settings icon
share icon
შეკითხვა

რა ნიშნავს სულიწმიდის გმობა?

პასუხი


ცნება, „სულიწმიდის გმობა" ნახსენებია მარკოზის3:22-30-ში და მათეს 12:22-32-ში. იესომ ეს-ესაასასწაული მოახდინა. მას ეშმაკეული მიუყვანეს და მანეშმაკი განდევნა მისგან, განკურნა სიბრმავისადა სიმუნჯისაგან. ეგზორციზმისთვითმხილველებმა იფიქრეს, იყო თუ არა იესო ის მესია, რომელსაც ისინი ელოდნენ. ფარისეველებმა, გაიგონეს რასიტყვა მესია, მაშინვე ჩაახშეს ხალხში ახლადწარმოქმნილირწმენა:„ნამდვილადეშმაკთამთავრის, ბელზებელის,ძალითდევნისოეშმაკებს" (მათეს12:24).

იესო ფარისეველებსლოგიკური არგუმენტებითუმტკიცებდა, რომეშმაკებს სატანის ძალით კი არა, სხვა ძალით სდევნიდა(მათეს 12:25-29). შემდეგ, ის საუბრობს სულიწმიდის გმობაზე: „ამიტომგეუბნებითთქვენ: ყოველიცოდვადაგმობამიეტევებათადამიანებს, მაგრამსულიწმიდისგმობაარმიეტევებათ. ვინცსიტყვასიტყვისკაცისძისნიწააღმდეგ, მიეტევაბამას. მაგრამთუვინმეიტყვისსულიწმიდისწინააღმდეგ, არმიეტევებამასარცამსოფლად, არცმომავალში"(მათეს12:31-32).

სიტყვა გმობა შეიძლება განვმარტოთ, როგორც „დაჟინებული უპატივცემულობა". ეს სიტყვა შეიძლება შეეხოს ისეთ ცოდვებს, როგორიცაა ღვთის ლანძღვა ან ჯიუტად დამცირება იმისა, რაც ღმერთს უკავშირდება. გმობა, ასევე, უფალს მიაწერსბოროტებას ან უარყოფს სიკეთეს, რომელიც უნდა მიაკუთვნოს მას. ამ გმობის კონკრეტულ მაგალითსეწოდება: „სულიწმიდის გმობა"(მათეს12:31). ფარისეველებმა, რეალურად იხილეს რა სულიწმიდის ძალით მომხდარი ქრისტეს სასწაულები, მაინც,ირწმუნებოდნენ მის ეშმაკეულობას(მათეს 12:24). მარკოზის 3:30-ის მიხედვით, იესო პირდაპირ ამბობს, რომ ფარისეველებმა დაგმეს სულიწმიდა: „რადგანამბობდნენ: არაწმიდასულიჰყავსო."

სულიწმიდის გმობა გამოიხატება იესო ქრისტეს ეშმაკითშეპყრობის მტკიცებაში, სულითაღვსილობის ნაცვლად. დღეს, მსგავსი გმობა ვერ განმეორდება. ფარისეველები ისტორიის უნიკალურ მომენტში იყვნენ: მათ ჰქონდათ კანონი და წინასწარმეტყველები, მათ ჰყავდათ სულიწმიდა, რომელიც მათ გულებს აღვივებდა, მათ თვალწინ იდგა თავად ღვთის ძე, და მათ საკუთარი თვალებით იხილეს სასწაულები, რომლებიც მან ჩაიდინა. მანამდე და არც შემდეგ, ადამიანს, მსოფლიო ისტორიაში, არ ჰქონია შანსი, მოზიარე ყოფილიყო ასეთი ღვთაებრივი სინათლისა; თუკი ვინმეს უნდა შეეცნო იესოს პიროვნება, ესენი იყვნენფარისეველები. და მაინც, მათუარყვეს იგი. მათ მიზანდასახულად მიაწერეს სულიწმიდის საქმე ეშმაკს, მიუხედავად იმისა, რომ მათ იცოდნენ სიმართლე და ჰქონდათ მტკიცებულებაც. იესომ მათი თვითნებური, ბრმა დანაშაული, მიუტევებლად გამოაცხადა. სულიწმიდის გმობა იყო უფლის მადლის საბოლოო უარყოფა. მათ ჰქონდათ თავიანთი მიმართულება, და ღმერთმა მიუშვა დაღუპვისაკენ. იესომ ბრბოს უთხრა, რომ ფარისეველთ სულიწმიდის უარყოფა „არ მიეტევება არც ამ საუკუნეში და არც მომავალში" (მათეს 12:32). ეს კიდევ სხვა გზაა იმის სათქმელად, რომ მათ ცოდვა არასოდეს არ მიეტევებათ, არც ახლა და არც მარადიულობაში.როგორც მარკოზის3:29 გადმოგვცემს „მათაღარასოდესმიეტევებათ."

ფარისეველთა მიერ ქრისტეს გმობის (და ღვთის უარყოფის) უშუალო შედეგი შეგვიძლია ვნახოთ შემდეგ თავში. იესო თავდაპირველად „ბევრსასწავლიდამათიგავებით"(მათეს 13:3; მარკოზის 4:2). მოწაფეები საგონებელში ჩააგდო ფაქტმა,რომ ქრისტემშეცვალა დამოძღვრის მეთოდები. იესომ აუხსნა მათ იგავების სარგებელი: ,,იმიტომ, რომთქვენმოცემულიგაქვთცოდნაცათასასუფევლისსაიდუმლოებათა, მათკიარააქვთესმიცემული. . . ისინიუყურებენდავერხედავენ, უსმენენდაარესმითდავერხვდებიან" (მთ. 13.11, 13). იესომ იგავებითა და მეტაფორებით სიმართლის შენიღბვა დაიწყოებრაელ წინამძღოლთა მუქარის გამო.

ვიმეორებთ, სულიწმიდის გმობა დღეს ვეღარ განმეორდება, იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთი ადამიანი ცდილობს ამის გაკეთებას. იესო ქრისტე აღარ არის დედამიწაზე — ის ღმერთის მარჯვნივ ზის. აღარავის შეუძლია იხილოს ქრისტეს მიერ მოხდენილისასწაულები და მიაკუთვნოს ის სატანის ძალას, ვიდრესულიწმიდას.

დღეს, მიუტევებელი ცოდვაგამუდმებული ურწმუნო მდგომარეობაა.სულიწმიდის გადმოსვლა ამხელსქვეყნიერებასცოდვის, სიმართლისადაგანკითხვისგამო (იოანეს 16:8). თუ უკუვაგდებთ მის მხილებას,გავჯიუტდებით და არ მოვინანიებთ — ეს იქნება„სულიწმიდის გმობა." არ არსებობს შეწყალება, არც ამ საუკუნეში და, არც შემდეგში, ადამიანისთვის, რომელიც უგულებელყოფს სულიწმინდის შეგონებებს, რომირწმუნოს იესო ქრისტე. და ასეთ მდგომარეობაში ისურწმუნოებაში მოკვდება. ღვთის სიყვარული აშკარაა: „ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე" (იოანეს 3:16). და არჩევანიც აშკარაა: „ვისაცძესწამს, საუკუნოსიცოცხლეაქვს, ხოლოძისურჩივერიხილავსსიცოცხლეს, არამედღვთისრისხვადარჩებამასზე" (იოანეს 3:36).

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

რა ნიშნავს სულიწმიდის გმობა?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries