settings icon
share icon
შეკითხვა

რას ამბობს ბიბლია ფინანსების განკარგვაზე?

პასუხი


ბიბლიას შეუძლია ძალიან ბევრი თქვას ფინანსების განკარგვაზე. მაგრამ იგი ეწინააღმდეგება სესხებას. იხილეთ: იგავნი 6:1-4; 20:16; 22:7; 26-27 („მდიდარი ღატაკებზე მთავრობს და მსესხებელი მონაა გამსესხებლისა... ნუ იქნები მათ შორის, ხელს რომ ურტყამენ, თავდებად რომ უდგებიან სესხზე; თუ არაფერი გმართებს, რისთვის გამოგაცლიან ქვეშაგებს?"). ბიბლია მოგვიწოდებს, რომ სიმდიდრის მოხვეჭის ნაცვლად, ვიზრუნოთ სულიერ სიმდიდრეზე. იგავნი სოლომონისა 28:20: „მორწმუნე კაცი კურთხევითაა მდიდარი, ხოლო გამდიდრების მოსწრაფე არ დარჩება დაუსჯელი." იხილეთ ასევე იგავნი სოლომონისა 10:15;11:4; 18:11; 23:5.

იგავნი სოლომონისა 6:6-11, სიზარმაცისა და ფინანსური ზარალის გარდაუვალ შედეგებზე გვაფრთხილებს. მაგალითად მოყვანილია შრომისმოყვარე ჭიანჭველა, რომელიც თავდაუზოგავად შრომობს მარაგის მოსაგროვებლად. ამ ნაწყვეტის კონტექსტი ასევე გვაფრთხილებს, რომ იმ დროს, როდესაც შეგვიძლია რამე ღირებული ვაკეთოთ, არ უნდა გვეძინოს. „ზოზინა" არის ზარმაცი ადამიანი, რომელსაც მუშაობას დასვენება ურჩევნია. ნათელია, მისი ბოლო სიღარიბე და გაჭირვება იქნება. ამ საკითხის მეორე მხარეს დგას ადამიანი, რომელიც ფულის მოხვეჭითაა შეპყრობილი. მას ეკლესიასტეს 5:10-ში ვხვდებით, მისთვის არასოდეს არაა საკმარისი სიმდიდრე და მუდმივად ხელმომჭირნეა. 1 ტიმოთეს 6:6-11 ასევე გვაფრთხილებს სიმდიდრის სურვილის საფრთხეზე.

სიმდიდრის მოხვეჭის სურვილის საპირისპიროა არა მიღების, არამედ გაცემის ბიბლიური პრინციპი. „ამასთან გეტყვით, ვინც ძუნწად თესავს, ის ძუნწად მოიმკის, ხოლო ვინც კურთხევით თესავს, ის კურთხევით მოიმკის. თითოეულმა როგორც გულით აირჩია, არც შეწუხებით და არც ძალდატანებით. ვინაიდან სიხარულით გამცემი უყვარს ღმერთს" (2 კორინთელთა 9:6-7). ასევე, მოწოდებულნი ვართ უფლის მიერ ბოძებულის სწორად სამართავად. ლუკას 16:1-13-ში, იესო გვიამბობს უსამართლო მნეს შესახებ, რათა დაგვანახოს უარყოფითი მაგალითი გამგებლისა. ისტორიის მორალი: „ჰოდა, თუ უსამართლო მამონას არ უერთგულეთ, ჭეშმარიტს ვინ განდობთ?" (ლუკას 16:11). ასევე საკუთარი ოჯახზე პასუხისმგებლები ჩვენ თვითონვე ვართ, როგორც 1 ტიმოთეს 5:8-ში წერია: „ხოლო, ვინც არ ზრუნავს თავის ახლობლებზე, უფრო მეტად კი თავის სახლეულზე, იგი განუდგა რწმენას და ურწმუნოზე უარესია."

საბოლოოდ, რას ამბობს ბიბლია ფულის განაწილებაზე? პასუხი შეგვიძლია გავაერთიანოთ ერთ სიტყვაში – სიბრძნე. ფულთან მიმართებაში უნდა ვიყოთ გონიერები. ფული უნდა დავზოგოთ, მაგრამ არ უნდა მოვიმარაგოთ. ფული უნდა დავხარჯოთ სიფრთხილითა და კონტროლით. უფალს უნდა დავუბრუნოთ ფული, ბედნიერად და შეწირვით. ფული უნდა გამოვიყენოთ სხვების დასახმარებლად, გამჭრიახობითა და სულიწმიდის კარნახით. სიმდიდრე არ არის ცუდი, თუმცა ფულის სიყვარული ცუდია. არ არის უხამსი სიღარიბე, თუმცა, ცუდია ფულის გაფლანგვა უმნიშვნელო ნივთებზე. ფულის მართვასთან დაკავშირებით, ბიბლია გვეუბნება, რომ ბრძნულად უნდა მოვიქცეთ.

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

რას ამბობს ბიბლია ფინანსების განკარგვაზე?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries