settings icon
share icon
შეკითხვა

ბიბლიაში აღწერილია მოციქულთა სიკვდილი? როგორ დაიღუპა თითოეული მოციქული?

პასუხი


ერთადერთი მოციქული, რომლის სიკვდილიც ბიბლიაში აღწერილია, არის იაკობი (საქმეები 12:1). მეფე ჰეროდემ „მახვილით მოაკვლევინა იაკობი," და აქ იგულისხმება თავის მოკვეთა. სხვა მოციქულების სიკვდილი საეკლესიო ტრადიციებს უკავშირდება, ამიტომ დიდი მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ. საეკლესიო გადმოცემებში ყველაზე გავრცელებულია პეტრე მოციქულის სიკვდილი, რომელიც რომში ჯვარზე უკუღმა გააკრეს, იესოს წინასწარმეტყველების თანახმად (იოანეს 21:18). ქვემოთ მოცემულია მოციქულების მეტ-ნაკლებად ცნობილი გადმოცემები, რომლებიც მოციქულების სიკვდილს ეხება.

მათე მოწამეობრივად მოკლეს ეთიოპიაში, ხმლით მიყენებული ჭრილობით. რომში, დევნის დროს იოანეც ეწამა, როდესაც ადუღებული ზეთით სავსე ქვაბში ჩააგდეს, მაგრამ ის სასწაულებრივად გადარჩა, რის შემდეგაც რომაელებს მოუწიათ მისი გადასახლება პატმოსის კუნძულზე. კუნძულ პატმოსზე იოანემ დაწერა გამოცხადება, წინასწარმეტყველური წიგნი. მოგვიანებით მოციქული იოანე გაათავისუფლეს და იგი დაბრუნდა დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე. ის იყო ერთადერთი მოციქული, რომელიც, მოხუცებულობაში, მშვიდად გარდაიცვალა.

იაკობი, ძმა უფლისა (არაოფიციალური მოციქული), იერუსალიმის ეკლესიის წინამძღოლი იყო. ის გადმოაგდეს ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთის ქიმიდან (დაახლოებით 30 მეტრიდან), როცა იუარა ქრისტეს უარყოფა. დაინახეს რა, რომ გადარჩა, სიკვდილამდე სცემეს ხელკეტებით. ფიქრობენ, რომ ეს ის ქიმია, რომელზეც სატანამ ქრისტე აიყვანა საცდუნებლად.

ბართლომე, ცნობილი როგორც ნათანიელი, აზიაში მოღვაწეობდა მისიონერად. ის ქადაგებდა დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე და აწამეს სომხეთში ქრისტეს ქადაგებისთვის. ის გამათრახებით მოკლეს. ანდრია პირველწოდებული საბერძნეთში ლათინური იქსის ფორმის ჯვარზე გააკრეს. შვიდმა ჯარისკაცმა რამდენჯერმე გაამათრახა, შემდეგ მისი სხეული თოკით მიაბეს, რათა წამება გაეხანგრძლივებინათ. მისი მიმდევრები ამბობდნენ, რომ როდესაც ის ჯვართან მიჰყავდათ, მან წარმოთქვა შემდეგი სიტყვები: „დიდხანს ველოდი ამ ბედნიერ წუთს. ჯვარი ნაკურთხია იესო ქრისტეს სხეულით." ვიდრე გარდაიცვლებოდა, ორი დღის განმავლობაში უქადაგებდა იქ მყოფ მიმდევრებს. მოციქული თომა ინდოეთში დაჭრეს, როდესაც მისიონერად ჩასული, ეკლესიის ჩამოყალიბებას ლამობდა. მატათია მოციქული, რომელმაც გამყიდველი იუდა ისკარიოტელი ჩაანაცვლა, ჯერ ჩაქოლეს, შემდეგ თავი მოკვეთეს. პავლე მოციქული კი, რომის ბოროტმა იმპერატორმა, ნერონმა აწამა და თავი მოკვეთა ახ. წ. აღ-ით 67 წელს. რა თქმა უნდა, სხვა მოციქულების ისტორიებიც არსებობს, მაგრამ მათ არ აქვთ ისტორიული ან ტრადიციული საყრდენი.

არ აქვს მნიშვნელობა, როგორ დაიხოცნენ მოციქულები. მნიშვნელოვანია, რომ ისინი დაიხოცნენ საკუთარი რწმენის გამო. იესო მკვდრეთით რომ არ აღმდგარიყო, ეს მოციქულებს ეცოდინებოდათ. ადამიანები არ წირავენ თავს ამაოებას. ის ფაქტი, რომ ყველა მოციქული მზად იყო საშინელი სიკვდილისთვის ქრისტეს რწმენის გამო – იესო ქრისტეს აღდგომის საოცარი მტკიცებულებაა.

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

ბიბლიაში აღწერილია მოციქულთა სიკვდილი? როგორ დაიღუპა თითოეული მოციქული?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries