settings icon
share icon
შეკითხვა

რას ნიშნავს ქრისტიანად ხელახლა დაბადება?

პასუხი


რას ნიშნავს ქრისტიანად ხელახლა დაბადება? მოცემულ შეკითხვაზე პასუხი მოყვანილია იოანეს სახარებიდან კლასიკურ ამონარიდში 3:1-21. უფალი იესო ქრისტე ცნობილ ფარისეველსა და სანჰედრინის წევრ (იუდეველთა მთავარ) ნიკოდემეს ესაუბრება. ნიკოდემე იესო ქრისტესთან ღამით მივიდა. მან იესოს შეკითხვებით მიმართა.

იესო ქრისტემ ნიკოდემეს მიუგო: ,,ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება ხელახლა, ვერ იხილავს ღმრთის სასუფეველს.“ ,,როგორ შეიძლება დაიბადოს მოხუცი კაცი?“- კითხა მას ნიკოდემემ. ,,ხომ არ შეუძლია ხელმეორედ შევიდეს დედის საშოში და კვლავ დაიბადოს!“ იესო ქრისტემ მიუგო: ,,ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება წყლისგან და სულისაგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში. ხორცის მიერ შობილი ხორცია, სულის მიერ შობილი - სული. ნუ გიკვირს, რომ გითხარი: ხელახლა უნდა დაიბადოთ - მეთქი.“ (იოანე 3:3-7).

გამოთქმის ,,ხელახლა დაბადება“ პირდაპირი მნიშვნელობაა ,,ზეციდან შობა.“ ნიკოდემეს ნამდვილად ესაჭიროებოდა შინაგანი ცვლილება - სულიერი ტრანსფორმაცია. ახლად შობა, ხელახლა დაბადება ღვთის ქმედებაა, ხოლო უკვდავება მორწმუნის ხვედრია (კორინთელთა მიმართ (მეორე) 5:17; ტიტეს მიმართ 3:5; პეტრე (პირველი) 1:3; იოანე (პირველი) 2:29; 3:9; 4:7; 5:1-4,18). 1:12,13-ში იოანე მოციქულის თქმით, ,,ახლად შობა" ასევე გულისხმობს, რომ ყველა იმას, ვისაც იესო ქრისტეს სახელი სწამს, ,,ღმრთის შვილები“ უნდა ეწოდოთ.

ლოგიკურად ჩნდება კითხვა, ,,რისთვის სჭირდება ადამიანს ხელახლა დაბადება?“ პავლე მოციქული ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში 2:1 ბრძანებს: ,,და აღგადგინათ თქვენც, მკვდრად ქცეულნი თქვენი ბრალეულობით და ცოდვებით...“ რომაელთა მიმართ ეპისტოლეში 3:23 მოციქული ბრძანებს: ,, რაკიღა ყველამ სცოდა და მოაკლდა ღვთის დიდებას.“ ამიტომ ადამიანები ხელახლა უნდა დაიბადონ, რათა მათი ცოდვები მიტევებული იქნას და იმისათვის, რომ დაამყარონ ღმერთთან ურთიერთობა.

ეს როგორ უნდა მოხდეს? პავლე მოციქულის ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში 2:8-9 ნათქვამია: ,,და მართლაც, მადლმა გიხსნათ რწმენის წყალობით; მაგრამ ეს თქვენგან კი არ არის, არამედ ნიჭია ღვთისა; და არც თქვებს საქმეთაგან, რათა არავინ იქადოდეს.“ როდესაც ადამიანი ,,გადარჩენილია“, ის ხელახლა იბადება, სულიერ განახლებას განიცდის და, ახლადშობის კანონის მიხედვით, ღმრთის შვილი ხდება. სულიერად ,,ახლად დაბადება“ ნიშნავს იესო ქრისტეს რწმენას, რომელიც ჯვარს აცვეს ადამიანის ცოდვებისათვის. ,,ამრიგად, ვინც ქრისტეშია, ახალი ქმნილებაა. ძველმა განვლო და, აჰა, ყოველივე არის ახალი." (კორინთელთა მიმართ (მეორე) 5:17).

თუ არასოდეს გწამდათ ჩვენი უფლისა, იესო ქრისტესი, როგორც ჩვენი მხსნელისა, როგორ უნდა გაიგონოთ სული წმინდას ნაკარნახევი, როდესაც ის თქვენს გულს ესაუბრება? ხელახლა უნდა დაიბადოთ. მზად ხართ დღეს წარმოთქვათ ლოცვა მონანიებისა და გახდებით იესოს ახლადშობილი ქმნილება? ,,ხოლო ყველას, ვინც შეიწყნარა იგი, მისცა ხელმწიფება ღმრთის შვილებად წოდებულიყვნენ; ყველას, ვისაც სწამს მისი სახელი; და ვინც არა სისხლისაგან, არა ხორცის ნებისაგან, არა მამაკაცის ნებისაგან, არამედ ღმრთისაგან იშვნენ.” (იოანე 1:12-13).

თუ გსურთ იწამოთ იესო ქეისტე ჩვენს მხსნელად და ხელახლა დაიბადოთ, მოვიყვანთ ლოცვის მაგალითს. გახსოვდეთ, მოცემული თუ სხვა რაიმე ლოცვის წაკითხვა ვერ გადაგარჩენთ. ცოდვისგან მხოლოდ ქრისტეს რწმენა გიხსნით. მოცემული ლოცვა არის მხოლოდ უფლის მიმართ თქვენი რწმენისა და მადლიერების გამოხატვა, რამეთუ მან გვიხსნა ცოდვებისაგან. ,,ღმერთო, ვიცი, რომ შეგცოდე და სასჯელს ვიმსახურებ. მაგრამ იესო ქრისტე ეწამა, რათა ჩემი სასჯელი გამოესყიდა, რათა მისი რწმენისთვის შენდობა მიმეღო. შენი მწამს, რამეთუ შენ ხარ ჩემი ხსნა. მადლობას გწირავ ღვთიური მადლისა და მოწყალებისთვის - რამეთუ შენ მაჩუქე უკვდავება! ამინ!"

მიიღე თუ არა გადაწყვეტილება ქრისტეს სასარგებლოდ აქ წაკითხულიდან გამომდინარე? თუ ეს ასეა, გთხოვ დააწკაპუნო ქვემოთ მოცემულ ღილაკზე ”მე დღეს ქრისტე ვაღიარე”.

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

რას ნიშნავს ქრისტიანად ხელახლა დაბადება?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries