settings icon
share icon
შეკითხვა

რას ამბობს ბიბლია სასიკვდილო განაჩენზე ( სიკვდილით დასჯაზე)?

პასუხი


სასიკვდილო სასჯელს ძველი აღთქმა რამდენიმე შემთხვევაში ახსენებს: მკვლელობა (გამოცხადება 21:12), მოტაცება (გამოცხადება 21:16), ზოოფილია (გამოცხადება 22:19), მრუშობა (ლევიანნი 20:10), ჰომოსექსუალობა (გამოცხადება 20:13), ცრუ წინასწარმეტყველება (მეორე რჯული 13:5), პროსტიტუცია და გაუპატიურება (მეორე რჯული 22:4) და რამდენიმე სხვა. თუმცა, უფალი ხშირად იწყალებს მათ, ვისაც ეკუთვნის სასიკვდილო განაჩენი. მაგალითად, დავითმა ჩაიდინა მრუშობა და მკვლელობა, მაგრამ უფალმა არ მოითხოვა მისი მოკვდინება (2 მეფეთა 11:1-5, 14-17; 2 მეფეთა 12:13). საბოლოო ჯამში, ყველა ცოდვის საზღაური სიკვდილია (რომაელთა 6:23). საბედნიეროდ, უფალი თავის სიყვარულს ჩვენი დაუსჯელობით ამტკიცებს (რომაელთა 5:8).

როდესაც ფარისევლებმა იესოს მოუყვანეს ქალი, რომელიც მრუშობის დროს გამოიჭირეს, ჰკითხეს იესოს, ჩაექოლათ თუ არა ქალი, რაც იესომ უპასუხა: „ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად მან დაჰკრას ქვა!" (იოანეს 8:7). ეს არ ნიშნავს იმას, რომ იესომ სიკვდილით დასჯის კანონი გააუქმა ყველა გარემოებაში; იესოს უბრალოდ სურდა გამოევლინა ფარისევლების თვალთმაქცობა. მათ სურდათ, რომ იესოს დაერღვია ძველი აღთქმის კანონი; სინამდვილეში არ აღელვებდათ ქალის ჩაქოლვა (სად იყო მამაკაცი, რომელმაც ასევე ჩაიდინა მრუშობა?) უფალმა გამოიგონა სიკვდილით დასჯა: „და ადამიანის სისხლის დამღვრელის სისხლი ადამიანის მიერვე დაიღვრება, რადგან ადამიანი ღვთის ხატადაა შექმნილი" (დაბ. 9:6). იესო, რაღაც გარემოებებში უჭერდა მხარს სიკვდილით დასჯას, მაგრამ ასევე იჩენდა მოწყალებას მათ მიმართ, ვინც სინამდვილეში ამას იმსახურებდა (იოანეს 8:1-11). პავლე მოციქული ცხადად აღიარებს ხელისუფლების ძალაუფლებას სიკვდილით დასჯასთან მიმართებაში, ოღონდ სათანადო შემთხვევაში (რომაელთა 13:1-7).

როგორ უნდა აღიქვას ქრისტიანმა სასიკვდილით დასჯა? პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ უფალმა დააწესა სიკვდილით დასჯა თავისი სიტყვით; აქვე, საკმაოდ თავხედურია ვიფიქროთ, რომ ჩვენ შეგვიძლია უფალზე მაღალი სტანდარტები დავაწესოთ. უფალი აწესებს ნებისმიერ არსებაზე უმაღლეს სტანდარტებს; ის სრულყოფილია. ეს სტანდარტები მასაც ეხება და არა მხოლოდ ჩვენ. მას უყვარს უკიდეგანო სიყვარულით და შეუძლია უსაზღვრო მოწყალება. ასევე ვხედავთ, რომ მას შეუძლია იყოს განუსაზღვრელად მრისხანე, და იგი ყოველთვის ინარჩუნებს სრულყოფილ ბალანსს.

უნდა მივხვდეთ იმასაც, რომ უფალმა ხელისუფლებას მისცა სასიკვდილო განაჩენის გამოტანის ძალაუფლება (დაბადება 9:6; რომაელთა 13:1-7). არაბიბლიურია ვიფიქროთ, რომ უფალი ყველა ვითარებაში ეწინააღმდეგება სასიკვდილო განაჩენს. ქრისტიანს არასოდეს არ უნდა გაუხარდეს სასიკვდილო განაჩენის გამოტანა, მაგრამ ამავდროულად, არც უნდა შეეწინააღმდეგოს ხელისუფლების უფლებას, სიკვდილით დასაჯოს სასტიკი დამნაშავე.

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

რას ამბობს ბიბლია სასიკვდილო განაჩენზე ( სიკვდილით დასჯაზე)?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries