settings icon
share icon
შეკითხვა

რას ამბობს ბიბლია ქრისტიან დედებზე?

პასუხი


დედობა უმნიშვნელოვანესი როლია, რომელსაც უფალი ანიჭებს თავისი გადაწყვეტილებით. ქრისტიან დედას შვილები უნდა უყვარდეს (ტიტეს 2:4-5) და პატივი მიაგოს უფალს, მხსნელს, რომლის სახელითაც მოქმედებს.

შვილი უფლის საჩუქარია (ფსალმუნები 126:3-5). ტიტეს 2:4-ში, ბერძნული სიტყვა „ფილოტეკნოს" მოსიყვარულე დედას ასახავს. ეს სიტყვა გამოხატავს განსაკუთრებულ დედობრივ სიყვარულს. ეს სიტყვა მოიცავს შვილებზე ზრუნვას, მათ აღზრდას, ჩახუტებას, მათი საჭიროებების გაზიარების და თითოეულთან ნაზ, მეგობრულ ურთიერთობას, როგორც ღვთის ხელიდან გამოსულ უნიკალურ საჩუქართან.

ქრისტიან დედათა მოვალეობები წმინდა წერილიდან:

მუდმივი მზადყოფნა – ყურადღება დილას, შუადღეს და საღამოს (მეორე რჯული 6:6-7)

ერთობა – ურთიერთკავშირი, საუბარი, აზრების გაზიარება და ცხოვრებაში ერთად სვლა (ეფესელთა 6:4)

სწავლება – დამოძღვრა წმინდა წერილითა და ბიბლიური მსოფლმხედველობით (ფსალმუნები 77:5-6; მეორე რჯული 4:10; ეფესელთა 6:4)

მომზადება – ბავშვების უნარების განვითარება, მათი ძლიერი მხარეებისა და სულიერი ნიჭების აღმოჩენაში დახმარება (რომაელთა 12:3-8; 1 კორინთელთა 12 თ.)

დისციპლინა – უფლის შიშის სწავლება, საზღვრების დაწესება მუდმივად, სიყვარულითა და სიმტკიცით (ეფესელთა 6:4; ებრაელთა 12:5-11; იგავნი 13:24; 19:18; 22:15; 23:13-14; 29:15-17)

აღზრდა – მუდმივი სიტყვიერი მხარდაჭერის უზრუნველყოფა, დაცემისა და წამოდგომის შესაძლებლობა, მიღება, თანაგრძნობა და უპირობო სიყვარული (ტიტეს 2:4; 2 ტიმოთეს 1:7; ეფესელთა 4:29-32; 5:1-2; გალატელთა 5:22; 1 პეტრეს 3:8-9)

სამართლიანობის მაგალითის მიცემა – სიტყვის შესრულება, სანიმუშო ცხოვრება, რათა შვილებმა ისწავლონ ღვთისმოსაობის რაობა (მეორე რჯული 4:9, 15, 23, იგავნი 10:9; 11:3; ფსალმუნები 36:18, 37).

ბიბლია არსად არ ამბობს, რომ ყველა ქალი დედა უნდა იყოს. თუმცა, ვისაც უფალმა მისცა დედობის შესაძლებლობა, ეს პასუხისმგებლობა უნდა მიიღოს სრული სერიოზულობით. დედებს აქვთ უნიკალური და გადამწყვეტი როლი საკუთარი შვილების ცხოვრებაში. დედობა არ არის უსიამოვნო დავალება, მძიმე საქმე. როგორც ორსულობის შემდეგ კვებავს და უვლის ახალშობილს, ისე, ამის შემდეგაც თამაშობს წამყვან როლს შვილების ცხოვრებაში, მნიშვნელობა არ აქვს მოზარდები, ახალგაზრდები თუ ზრდასრულნი არიან ისინი. ვიდრე დედის როლი და მიდგომები ვითარდება და იცვლება, დედის სიყვარული, ზრუნვა, აღზრდა და გამხნევება უცვლელია.

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

რას ამბობს ბიბლია ქრისტიან დედებზე?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries