settings icon
share icon
შეკითხვა

როგორ შეიძლება გავხდე ქრისტიანი?

პასუხი


იმისათვის, რომ ქრისტიანი გახდე, ჯერ უნდა გაიგო, რას ნიშნავს ტერმინი „ქრისტიანი". ტერმინი „ქრისტიანი" ანტიოქიაში გაჩნდა ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში (იხ. საქმეები 11:26). შესაძლებელია, რომ თავიდან „ქრისტიანს" დამამცირებელი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ სიტყვის ზუსტი თარგმანია „პატარა ქრისტე". თუმცა, საუკუნეების განმავლობაში, მორწმუნეებმა მიიღეს ტერმინი „ქრისტიანი" და ამით აღნიშნავენ იმას, რომ ქრისტეს მიმდევრები არიან. ქრისტიანის მარტივი განმარტება ასეთია: ის, ვინც ქრისტეს აღიარებს.

რატომ უნდა გავხდე ქრისტიანი?
იესო ქრისტე ამბობდა: „ძე კაცისა არ მოსულა იმისათვის, რომ მას ემსახურონ, არამედ იმისათვის, რომ თავად ემსახუროს და მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად" (მარკოზის 10:45). ჩნდება კითხვა: რატომ გვჭირდება გამოსყიდვა? გამოსყიდვის იდეა გულისხმობს საზღაურს, რომელიც უნდა გაიღონ ადამიანის განსათავისუფლებლად. გამოსასყიდის ცნება ყველაზე ხშირად ჩნდება გატაცებულ ადამიანებთან მიმართებით, მაშინ, როდესაც იგი მოტაცებული და დატყვევებულია მანამ, სანამ გამოსასყიდს არ გადაიხდიან მისთვის.

იესომ გადაიხადა გამოსასყიდი, რომ მონობიდან განვეთავისუფლებინეთ! რისი მონობიდან? გამოსასყიდი, რომელიც უკავშირდება ცოდვას, ფიზიკურ სიკვდილს, რასაც ღმერთისგან სამუდამოდ დაშორება მოსდევს. რატომ უნდა გადაეხადა იესოს ეს საზღაური? იმიტომ, რომ ჩვენ წარწყმენდილნი ვართ ცოდვით (რომაელთა 3:23) და ამიტომ ვიმსახურებთ ღმერთის სასჯელს (რომაელთა 6:23). როგორ გადაიხადა იესომ ჩვენი გამოსასყიდი? ჯვარზე სიკვდილით ჩვენი ცოდვების გამო. (1 კორინთელთა 15:3; 2 კორინთელთა 5:21). როგორ შეეძლო იესოს სიკვდილს, რომ ჩვენი ყველა ცოდვა გამოესყიდა? იესო იყო ღმერთი კაცად მოვლენილი. ღმერთი მოვიდა დედამიწაზე, იქცა ერთ ჩვენგანად და მოკვდა ჩვენი ცოდვებისთვის (იოანეს 1:14). როგორც ღმერთის, იესოს სიკვდილი შეუფასებელია, რომლითაც მან მთელი კაცობრიობის ცოდვები გამოისყიდა (1 იოანეს 2:2). სიკვდილის შემდეგ იესოს აღდგომამ დაადასტურა, რომ მისი სიკვდილი საკმარისი მსხვერპლი იყო, რომ მან მართლაც გაიმარჯვა ცოდვასა და სიკვდილზე.

როგორ უნდა გავხდე ქრისტიანი?
ეს საუკეთესო ამბავია. ისე შეგვიყვარა ღმერთმა, რომ ყველას მოგვანიჭა გაქრისტიანების საშუალება. ამისთვის, უნდა მიიღოთ იესო, როგორც თქვენი მხსნელი; უნდა აღიაროთ მისი სიკვდილი, როგორც მსხვერპლი თქვენი ცოდვების გამოსასყიდად (იოანეს 3:16). მხოლოდ ის უნდა აღიაროთ მხსნელად (იოანეს 14:6; საქმეები 4:12). ქრისტიანობის მიღება არ არის მხოლოდ რიტუალი, ეკლესიაში სიარული და გარკვეული რაღაცების კეთება ანდა თავშეკავება ბევრი რამისგან. ქრისტიანობის მიღება ნიშნავს იესო ქრისტესთან პირადი ურთიერთობის დამყარებას. იესო ქრისტესთან პირადი ურთიერთობა რწმენით ისაა, რაც ადამიანს ქრისტიანად აქცევს.

ხართ თუ არა მზად ქრისტიანობის მისაღებად?
უნდა გწამდეთ, რომ ხართ მზად ქრისტიანობის მისაღებად და ქრისტეს, როგორც მხსნელის საღიარებლად – სულ ესაა, რაც მოგეთხოვებათ. გესმით და გჯერათ, რომ შესცოდეთ და ღმერთისგან სასჯელს იმსახურებთ? გესმით და გჯერათ, რომ იესომ აიღო საკუთარ თავზე სასჯელი, როცა თქვენს ნაცვლად მოკვდა? გესმით და გჯერათ, რომ მისი სიკვდილი საკმარისია ყველა თქვენი ცოდვის გამოსასყიდად? თუკი ამ სამ კითხვაზე დადებითად პასუხობთ, მაშინ მიენდეთ იესოს, თქვენს მხსნელს. მიიღეთ ის რწმენით, მხოლოდ მისი გწამდეთ. სულ ესაა, რაც უნდა გააკეთოთ იმისთვის, რათა ქრისტიანი გახდეთ!

მიიღე თუ არა გადაწყვეტილება ქრისტეს სასარგებლოდ აქ წაკითხულიდან გამომდინარე? თუ ეს ასეა, გთხოვ დააწკაპუნო ქვემოთ მოცემულ ღილაკზე ”მე დღეს ქრისტე ვაღიარე”.

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

როგორ შეიძლება გავხდე ქრისტიანი?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries