settings icon
share icon
შეკითხვა

რას ამბობს ბიბლია განკურნებაზე? არის განკურნება ქრისტეს გამოსყიდვაში?

პასუხი


ესაიას 53:5, რომელიც მოყვანილია 1 პეტრეს 2:24-ში, არის განკურნების საკვანძო მუხლი, მაგრამ, ხშირად, ის არასწორად არის გაგებული და გადმოცემული. „რომელმაც ჩვენი ცოდვები თვითონვე აზიდა ძელზე თავისი სხეულით, რათა ცოდვისათვის მკვდრებმა სიმართლისათვის ვიცოცხლოთ; ვისი ჭრილობებითაც თქვენ განიკურნეთ." ნათარგმნი სიტყვა „განკურნება" შეიძლება ნიშნავდეს, როგორც ფიზიკურ, ასევე სულიერ განკურნებას. თუმცა ესაიას 53-ე და 1 პეტრეს მე-2 კონტექსტი, ნათლად გვიჩვენებს, რომ საუბარია სულიერ განკურნებაზე. „რომელმაც ჩვენი ცოდვები თვითონვე აზიდა ძელზე თავისი სხეულით, რათა ცოდვისათვის მკვდრებმა სიმართლისათვის ვიცოცხლოთ; ვისი ჭრილობებითაც თქვენ განიკურნეთ" (1 პეტრეს 2:24). ამ მუხლში საუბარია ცოდვასა და სამართლიანობაზე, და არა დაავადებასა და ავადმყოფობაზე. მაშასადამე, ამ ორივე მოცემულობაში „განკურნება" ნიშნავს მიტევებასა და შეწყალებას, არათუ ფიზიკურად განკურნებას.

ბიბლია, მაინც და მაინც, ფიზიკურსა და სულიერ განკურნებას არ აკავშირებს ერთმანეთთან. ხანდახან, ადამიანები ფიზიკურად იკურნებიან ქრისტეს რწმენისას, თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება. ხშირად, ღმერთის სურვილია, რომ განკურნოს, ზოგჯერ კი – არა. მოციქული იოანე შესაბამის მოსაზრებას გვაცნობს: „და აჰა, რა გულდაჯერება გვაქვს მის მიმართ, რომ, როცა რამეს ვთხოვთ მისი ნებისამებრ, იგი გვისმენს. ხოლო როცა ვიცით, რომ იგი გვისმენს, რასაც კი ვთხოვთ, ისიც ვიცით, რომ გვაქვს, რაც მისგან ვითხოვეთ" (1 იოანეს 5:14-15). ღმერთი სასწაულებს მაინც ახდენს. ღმერთი ადამიანებს მაინც კურნავს. ავადმყოფობა, დაავადება, ტკივილი და სიკვდილი, მაინც რეალობაა ცხოვრებაში. ვიდრე ღმერთი არ დაბრუნდება, ყველა, ვინც ცოცხალია, მოკვდება და მათი უმრავლესობა (ქრისტიანების ჩათვლით) დაიხოცება ფიზიკური პრობლემის შედეგად (ავადმყოფობა, დაავადება, დაშავება). ჩვენი ფიზიკური განკურნება ყოველთვის უფლის ნება არ არის.

საბოლოო ჯამში, სრული ფიზიკური განკურნება ზეცაშია. ზეცაში აღარ იქნება ტკივილი, დაავადება, ავადმყოფობა, ტანჯვა ან სიკვდილი (გამოცხადება 21). აჯობებს, თუ ამ ქვეყნიერებაზე საკუთარ ფიზიკურ მდგომარეობაზე ზრუნვით ნაკლებად დავკავდებით და ვკონცენტრირდებით სულიერ მდგომარეობაზე (რომაელთა 12:1-2). ამ შემთხვევაში შევძლებთ გულები მოვმართოთ ზეცისკენ, სადაც აღარ მოგვიწევს ფიზიკურ პრობლემებთან გამკლავება. გამოცხადების 21:4 აღწერს ჭეშმარიტ განკურნებას, რომელსაც უნდა შევნატროდეთ: „მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გადავიდნენ."

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

რას ამბობს ბიბლია განკურნებაზე? არის განკურნება ქრისტეს გამოსყიდვაში?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries