შეკითხვა
რას ამბობს ბიბლია შექმნასა და ევოლუციის დაპირისპირებაზე?
პასუხი
ეს პასუხი არ მოემსახურება მეცნიერული არგუმენტების მოყვანას შესაქმისა და ევოლუციის დავასთან დაკავშირებით. ამ სტატიის მიზანია, ბიბლიის მიხედვით, აიხსნას, თუ რატომ არსებობს შესაქმისა და ევოლუციაზე დავა დღემდე. რომაელთა 1:25-ში ვკითხულობთ: „მათ ღმერთის ჭეშმარიტება შეცვალეს სიცრუით, თაყვანს სცემდნენ და ემსახურებოდნენ ქმნილებას, ნაცვლად შემოქმედისა, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ."
შექმნისა და ევოლუციის დაპირისპირების მთავარი ფაქტორია ის, რომ მეცნიერთა უმრავლესობა, რომელთაც ევოლუციის სჯერათ, ათეისტები და აგნოსტიკოსებიც არიან. თეისტებიც არიან ევოლუციის მომხრენი. ზოგიერთებს დეისტური შეხედულება აქვთ უფალზე – სჯერათ უფლის არსებობისა, მაგრამ არ აღიარებენ მის ჩართულობას მსოფლიოში მომხდარ მოვლენებში და მიაჩნიათ, რომ ყველაფერი თვითნებურად მიმდინარეობს. სხვები წრფელად და პატიოსნად ეძებენ მონაცემებს და აღიარებენ, რომ ეს მონაცემები ევოლუციას უფრო ესადაგება. თუმცა ყველაზე გავრცელებული ახსნა ამ თემისა ისაა, რომ ევოლუცია, გარკვეულწილად, შეუთავსებელია ბიბლიასა და ღვთის რწმენასთან.
მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ არსებობენ ისეთ მეცნიერებიც, რომლებსაც ევოლუციასთან ერთად სწამთ უფლისა და ბიბლიისა, მათი წინააღმდეგობის გარეშე. მაგრამ, ევოლუციის მომხრე მეცნიერების უმრავლესობა ამტკიცებს სიცოცხლის წარმოშობას ყოველგვარი უზენაესი ძალის ჩარევის გარეშე. ევოლუციის თანამედროვე თეორია, პრაქტიკულად, თითქმის მთლიანად ნატურალისტური მეცნიერებაა.
ამ პოზიციების მიღმა სულიერი მმართველობაა. ათეისტები, თავიანთი პოზიციის გასამყარებლად, ამბობენ, რომ სხვა გზა უნდა იყოს — შემოქმედის გარდა — მსოფლიოსა და კაცობრიობის შექმნისა. მიუხედავად იმისა, რომ ევოლუციის მხოლოდ ზოგიერთი ფორმა თარიღდება ჩარლზ დარვინის თეორიით, ის იყო პირველი, ვინც განავითარა დამაჯერებელი, ბუნებრივი წყარო ევოლუციისა: ბუნებრივი გადარჩევა. დარვინმა ერთხელ თავი ქრისტიანად წარმოადგინა, მაგრამ ცხოვრებაში გადამხდარ ტრაგედიათა გამო, მან უარყო უფლის რწმენა და მისი არსებობა.
დარვინის მიზანი უფლის არსებობის უარყოფაში არ მდგომარეობდა და ამ თვალითაც არ ხედავდა მას კვლევის პროცესში. მაგრამ, სამწუხაროდ, დარვინის იდეები სხვაგვარად გავრცელდა ათეიზმის მომხრეთა მეშვეობით. ერთი მიზეზი, რომლის გამოც მორწმუნეები თანამედროვე ევოლუციურ თეორიას ეწინააღმდეგებიან, არის ის, რომ იგი ათეიზმის მსოფლმხედველობითაა შეფუთული და მოწოდებული. ევოლუციის მომხრე მეცნიერები უარყოფენ, რომ მათი მიზანია წარმოშობის სხვა გზის მოძებნა, და, ამასთანავე, საფუძვლის ჩაყრა ათეიზმისთვის. და მაინც, ბიბლიის მიხედვით, ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რატომაც გვაქვს ევოლუციის თეორია დღემდე.
ბიბლიაში წერია: „თქვა უგუნურმა თავის გულში: არ არის ღმერთი" (ფსალმუნები 14:1; 52:1). ასევე, ბიბლია აცხადებს – მათ, ვისაც არ სწამთ უფლისა, როგორც შემოქმედისა, გამართლება არ აქვთ. „ვინაიდან მისი უხილავი, მისი მარადიული ძალა და ღვთაება სოფლის დასაბამიდან ქმნილებათა ხილვით შეიცნობა. ასე რომ, მათ პატიება არა აქვთ" (რომაელთა 1:20). ბიბლიის მიხედვით, უგუნურია ყოველი უფლის არსებობის უარმყოფელი. უგუნურობა არ ნიშნავს ინტელექტის ნაკლებობას. აუცილებლობის შემთხვევაში, ევოლუციის მომხრე მეცნიერები ინტელექტუალები არიან. უგუნურება გულისხმობს ცოდნის არასწორად გამოყენებას. იგავნი 1:7: „უფლის შიშის ცოდნის სათავეა. სიბრძნე და შეგონება ბრიყვებს არ უყვართ".
ევოლუციის მომხრე ათეისტები ხშირად დასცინიან შესაქმის ანდა გონიერ ჩანაფიქრს, როგორც არამეცნიერულს და გამოკვლევებისთვის გამოუსადეგარს. რაიმე „მეცნიერებად" რომ ჩაითვალოს, „ნატურალისტურიც" უნდა იყოს. შესაქმის ახსნა-განმარტების ბუნების წესების მიღმა მივყავართ. რაკი უფლის გამოცდა შეუძლებელია, ლოგიკურად, შესაქმს ანდა გონიერი ჩანაფიქრს მეცნიერულად ვერ მივიჩნევთ.
მკაცრად რომ ვთქვათ, შეუძლებელია ევოლუციას დავაკვირდეთ ან გამოვცადოთ ისე, როგორც გონიერი ჩანაფიქრს, მაგრამ ეს არ აბრკოლებს ევოლუციის ურწმუნო მომხრეებს. შედეგად, ყველა მონაცემი იფილტრება, მიკერძოებული, სავარაუდო და წინასწარ მიღებული ნატურალიზმის მსოფლმხედველობით, ყველა სხვა ალტერნატივის გაუთვალისწინებლად.
დედამიწისა და სიცოცხლის წარმოშობის პირდაპირი გამოკვლევა შეუძლებელია. შესაქმისა და ევოლუციის აღიარებისთვის საჭიროა გარკვეული რწმენა. ჩვენ არ შეგვიძლია დროში დაბრუნება დედამიწისა და სიცოცხლის წარმოშობის გამოსაკვლევად. ვინც მყარად უარყოფს შესაქმეს, იგივე ლოგიკით, აიძულებს სხვებს ევოლუციის უარყოფას.
თუ შესაქმე მართალია, მაშინ არსებობს შემქმნელი, ვისთანაც ანგარიშვალდებულნი ვართ. ევოლუციის დღევანდელი სახე ათეიზმს უწყობს ხელს. ევოლუციის დახმარებით ათეისტებს ღვთის გარეშე შეუძლიათ სიცოცხლის წარმოშობის ახსნა. ზუსტად ამ სახით, თანამედროვე ევოლუციის თეორიები ემსახურება შესაქმის სხვა ისტორიის ჩამოყალიბებას ათეისტური რელიგიებისათვის. ასეთი თანამედროვე თეორიები ემსახურება „შექმნის ისტორიის" ჩანაცვლებას ათეისტური რელიგიისთვის.
ბიბლია ნათლად აცხადებს: ღმერთია შემოქმედი! ნებისმიერი მეცნიერული ინტერპრეტაცია, რომელიც უარყოფს უფლის ხელს წარმოშობაში, შეუსაბამოა წმინდა წერილთან.
English
რას ამბობს ბიბლია შექმნასა და ევოლუციის დაპირისპირებაზე?