settings icon
share icon
შეკითხვა

რატომ უშვებს ღმერთი ცუდ შემთხვევას კარგ ადამიანზე?

პასუხი


წუთისოფელში ჩვენი ცხოვრების თანამდევია ტკივილი და ტანჯვა. არ არსებობს ადამიანიცხოვრების ულმობელი რეალობა რომ არ განეცადოს და არ დაესვას კითხვა, — „რატომ უშვებს ღმერთი ცუდს კარგი ადამიანების ცხოვრებაში?" — რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე რთული კითხვა მთელ თეოლოგიაში. ღმერთი უზენაესია, ამიტომ ყველა შემთხვევა, ან მისგან დაშვებულია, ან მისგან გამოწვეული მაინც. თავიდანვე უნდა ვაღიაროთ, რომ ადამიანს, რომელიც არ არის მარადიული, უსასრულოდა არც ყოვლისმცოდნე, არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი ღვთის გზებისა და განზრახვების ბოლომდე ჩაწვდომისა.

იობის წიგნიეხმაურება საკითხს, თუ რატომ უშვებს ღმერთი ცუდ შემთხვევას კარგ ადამიანებზე. იობი მართალი კაცი იყო (იობი 1:1),თუმცა ის ისეთი ტკივილით იტანჯებოდა, რაც თითქმის წარმოუდგენელია. ღმერთმა ნება დართო სატანას,მოეწია ნებისმიერი რამ იობისთვის, გარდასიკვდილისა. და სატანამ ყველა საშუალება გამოიყენა. რა იყო იობის პასუხი? „კიდეც რომ მომკლას, მასზე ვარ დანდობილი" (იობი 13:15).„უფალმამომცადაუფალმაწაიღო. კურთხეულიყოსუფლისსახელი" (იობი1:21). იობი ვერ ხვდება რატომ უშვებს ღმერთი ამას,მაგრამ იცის რა ღვთის სიკეთე, არ კარგავს ნდობას მის მიმართ. საბოლოოდ, ჩვენი პასუხიცასეთი უნდა იყოს.

რატომ ატყდებათ თავს უბედურება კეთილ ადამიანებს? როგორც არ უნდა გვიმძიმდეს ამის აღიარება, უნდა გვახსოვდეს, რომ არ არსებობსკეთილიადამიანი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. უკლებლივ ყველა ადამიანიცოდვითწამხდარი და მოწამლულია (ეკლესიასტე 7:20; რომაელთა 3:23; 1 იოანეს 1:8). როგორც იესომ თქვა: „არავინარისკეთილი, გარდაერთიღვთისა" (ლუკას 18:19). თავისებურად, თითოეული ჩვენგანი გრძნობს ცოდვის შედეგს.ხშირად, ეს ჩვენი პირადი ცოდვაა, ხოლოზოგჯერ- სხვისი. ჩვენ დაცემულ წუთისოფელში ვცხოვრობთ და განვიცდით დაცემის შედეგებს.ამათგანაა უსამართლობა და, ერთი შეხედვით,უაზროტანჯვა-წამება.

ფიქრისას, რატომ ემართებათ ცუდი კარგ ადამიანებს, კარგია გაითვალისწინო შემდეგი ოთხი გარემოება:

1) შეიძლება ამქვეყნადცუდი რამშეემთხვათ კეთილ ადამიანებს, მაგრამ ცხოვრება აქ არ მთავრდება. ქრისტიანებს აქვთსაუკუნო პერსპექტივა: „ამიტომ არ ვცხრებით, თუმცა კი იხრწნება ჩვენი გარეგანი კაცი, ჩვენი შინაგანი მაინც ახლდება დღითი დღე. ვინაიდან ჩვენი მსუბუქი და ხანმოკლე ტანჯვა, გარდამეტებულ საუკუნო დიდებას ქმნის ჩვენთვის; რადგან ვუყურებთ არა ხილულს, არამედ — უხილავს, ვინაიდან ხილული დროებითია, ხოლო უხილავი — საუკუნო" (2 კორინთელთა 4:16-18)

2) კარგ ადამიანებს ცუდი ეწევათ, მაგრამ ღმერთი ამ ცუდს საუკეთესოდ, სასიკეთოდ იყენებს:„ჩვენვიცით, რომღვთისმოყვარეთ, რომელნიცმისიგანზრახვითარიანხმობილნი, ყველაფერიშეეწევათსასიკეთოდ (რომაელთა 8:28). როცაცოდვისგანუდანაშაულოიოსებმასაშინელიტანჯვა გადაიტანა, მანშეძლოამყველაფერშიდაენახაღმერთისსასიკეთოგეგმა (დაბადება 50:19-20).

3) მართალთცუდი შეემთხვევათ, მაგრამ ეს ცუდი შემთხვევები აღჭურავს მორწმუნეებს ძლიერი მსახურებისათვის. „კურთხეულია …თანამგრძნობი მამა და ყოველი ნუგეშის ღმერთი. ჩვენი ნუგეშისმცემელი ყოველგვარ გასაჭირში, რომ ჩვენც შევძლოთ ნუგეში ვცეთ ყოველგვარ გასაჭირში მყოფთ იმავე ნუგეშით, რომლითაც ღმერთი გვანუგეშებს. რადგან, როგორც ქრისტეს ტანჯვანი გვაქვს უხვად, ასევე უხვად გვაქვს ქრისტეს მიერ ნუგეშიც" (2 კორინთელთა 1:3-5). ბრძოლაში მიღებული ჭრილობებით უკეთ შეგიძლია დაეხმარომათ, ვინც ახლა იბრძვის.

4) კარგ ადამიანებს ცუდი შეემთხვევათ, საუკეთესოებს კი – უარესი. იესო იყო ერთადერთი ჭეშმარიტად მართალი, მაგრამ ის წარმოუდგენლად დიდად ეწამა. ჩვენ მივყვებით მის ნაბიჯებს: „თუკეთილისმოქმედნიიტანჯებითდაითმენთ, ესმადლიაღვთისწინაშე.ამისათვისხართმოწოდებულნი: „ქრისტეცხომიტანჯათქვენთვისდამაგალითიცდაგიტოვათ, რათამისკვალსმიჰყვეთ; რომელსაცარცცოდვაჩაუდენიადაარცმზაკვრობაგაჰკარებიამისბაგეს; რომელსაცლანძღავდნენდალანძღვითარუპასუხებდა, იტანჯებოდადაარიმუქრებოდა, არამედმიენდოსიმართლითგანმკითხველს (1 პეტრეს 2:20-23). იესოსთვის ცნობილია ჩვენი ტკივილი.

რომაელთა 5:8 აცხადებს: „მაგრამღმერთითავისსიყვარულსჩვენდამიამტკიცებსიმით, რომქრისტემოკვდაჩვენთვის, როცაჯერკიდევცოდვილნივიყავით." წუთისოფელში, ცოდვილი ბუნების მიუხედავად, ღმერთს მაინც ვუყვარვართ. იესოსაც იმდენად შევუყვარდით, რომ მოკვდა ჩვენს ცოდვათა და დანაშაულთა გამო, რომლისთვისაც სიკვდილი გველოდა (რომაელთა 6:23). თუ ჩვენ მივიღებთ იესო ქრისტეს, როგორც მხსნელს (იოანეს 3:16; რომაელთა 10:9), პატიებულნიდავიმკვიდრებთ მარადიულ სასუფეველს ზეცაში (რომაელთა 8:1).

ღმერთი უმიზნოდ არაფერს აკეთებს.ვხვდებით მიზანს თუ არა, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი კეთილი, მოსიყვარულე და მოწყალეა (ფსალმუნები 135:3). ზოგჯერ,ცუდი რამ დაგვატყდება თავს, რომელსაც ვერ ვიგებთ.ნაცვლად იმისა, რომ დავეჭვდეთღვთის სიკეთეში, ჩვენი პასუხი უნდა იყოს მისდამი მინდობა. „მიაქციეღმერთზეშენიგზასავალი, მიენდემასდაისაღასრულებს" (ფსალმუნები 36:5-6) ჩვენ დავდივართ რწმენით და არა ხედვით.

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

რატომ უშვებს ღმერთი ცუდ შემთხვევას კარგ ადამიანზე?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries