შეკითხვა
კალვინიზმისა და არმინიანიზმისგან რომელი თვალსაზრისია სწორი?
პასუხი
კალვინიზმი და არმინიანიზმი ორი თეოლოგიური სისტემაა, რომლებიც ცდილობს გადარჩენის საკითხში ახსნას კავშირი ღმერთის უზენაესობასა და ადამიანის პასუხიმგებლობას შორის. კალვინიზმი სათავეს იღებს ჟან კალვინისგან, ფრანგი თეოლოგისგან, რომელიც 1509-1564 წლებში ცხოვრობდა. არმინიანიზმი კი დააფუძნა 1560-1609 წლებში მცხოვრებმა იაკობ არმინიუსმა, ჰოლანდიელმა თეოლოგმა.
ორივე სისტემა შეიძლება ხუთ საკითხში მოვაქციოთ. კალვინიზმი ემხრობა ადამიანის სრულ ბიწიერებას, მაშინ როცა არმინიანიზმს მიაჩნია, რომ ადამიანი ნაწილობრივად ბიწიერია. კალვინიზმის სრული ბიწიერების დოქტრინა ეფუძნება დებულებას, რომ ადამიანი ყოველმხრივ ცოდვითაა მოცული, ამიტომ მას არ შეუძლია საკუთარი სურვილით ღმერთთან მიახლოება. ნაწილობრივი ბიწიერება ეფუძნება მოსაზრებას,რომ მართალია ადამიანის ყველა ასპექტი წახდენილია ცოდვისგან, მაგრამ ისე არა, რომ ადამიანს საკუთარი ნებით არ შეეძლოს ღვთის რწმენა. შენიშვნა: კლასიკური არმინიანიზმი უარყოფს „ნაწილობრივ ბიწიერებას" და მხარს უჭერს თვალსაზრისს, რომელიც ძალიან ახლოა კალვინისტურ „სრულბიწიერაბასთან" (თუმცა ამ ბიწიერების ხარისხსა და მნიშვნელობაზე არმინიანელთა შორის დავაა). ზოგადად, არმინიანელებს სჯერათ, რომ არსებობს „შუალედური" მდგომარეობა სრულ წახდენილობასა და ხსნას შორის. ამ მდგომარეობაში, საუკუნო, გარდაუვალი მადლით, ცოდვილი მიელტვის ქრისტეს და მას ღმერთისგან აქვს მინიჭებული არჩევანის შესაძლებლობა.
კალვინიზმის შეხედულებებით არჩევანი უპირობოა, მაშინ, როცა არმიანიანიზმის მიხედვით, არჩევანი გადამწყვეტია. უპირობო არჩევანი გულისხმობს იმას, რომ ღმერთი საკუთარი სურვილით წყვეტს ადამიანი გადარჩება თუ არა, და მხედველობაში არ აქვს პიროვნების რაიმე თვისობრივი მახასიათებლები. არჩევანის მდგომარეობის მიხედვით, ღმერთის გადაწყვეტილება ადამიანი გადარჩება თუ არა, დამოკიდებულია მის წინასწარჭვრეტაზე, რომელიც ხედავს, თუ ვინ ირწმუნებს ქრისტეს გადარჩენისთვის, სწორედ იმ პირობით, რომ ინდივიდი ირჩევს ღმერთს.
კალვინიზმი ამტკიცებს, რომ გამოსყიდვა შეზღუდულია, მაშინ, როცა არმინიანიზმის მიხედვით, ის შეუზღუდავია. ეს მოსაზრება ყველაზე მეტად საკამათოა. შეზღუდული გამოსყიდვა არის შეხედულება, რომ იესომ მხოლოდ რჩეულთათვის გასწირა თავი. შეუზღუდავი გამოსყიდვა კი — იესო ყველასთვის მოკვდა, მაგრამ მისი სიკვდილი ამაოა მანამ, სანამ ადამიანი არ ირწმუნებს მას.
კალვინიზმი ამტკიცებს — ღმერთის მადლი უძლეველია, ხოლო არმინიანიზმი კი — ადამიანს შეუძლია წინ აღუდგეს ღვთის მადლს. უძლეველი მადლია, როცა ღმერთი უხმობს ადამიანს გადასარჩენად, და ის აუცილებლად გადარჩება. დაძლევადი მადლი იმას ნიშნავს, რომ ღმერთი ყველას უხმობს გადასარჩენად, მაგრამ ბევრი ადამიანი ეწინააღმდეგება და უარყოფს ამ მოწოდებას.
კალვინიზმი ემხრობა წმიდების გამძლეობას, ხოლო არმინიანიზმი — არჩევითობას. წმიდების გამძლეობის კონცეფციით, ღვთისგან არჩეული ადამიანი შეინარჩუნებს რწმენას და არასდროს უარყოფს ქრისტეს და არასდროს აქცევს მას ზურგს. არჩევანზე დამოკიდებული გადარჩენა არის ხედვა, რომლის მიხედვით ქრისტეს მორწმუნეს შეუძლია საკუთარი ნებით უარი თქვას ქრისტეზე, და ამით, დაკარგოს ხსნა. მიაქციეთ ყურადღება — ბევრი არმინიანელი უარყოფს „არჩევითობას" და „საუკუნო უსაფრთოხებას" ირჩევს.
კალვინიზმისა და არმინიანიზმის დებატებისას, რომელია მართალი? საგულისხმოა, ქრისტეს სხეულში ასეთი დაყოფების მიუხედავად, ვაწყდებით კალვინიზმისა და არმინიანიზმის შეხედულებათა ნარევს. არსებობენ ხუთ პუნქტიანი კალვნისტები და ხუთ პუნქტიანი არმიანისტები. ასევე სამპუნქტიანი კალვინისტები და ორპუნქტიანი არმინიანისტები. ზოგიერთი მორწმუნე, საბოლოოდ, ამ ორი თვალსაზრისის ნარევით მიღებულ შეხედულებამდე დადის. საბოლოოდ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ, აუხსნელის ახსნისას, ორივე სისტემა განიცდის მარცხს. დიახ, ღმერთი აბსოლუტურად მოწყალეა და ყოვლისმცოდნეა. დიახ, ადამიანები მოწოდებულნი არიან მიიღონ სწორი გადაწყვეტილება და სწამდეთ ქრისტე მხსნელისა. ეს ორი ფაქტი ურთიერთგამომრიცხავი ჩანს, მაგრამ ღმერთის გონებაში ისინი სრულყოფილად თავსდება.
English
კალვინიზმისა და არმინიანიზმისგან რომელი თვალსაზრისია სწორი?