შეკითხვა
რამდენი ნაწილისგან შევდგებით? ორისგან თუ სამისგან? რა გვაქვს, სხეული, სამშვინველი და სული, თუ სხეული და სული?
პასუხი
დაბადება 1:26–27 გვასწავლის, რომ ღმერთმა ადამიანი გამორჩეულად შექმნა. წმინდა წერილი ნათელს ჰფენს ადამიანთა მოწოდებას — ურთიერთობა ღმერთთან. და, ამიტომ, მან შეგვქმნა მატერიალური (ფიზიკური) და არამატერიალური (სულიერი) ნაწილებისგან (ეკლესიასტე 12:7, მათეს 10:28, 1 კორინთელთა 5:5, 2 კორინთელთა 4:16, 7:1, იაკობის 2:26). ადამიანის მატერიალური მხარე ხელშესახები და დროებითი ფიზიკური სხეულია. არამატერიალური მხარე უხილავია: სამშვინველი, სული, ინტელექტი, სურვილები, სინდისი, გონება, ემოციები და ა. შ. ისინი უსასრულოდ არსებობენ, ვიდრე ფიზიკური სხეული.
ყველა ადამიანს აქვს ორივე, მატერიალური (ფიზიკური) და არამატერიალური (სულიერი) მახასიათებლები. ნებისმიერ პიროვნებას აქვს ფიზიკური სხეული. თუმცა უხილავი, არაფიზიკური მახასიათებლები ხშირადაა კამათის საგანი. რა წერია წმინდა წერილში ამის შესახებ? დაბადების 2:7 ამტკიცებს, რომ ადამიანი შეიქმნა „ცოცხალ არსებად". რიცხვთა 16:22-ში ვკითხულობთ: „უფალო, ყოველი ხორციელის სულთა ღმერთო!". იგავთა წიგნის 4:23 — „ყველაზე მეტად დაიცავი შენი გული, რადგან მისგან არის სიცოცხლის წყაროები", ანუ გული (და არა მიოკარდიუმი) სათავსოა ადამიანის სურვილებისა და ემოციებისა. მოციქულთა საქმეთა 23:1-ში პავლე განსაზღვრავს სინდისს, როგორც საზრისის იმ ნაწილს, რომელიც კარგისა და ცუდის გარჩევაში გვეხმარება. რომაელთა 12:2-ში საუბარია განახლებული გონების გარდამქმნელ ძალაზე. ეს და ბევრი სხვა მუხლები კაცობრიობის სულიერ მხარეს შეეხება. ჩვენ მატერიალური და არამატერიალური თვისებების ერთობლიობას წარმოვადგენთ.
ასეა თუ ისე, სამშვინველი, სული, ემოციები, სინდისი, სურვილები და გონება ერთმანეთთან დაკავშირებული და ინტეგრირებულია. შესაძლოა, სული და სამშვინველი ყველა არამატერიალური ადამიანური ასპექტების ერთობლიობას წარმოადგენდეს. ამის გათვალისწინებით, ადამიანი ორბუნებიანია (ორად გაყოფილი) თუ სამბუნებიანი (სამად გაყოფილი)? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ორი ნაწილისგან (სხეული და სული) შევდგებით თუ სამისგან (სხეული, სამშვინველი, სული)? შეუძლებელია ეს დოგმატური საკითხი იყოს. ამ საკითხზე თეოლოგები ახლაც კამათობენ და, ჯერჯერობით, არ შეთანხმებულან.
ვისაც წმინდა წერილის მიხედვით ადამიანი ორბუნებიანობის სჯერა, ამტკიცებს, რომ ადამიანი ორი ნაწილისგან შედგება — სხეულისა და სულისგან. ამ ორბუნებიანობის ორი მთავარი თვალსაზრისი არსებობს. პირველის მიხედვით, ადამიანი არის სხეულისა და სამშვინველის ერთობლიობა, რომელსაც აქვს უკვდავი სული. ადამიანის სამშვინველი ეს ერთ პიროვნებაში გაერთიანებული სხეული და სულია. ამ ხედვას მხარს უჭერს დაბადების 2:7, რიცხვნი 9:13, ფსალმუნები 16:10, 97:10, იოანეს 4:8. ეს თვალსაზრისი ამტკიცებს, რომ ამ მუხლებში დაწერილი ებრაული სიტყვა nephesh აღნიშნავს ინტეგრირებულ (გაერთიანებულ) სულს, ცოცხალ არსებას, სიცოცხლეს, მეობას, ანუ ერთიან პიროვნებას (სამშვინველს), რომელიც სხეულისა და სულისგან შედგება. ეს იმას მნიშნავს, რომ თუ ბიბლიაში სიტყვა ruach-ი (სუნთქვა, ქარი ან სული), განცალკევდა სხეულისგან, ადამიანი დაიმსხვრევა — მოკვდება (იხ. ეკლესიასტე 12:7, ფსალმუნები 104:29, 146:4).
ორბუნებიანობის მეორე თვალსაზრისის მიხედვით, ორი სხვადასხვა სახელის მქონე სამშვინველი და სული ერთი და იგივე რამაა. ამ თვალსაზრისით, სიტყვები „სამშვინველი" და „სული" მონაცვლეობით იხმარება (ლუკას 1:46-47, ესაია 26:9, მათეს 6:25, 1 კორინთელთა 5:3, 5) და უნდა გავიგოთ, როგორც სინონიმები, რომელებიც ყველა ადამიანის ერთსა და იმავე სულიერ რეალობას აღნიშნავს. თუმცა ორბუნებიანობის მიხედვით, ადამიანი ორი ნაწილისგან შედგება. ადამიანს აქვს სხეული და სული, რომელიც ქმნის სამშვინველს, ან სხეული და სამშვინველი და სული.
მათ, ვისაც სწამს, რომ წმინდა წერილი ადამიანის სამბუნებიანობას გვასწავლის, ამტკიცებს, რომ ის სამი ცალკეული ნაწილისგან შედგება: სხეულისგან, სამშვინველისგან და სულისგან. ისინი ეყრდნობიან 1 თესალონიკელთა 5:23-სა და ებრაელთა 4:12-ს, სადაც სამშვინველი და სული ცალ-ცალკეა. ორბუნებიანობის მომხრე ეწინააღმდეგება აზრს, რომ თუკი 1 თესალონიკელთა 5:23 გვასწავლის სამბუნებიანობას შესახებ, მაშინ, იგივე ჰერმენევტიკის მიხედვით, მარკოზის 12:30 ოთხბუნებიანობას გვასწავლის?
აუცილებლად უნდა გავაკეთოთ არჩევანი ორბუნებიანობასა და სამბუნებიანობას შორის? ალბათ, არა. თუმცა, მაინც, სიფრთხილე გვმართებს. რაკი სამბუნებიანობის მომხრეები ამცრობენ პიროვნების განუყოფლობას, ზოგიერთნი არასწორად გვასწავლიან, რომ ღმერთი ინტელექტის გვერდის ავლით მისტიურად ურთიერთობს ჩვენს სულებთან. სწორედ ამ მცდარ დებულებაზე დაყრდნობით, ზოგიერთი ეკლესია ემხრობა სამბუნებიანობას, და ქრისტიანების დემონებით შეპყრობას დასაშვებად მიიჩნევს. ისინი სამშვინველსა და სულს აღიქვამენ, როგორც ქრისტიანის ორ განცალკევებულ არამატერიალურ ნაწილს და ამტკიცებენ, რომ შეიძლება ერთი სულიწმიდას ემორჩილებოდეს, ხოლო მეორე — დემონით იყოს შეპყრობილი. ეს სწავლება პრობლემატურია, რადგან ბიბლიაში არსადაა ნახსენები, რომ დემონებს შეუძლიათ შეიპყრონ ისინი, ვინც სულიწმიდაშია დამკვიდრებული.
მიუხედავად იმისა, წმინდა წერილი ემხრობა ორბუნებიანობას თუ სამბუნებიანობას, ჩვენ ყველამ მეფსალმუნესთან ერთად უნდა ვადიდოთ ღმერთი: „გადიდებ, რადგან საოცრებით შემქმენი; საკვირველია საქმენი შენნი, და ჩემმა სულმა იცის ეს სავსებით" (ფსალმუნები 138.14)
English
რამდენი ნაწილისგან შევდგებით? ორისგან თუ სამისგან? რა გვაქვს, სხეული, სამშვინველი და სული, თუ სხეული და სული?