settings icon
share icon
შეკითხვა

რა თვისებები აქვს ღმერთს? როგორია ღმერთი?

პასუხი


ღმერთის შესახებ კითხვაზე პასუხს ბიბლიაში შეიძლება მივაკვლიოთ! ხოლო, ვინც ამ განმარტებას ეჭვქვეშ დააყენებს, უმჯობესია ყურადღებით წაიკითხოს ის; შემდეგ დაუბრუნდეს ნაწყვეტებს საღმრთო წერილიდან მათ უკეთ მისახვედრად. ბიბლიოგრაფიული ჩამონათვალი მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ბიბლიის ავტორიტეტის გარეშე ამ სიტყვებს სხვა დატვირთვა ვერ ექნებოდა თუ არა ადამიანის მიერ გამოთქმულისა, რაც ხშირ შემთხვევაში არასწორად გაიგება ღმერთთან მიმართებაში (იობი 42:7). იმის თქმა, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვეცადოთ ჩავწვდეთ ღვთის ბუნებას, დიდი შეცდომა იქნება; ვინაიდან თქვა ღმერთმა ყველა ეს სიტყვა: “არ გაიჩონოთ ჩემს გარდა სხვა ღმერთები. არ გაიკეთო კერპები, არც რაიმე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ. არ სცე თაყვანი მათ, არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, შურისმგებელი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს, მესამე და მეოთხე თაობაში” (გამოსვლა 20:3-5).

ჩვენთვის მხოლოს ისაა გასაგები, რასაც ღმერთი დაგვანახებს. მხოლოდ უფლის ბუნება თუ თვისებებია “ნათელი”, ვინაიდან ყოველი კეთილი ნაბოძვარი და ყოველი ნიჭი ზეგარდმო გადმოსულია, ნათელთა მამისაგან. . . (ესაია 60:19; იაკობი 1:17). ამიტომ გვეშინოდეს, რათა, ვიდრე რჩება აღთქმა მის სიმშვიდეში შესასვლელად, ვინმე თქვენგანი არ აღმოჩნდეს დაგვიანებული (ებრაელთა 4:1). ბიბლია, და განხორციელებული სიტყვა (იესო ქრისტე) დაგვეხმარება შევიცნოთ უფალი.

მოდით დავიწყოთ იმით, რომ ღმერთი არის შემომქმედი და ჩვენ მისი ქმნილების ნაწილი ვართ (დაბადება 1:1; ფსალმუნი 24:1). თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს (დაბადება 1:26-28). მიწა დაიწყევლა ადამის გამო: ტანჯვით იღებდა მისგან საზრდოს მთელი სიცოცხლე. იმიტომ, რომ ცხადია მათთვის, რაც ღვთის შესახებ შეიძლება იცოდნენ, ვინაიდან ღმერთმა განუცხადა მათ. ვინაიდან მისი უხილავი, მისი მარადიული ძალა და ღვთაება წუთისოფლის დასაბამიდან ქმნილებათა ხილვით შეიცნობა. ასე რომ, მათ პატიება არ აქვთ (დაბადება 3:17-18; რომაელთა 1:19-20). ღმერთის ქმნილების უსაზღვროების, სირთულის, სილამაზისა და წესრიგის მიხედვით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ უფლის გასაოცარი ძალა.

ღმერთის რამდენიმე სახელი არსებობს, რომლებიც დაგვეხმარება უკეთ ჩავწვდეთ მის ბუნებას:

ელოჰიმი – ძლიერი, ღვთიური (დაბადება 1:1)
ადონაი – ბატონი, აღნიშნავს მსახურის ბატონის მიმართ დამოკიდებულებას (გამოსვლა 4:10,13)
ელ ელიონ – უზენაესი, უძლიერესი (დაბადება 14:20)
ელ როი – ძლიერი, მხილველი (დაბადება 16:13)
ელ შადაი – ყოვლისშემძლე უფალი (დაბადება 17:1)
ელ ოლამ – უკვდავი ღმერთი (ესაია 40:28)
იაჰვეჰ – უფალი “მე ვარ, რომელი ვარ”, იგულისხმება ღმერთის მარადიული არსებობა (გამოსვლა 3:13,14).

განვაგრძოთ ღმერთის ბუნების გამოვლენა; ღმერთი მარადიულია, მას არ აქვს არც დასაწყისი და არც დასასრული. იგი უკვდავია, დაუსაბამო (მეორე რჯული 33:27; ფსალმუნი 90:2; 1 ტიმოთე 1:17). ღმერთი უცვლელია, ღმერთი კაცი არ არის, რომ ცრუობდეს და არც ადამიანია, რომ გადათქვამდეს (მალაქია 3:6; რიცხვნი 23:19; ფსალმუნი 102:26,27). ღმერთი დიდია, რადგან არავინაა მისი მსგავსი, არ არის ღმერთი შენს გარდა. მაშ, იყავით სრულყოფილნი, ისევე როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი (2 მეფეთა 17:22; ფსალმუნი 86:8; ესაია 40:25; მათე 5:48). დიდია უფალი და ქებულია ფრიად და მისი სიდიადე მიუწვდომელია (ესაია 40:28; ფსალმუნი 145:3; რომაელთა 11:33,34).

კლდეა იგი, სრულყოფილია მისი ქმნილება, რადგან სამართლიანია მისი ყოველი გზა. ჭეშმარიტებაა ღმერთი, არა სიცრუე; მართალი და წრფელია იგი (მეორე რჯული 32:4; ფსალმუნი 18:30). ყოვლისშემძლეა უფალია, არაფერია მისთვის შეუძლებელი; სუფევს უფალი ყოვლისამპყრობელი (გამოცხადება 19:6; იერემია 32:17,27). ყველგანმყოფია უფალი; “განა მხოლოდ ახლოდანა ვარ ღმერთი? განა შორიდან არა ვარ ღმერთი?”; ეს არ ნიშნავს, რომ ის ყველაფერია (ფსალმუნი 139:7-13; იერემია 23:23). ყოვლისმცოდნეა უფალიმ წარსულის, აწმყოსა და მომავლისა, ჩვენი გულისნადებისაც კი. “რადგან უფლის თვალწინაა კაცის გზები დამ ის ყოველ ნაბიჯს აკვირდება” (ფსალმუნი 139:1-5; იგავნი სოლომონისა 5:21).

ერთია უფალი, უფალი, ჩვენი ღმერთი, რომელიც ხედავს ჩვენს გაჭირვებას და გულისნადებს; ერთია უფალი, რომელიც უნდა ვადიდოთ (მეორე რჯული 6:4). სამართლიანია უფალი ჩვენი და უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლით, ქრისტე იესოს გამოსყიდვით, რომელიც წინდაწინ დააყენა ღმერთმა შესაწყალებელ მსხვერპლად რწმენის მეშვეობით, მისსავე სისხლში, რათა უწინ ჩადენილ ცოდვათა მიტევებით გამოჩენილიყო მისი მისამრთლე (გამოსვლა 9:27; მათე 27:45-46; რომაელთა 3:21-26).

უზენაესია ღმერთი; ვერცერთი მისი ქმნილება ერთად თუ ცალცალკე ვერ დააბრკოლებს მის საქმეებს; “არ გაბრუნდება უფლის რისხვა, ვიდრე არ შეასრულებს, ვიდრე არ მიაღწევს განზრახულს” (ფსალმუნი 93:1; 95:3; იერემია 23:20). ღმერთი არის სული (იოანე 1:18; 4:24). ღმერთი სამებაა – მამა, ძე და სულიწმიდა (მათე 28:19; მარკოზი 1:9-11). ღმერთი სიმართლეა, ბოროტეულთაგან შორს არის უფალი, უკუნისამდეა წყალობა მისი (ფსალმუნი 117:2; 1 სოლომონი 15:29).

წმიდა არს უფალი. იგი ხედავს ყველანაირ ბოროტებას და ეს არისხებს მას; ჩვენი ღმერთი მჭამელი ცეცხლია (ესაია 6:3; ბარუკ 1:13; გამოსვლა 3:2,4,5; ებრაელთა 12:29). ღმერთი მწყალობელია და შემბრალებელი, სულგრძელი, დიდმადლიანი და ჭეშმარიტი – ეს სიტყვები ასახავს მის ბუნებას. ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე (გამოსვლა 34:6; ფსალმუნი 31:19; 1 პეტრე 1:3; იოანე 3:16; იოანე 17:3).

ეს მხოლოდ მოკრძალებული მცდელობაა ღმერთის გარშემო არსებულ კითხვებზე საპასუხოდ. ეძიეთ და ჰპოვეთ ის (იერემია 29:13).

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

რა თვისებები აქვს ღმერთს? როგორია ღმერთი?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries