შეკითხვა
შეიძლება ქრისტიანი დემონით შეპყრობილი იყოს?
პასუხი
ბიბლია პირდაპირ მაგალითს არ გვაძლევს ქრისტიანის ეშმაკით შეპყრობილების საკითზე, მაგრამ ბიბლიურ ჭეშმარიტებებზე დაყრდნობით, ცხადზე უცხადესია — ქრისტიანი ვერ იქნება დემონით შეპყრობილი. არსებობს მკვეთრი განსხვავება დემონით შეპყრობასა და შევიწროებას შორის. დემონით შეპყრობას ახასიათებს ადამიანის ფიქრების ანდა ქმედებების პირდაპირი ან სრულ კონტროლი (მათეს 17:14-18; ლუკას 4:33-35; 8:27-33). დემონით შევიწროება ან ზემოქმედება ნიშნავს, რომ დემონი ან დემონები სულიერად ესხმიან თავს ანდა უბიძგებენ ცოდვისკენ. ახალ აღთქმაში ყველა სულიერი ბრძოლის გათვალისწინებით, არ არსებობს ინსტრუქცია ადამიანისგან დემონთა გამოდევნისა (ეფესელთ 6:10-18). მორწმუნეები უნდა წინაღუდგნენ ეშმაკს (იაკობის 4:7; 1 პეტრეს 5:8-9), არათუ გამოდევნონ ის.
ქრისტიანებში მკვიდრობს სულიწმიდა (რომაელთა 8:9-11; 1 კორინთელთა 3:16; 6:19). რა თქმა უნდა, სულიწმინდა არ დაუშვებს დემონმა მოიცვას ის ადამიანი, რომელშიც თავად მკვიდრობს. ღმერთი არ დაუშვებს ეშმაკმა შეიპყროს თავისი შვილი, რომელიც მან გამოისყიდა ქრისტეს სისხლით (1 პეტრეს 1:18-19) და გარდაქმნა ახალ ქმნილებად (2 კორინთელთა 5:17). დიახ, როგორც მორწმუნენი, ვებრძვით სატანას და მის დემონებს, მაგრამ არა ჩვენში. მოციქული იოანე აცხადებს: „თქვენ ღვთისგან ხართ, შვილნო, და სძლიეთ მათ. რადგან ის, ვინც თქვენშია, მეტია იმაზე, ვინცსოფელშია" (1 იოანეს 4:4). ვინ არის ის, ვინც ჩვენშია? ესაა სულიწმიდა. ვინ არის ქვეყნიერებაზე? სატანა და თავისი დემონები. აქედან გამომდინარე, მორწმუნეებმა დაამარცხეს დემონთა სამყარო და, ბიბლიის მიხედვით, ისინი ვერ შეიპყრობენ მორწმუნეს.
მყარი ბიბლიური მტკიცებულებებით, დემონი ვერ შეიპყრობს ქრისტიანს, თუმცა ზოგიერთი ბიბლიის მქადაგებელი ლაპარაკობს „ეშმაკეულობაზე", რაც გულისხმობს ქრისტიანს ეშმაკის მიერ გაკონტროლებულს. ზოგი დაობს, რომ ქრისტიანები ვერ იქნებიან შეპყრობილინი დემონის მიერ, მაგრამ ქრისტიანი შეიძლება იყოს ეშმაკეული. შედეგი კი იგივეა. სინონიმების გამოყენებით არ შეიცვლება ფაქტი — ეშმაკი, ვერც ჩაუსახლდება და, ვერც სრულად გააკონტროლებს ქრისტიანს. ეჭვგარეშეა, დემონის ზეგავლენა და ქრისტიანთა შევიწროება, მაგრამ ბიბლიის მიხედვით შეუძლებელია ვთქვათ, რომ ქრისტიანი შეიძლება იყოს ეშმაკით შეპყრობილი ან ეშმაკეული.
ბევრს თუ ვიმსჯელებთ, ეშმაკეულობის უკან დგას პირადი გამოცდილება იმისა, რომ „ნამდვილად" არსებობდა დემონის მიერ შეპყრობილი ქრისტიანი. გადამწყვეტია, რომ არ მივცეთ საშუალება საკუთარ გამოცდილებას გავლენა მოახდინოს ბიბლიის განმარტებაზე. პირიქით, პირადი გამოცდილება ბიბლიის ჭეშმარიტებათა ფონზე უნდა გავფილტროთ (2 ტიმოთეს 3:16-17). საეჭვოა იმ ადამიანის რწმენის სიწრფელე, რომელიც ქრისტიანად იწოდებოდა, მაგრამ, ახლა, ეშმაკეულად მოგვევლინა. შესაძლოა ადამიანი ნამდვილად ქრისტიანი იყოს, მაგრამ, ამასთანავე, დემონის მიერ გატანჯული ანდა ფსიქოლოგიური პრობლემებით სავსე. მაგრამ, ვიმეორებთ, ჩვენი გამოცდილება უნდა ეთანხმებოდეს ბიბლიას და არ სცდებოდეს მას.
English
შეიძლება ქრისტიანი დემონით შეპყრობილი იყოს?