შეკითხვა
რა არის ათეიზმი?
პასუხი
ათეიზმი არის შეხედულება, რომლის მიხედვითაც ღმერთი არ არსებობს. ათეიზმი ოდითგანვე არსებობდა. ფსალმუნებში (14:1) დავითმა ქრისტემდე 1000 წლით ადრე დაწერა: „თქვა უგუნურმა თავის გულში: „არ არის ღმერთი." სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ მთელ მსოფლიოში ათეისტთა რაოდენობა მზარდია – დაახლოებით 10 პროცენტი მთელ მსოფლიოში. რატომაა ათეიზმის ტენდენცია? ათეიზმი ათეისტთა ნამდვილად ლოგიკური პოზიციაა?
საერთოდ, რატომ არსებობს ათეიზმი? რატომ არ გამოვლინდება ღმერთი თავისი არსებობს დასამტკიცებლად? რა თქმა უნდა, ღმერთი თუ გამოჩნდება, მას ყველა ირწმუნებს! პრობლემა ისაა, რომ ღმერთს არ სურს უბრალოდ დაარწმუნოს ადამიანები საკუთარ არსებობაში. ღმერთს უნდა, რომ ადამიანებს მისი სწამდეთ (2 პეტრეს 3:9) და მისი რწმენით საუკუნო სიცოცხლე მიიღონ (იოანეს 3.16). ღმერთმა ცხადად დაადასტურა საკუთარი არსებობა ძველ აღთქმაში (დაბადება 6-9; გამოსვლა 14:21-22; 1 მეფეთა 18:19-31). ირწმუნეს მათ ღვთის არსებობისა? დიახ. მობრუნდნენ ბოროტებისგან და დაემორჩილნენ ღმერთს? არა. თუკი ადამიანს არ სურს ღმერთის ირწმუნოს, მაშინ მას არ შეუძლია მიიღოს იესო ქრისტე თავის მხსნელად (ეფესელთა 2:8-9). ღმერთს სურს, რომ ადამიანები ქრისტიანები გახდნენ და არა უბრალოდ – თეისტები (ისინი, ვისაც სჯერა, რომ ღმერთი არსებობს).
ბიბლია გვეუბნება, რომ ღმერთის არსებობა უნდა ვირწმუნოთ. ებრაელთა 11:6: „ხოლო რწმენის გარეშე შეუძლებელია ღვთისათვის მოსაწონად ყოფნა", ვინაიდან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და თავის მაძიებელს სანაცვლოს მიაგებს." ბიბლია გვახსენებს, რომ ჩვენ ნეტარნი ვართ, რაკი გვწამს და ვენდობით უფალს: „შენ მერწმუნე იმიტომ, რომ მიხილე. ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუნახივარ და მირწმუნეს" (იოანეს 20:29)
ღმერთის არსებობა რწმენით უნდა მივიღოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ღმერთის რწმენა ალოგიკურია. ღმერთის არსებობის ბევრი კარგი არგუმენტი არსებობს. ბიბლია გვასწავლის, რომ ღმერთის არსებობა ნათლად ჩანს სამყაროში (ფსალმუნები 19:1-4), ბუნებაში (რომაელთა 1:18-22) და ჩვენს გულებში (ეკლესიასტე 3:11). ზემოთქმულის მიხედვით, ღმერთის არსებობა არ დასტურდება. ის უნდა მივიღოთ რწმენით.
ამავე დროს, ათეიზმიც გარკვეულ რწმენას მოითხოვს. რათა აბსოლუტურად დავამტკიცოთ ღმერთის არარსებობა, საჭიროა ვიცოდეთ ყველაფერი ყველაფერზე, ვიყოთ ყველგან ნამყოფი და ყველა ფაქტის შემსწრე. რა თქმა უნდა, არც ერთი ათეისტი არ იტყვის ამას. არადა, არსებითად სწორედ ამას ამტკიცებენ სიტყვებით: „ღმერთი აბსოლუტურად არ არსებობს". მაგალითად, ათეისტები ვერ დაამტკიცებენ, რომ ღმერთი არ ცხოვრობს მზის გულში, იუპიტერის ღრუბლებში ან რომელიმე შორეულ ნისნეულებში. რადგან არ ვიცით იქ რა ხდება, შეუძლებელია ვამტკიცოთ, რომ ღმერთი არ არსებობს. ათეისტსაც იმდენივე სჭირდებათ რწმენა, რამდენადაც თეისტს.
ათეიზმი არ შეიძლება დამტკიცდეს, ხოლო ღმერთის არსებობა რწმენით უნდა მივიღოთ. ცხადია, რომ ქრისტიანებს მტკიცედ სჯერათ ღმერთის არსებობისა და აღიარებენ, რომ ღმერთის არსებობს — ეს მათი რწმენის საკითხია. ამავე დროს, ჩვენ უარვყოფთ აზრს, რომ ღმერთის არსებობა ალოგიკურია. ჩვენ გვჯერა, რომ ღმერთი შეიძლება ცხადად დავინახოთ, შევიგრძნოთ და დავამტკიცოთ, რომ ის ფილოსოფიურად და მეცნიერულად აუცილებელია. „ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო. დღე დღეს გადასცემს სიტყვას, ღამე კი ღამეს უმხელს აზრს, არც ენა უნდა და არც სიტყვა, მათი ხმა რომ ისმოდეს" (ფსალმუნები 19:1-4).
English
რა არის ათეიზმი?