settings icon
share icon
შეკითხვა

რას ამბობს ბიბლია შობადობის კონტროლზე? შეიძლება კონტრაცეფციის გამოყენება ქრისტიანებში?

პასუხი


უფალმა დაავალა კაცობრიობას: „ინაყოფიერეთ და გამრავლდით" (დაბადება 1:28). უფალმა დააწესა ქორწინება, მყარი გარემო ბავშვის გასაჩენად და აღსაზრდელად. სამწუხაროდ, ზოგჯერ, მშობლებისთვის ბავშვები დაბრკოლებასა და ტვირთს წარმოადგენენ. ისინი, თითქოს, აბრკოლებენ კარიერასა და ფინანსურ მდგომარეობას, და „გვზღუდავენ" სოციალურად. ასეთი ეგოიზმი ხდება კონტრაცეფციის გამოყენების საფუძველი.

განსხვავებით ეგოცენტრიზმისა, რომელიც შობადობის კონტროლის გამოყენების მიზეზია, ბიბლია ბავშვებს კურთხევად წარმოაჩენს (დაბადების 4:1; დაბადების 33:5). ბავშვები – მემკვიდრეობა უფლისგან (ფსალმუნები 127:3-5). შვილები უფლის კურთხევაა (ლუკას 1:42). ბავშვები მოხუცთა გვირგვინია (იგავნი 17:6). უფალი ბერწ ქალთ აკურთხებს შვილებით (ფსალმუნები 112:9; დაბადება 21:1-2; 25:21-22; 30:1-2; 1 მეფეთა 1:6-8; ლუკას 1:7, 24-25). უფალი შვილებს დედის მუცელში ათავსებს (ფსალმუნები 138:13-16). უფალი დაბადებამდე ცნობს შვილებს (იერემია 1:5; გალატელთა 1:15).

ბიბლიაში, დაბადების 38-ე თავში აღწერილი იუდას ვაჟების – ყერისა და ონანის ამბავი, ძალიან ახლოა ამ საკითხთან. თამარი ცოლად შეირთო ყერმა, მაგრამ ის უზნეო იყო და უფალმა მოაკვდინა იგი, დარჩა რა თამარი ქმრისა და შვილების გარეშე. შემდეგ თამარი ცოლად გაჰყვა ყერის ძმას, ონანს, მაზლობის წესის მიხედვით (მეორე რჯულის 25:5-6). ონანმა თავისი ძმის მემკვიდრეობის გაგრძელება არ ისურვა, ამიტომ გადაწყვიტა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებისთვის მიემართა, ანუ შეეწყვიტა. დაბადების 38:10-ში წერია: „და ჩაითვალა ბოროტებად უფლის წინაშე მისი საქციელი, და ისიც მოაკვდინა ღმერთმა." ონანის განზრახვა ეგოისტური იყო: თამარს იყენებდა თავისი სიამოვნებისთვის, მაგრამ ეწინააღმდეგებოდა სამართლით დაწესებულ მოვალეობას, რომ გაემრავლებინა მისი ძმის შთამომავლობა. ეს მონაკვეთი არის იმის მტკიცება, რომ უფალი კონტრაცეფციას ეწინააღმდეგება. თუმცა ონანის სიკვდილის ძირითადი მიზეზი არ იყო კონტრაცეფცია; მიზეზი იყო ონანის ეგოისტური საქციელის მიღმა არსებული განზრახვა.

ბავშვებს უფლის თვალებით უნდა ვხედავდეთ, და არა ამქვეყნიური თვალთახედვით. შეიძლება ითქვას, ბიბლია არ კრძალავს კონტრაცეფციას. კონტრაცეფცია, თავისი არსით, ჩასახვის საწინააღმდეგოა. ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდების ცალკე აღებით როდი განვსაზღვრავთ მის სიავეს თუ სიკეთეს, არამედ, როგორც ონანისგან ვისწავლეთ, მთავარია ამის უკან არსებული განზრახვა. თუ ცოლ-ქმარი კონტრაცეფციას დროებით განაყოფიერებისგან თავშეკავებისთვის იყენებს, ვიდრე ფინანსურად და სულიერად გაძლიერდებოდნენ, მაშინ მისაღებია. ეს ყველაფერი დამოკიდებულია განზრახვაზე.

ბიბლია ყოველთვის ახალისებს შვილების გაჩენას. ბიბლია ცოლ-ქმრისგან შვილს „მოელის". შვილის უარყოფა ყოველთვის უარყოფითად არის წარმოდგენილი წმინდა წერილში. წმინდა წერილი ისტორიებში ყველა წყვილს სურს შვილები. ამავდროულად, ბიბლიურად ვერ დავამტკიცებთ, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების დროებით გამოყენება ძალიან ცუდია. ყველა დაქორწინებულმა უნდა გაითვალისწინოს უფლის ნება, თუ როდის და რამდენი ბავშვი გააჩინოს.

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

რას ამბობს ბიბლია შობადობის კონტროლზე? შეიძლება კონტრაცეფციის გამოყენება ქრისტიანებში?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries