შეკითხვა
რას ამბობს ბიბლია ომზე?
პასუხი
ბევრი ადამიანი, როდესაც ბიბლიაში კითხულობს გამოცხადების 20:13-ს — „არა კლა", შეცდომას უშვებს და ამას იყენებს ომთან მიმართებაში. თუმცა ეს ებრაული სიტყვა ნიშნავს „ჩაფიქრებულ, წინასწარგანზრახულ ადამიანის ბოროტად კვლას; მკვლელობას." უფალი ხშირად მოუწოდებდა ისრაელიანებს, სხვა ერებთან ერთად წასულიყვნენ ომში (1 მეფეთა 15:3; იეს. ნავ. 4:13). უფალმა სიკვდილის განაჩენი გამოუტანა უამრავ დამნაშავეს (გამოსვლა 21:12; 15; 22:19; ლევიანნი 10:11). ასე რომ, უფალი მუდამ არ არის სიკვდილის წინააღმდეგი, ის კრძალავს მკვლელობას. ომი ყოველთვის კარგი არ არის, მაგრამ აუცილებელია. ცოდვილი ადამიანებით სავსე სამყაროში (რომაელთა 3:10-18) ომი გარდაუვალია. ხანდახან, უდანაშაულო ხალხის დასაცავად, ომში წასვლა უკეთესი გამოსავალია.
ძველ აღთქმაში, უფალი ბრძანებს „შური იძიე მიდიანელებზე ისრაელის ძეთათვის" (რიცხვნი 31:2). მეორე რჯული 10:16-17 აცხადებს: „მხოლოდ იმ ხალხთა ქალაქებიდან, რომლებსაც უფალი, შენი ღმერთი, გაძლევს შენ სამკვიდროდ, არ აცოცხლო არც ერთი სული...როგორც გიბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა." ასევე, 1 მეფეთა 15:18-ში წერია: „წადი და დაარისხე ცოდვილი ყამალეკი. ებრძოლე მას, ვიდრე არ მოუღებ ბოლოს." თავისთავად, უფალი არ არის ყველა ომის წინააღმდეგი. იესო კი სრულ თანხვედრაშია მამასთან (იოანეს 10:30), ამიტომ ვერ ვიდავებთ იმაზე, რომ ძველ აღთქმაში ომი მხოლოდ ღმერთის გადაწყვეტილება იყო. ღმერთი არ იცვლება (მალაქია 3:6; იაკობის 1:17).
იესოს მეორედ მოსვლა ბევრად სასტიკი იქნება. გამოცხადების 19:11-21 აღწერს ქრისტეს საბოლოო ბრძოლას. ის სიმართლით განსჯის და იბრძოლებს (მ. 11). იქნება სისხლისღვრა (მ. 13) და სისასტიკე. ფრინველები შეჭამენ ყველა იმ ადამიანის ხორცს, რომლებიც შეეწინააღმდეგება უფალს (მმ. 17-18). ის არ შეიწყალებს მტერთ, რომლებსაც შეიპყრობს და ჩაყრის მოგიზგიზე ცეცხლის ტბაში (მ. 20).
შეცდომაა, თუ ვიტყვით, რომ უფალი მხარს არ უჭერს ომს. იესო პაციფისტი არაა. ბოროტებით სავსე სამყაროში, ხანდახან, ომი უარესი ბოროტების თავიდან ასაცილებლადაა საჭირო. მეორე მსოფლიო ომში ჰიტლერი თუ არ დამარცხდებოდა, კიდევ რამდენი მილიონი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპებოდა? ამერიკის სამოქალაქო ომი რომ არ შეეჩერებინათ, კიდევ რამდენი ხანი მოუწევდათ აფრო-ამერიკელებს ტანჯვა მონობაში?
ომი საშინელებაა. ზოგიერთი სხვებზე „სამართლიანია", მაგრამ, ის ყოველთვის ცოდვის შედეგია (რომაელთა 3:10-18). ამავდროულად, ეკლესიასტეს 3:8-ში ვკითხულობთ: „ჟამი სიყვარულისა და ჟამი სიძულვილისა; ჟამი ომისა და ჟამი მშვიდობისა." სიძულვილითა და ბოროტებით სავსე სამყაროში (რომაელთა 3:10-18) ომი გარდაუვალია. ქრისტიანებმა არ უნდა ისურვონ ომი, მაგრამ არც უნდა შეეწინააღმდეგონ ღვთისგან ძალაუფლება მინიჭებულ მთავრობას (რომაელთა 13:1-4; 1 პეტრეს 2:17). ომის დროს, ყველაზე მნიშვნელოვანია ვილოცოთ წინამძღოლთათვის ღვთიური სიბრძნის მისანიჭებლად, სამხედროების უსაფრთხოებისთვის, პრობლემების სწრაფად გადაჭრისთვის და ორივე მხარეს მინიმალური დანაკარგისთვის (ფილიპელთა 4:6-7).
English
რას ამბობს ბიბლია ომზე?