უფლის რჩეული მოციქული, იუდა ისკარიოტელის სანაცვლოდ.
თორმეტი მოციქული (მოწაფე) ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, რომლებიც ღმერთმა არაჩვეულებრივი ხასიათით ამოარჩია. ამ თორმეტს შორის იყო მეთევზე, მებაჟე და რევოლუციონერი. სახარებები აღბეჭდავს იმ თორმეტი ადამიანის მუდმივ წარუმატებლობას, ტანჯვასა და ეჭვებს, რომლებიც გაჰყვნენ იესო ქრისტეს. ქრისტეს აღდგომისა და ამაღლების ხილვის შემდეგ, სულიწმიდამ მოციქულები (მოწაფეები) გადააქცია ძლევამოსილ ღვთის ადამიანებად, რომლებმაც მსოფლიო თავდაყირა დააყენეს (საქმეები 17:6). რამ გამოიწვია ეს ცვლილება? ქრისტეს თორმეტი მოციქულები „იყვნენ იესოსთან" (საქმეები 4:13). ჩვენც ასე უნდა ვიყოთ!
English
ვინ იყო ქრისტეს 12 მოციქული (მოწაფე)?