settings icon
share icon
შეკითხვა

იესო ნამდვილად არსებობდა? არსებობს იესოს არსებობის ისტორიული მტკიცებულება?

პასუხი


როგორც წესი, ამ კითხვის დასმისას, პიროვნებასაინტერესებს ფაქტები „ბიბლიის მიღმა". ჩვენ არ ვეთანხმებით აზრს, რომ ბიბლია არ შეიძლება იყოს იესოს არსებობის დამამტკიცებელი წყარო. ახალი აღთქმა შეიცავს ქრისტეს არსებობის ასობით ცნობას. არსებობენ მკვლევრები,რომლებიც სახარების დაწერას ქრისტეს შობიდან მეორე საუკუნით ათარიღებენ, იესოს გარდაცვალებიდან 100 წლის შემდეგ. ასეც რომ არ იყოს (რაზედაც დიდი დავა გვაქვს), ანტიკურმტკიცებულებათა სინამდვილისდადგინების წესის გათვალისწინებით,ნაწერები, რომლებიც თარიღდება მომხდარიმოვლენის შემდეგ, თუნდაც 200წლით, ძალიან სარწმუნოდ განიხილება. უფრო მეტიც, უმრავლესობა (ქრისტიანი და არაქრისტიანი) მეცნიერებისა დაეთანხმება ფაქტს, რომ პავლეს წერილები (რამდენიმე მაინც) დაწერილია პავლეს მიერ,ქრისტეს შობიდან პირველი საუკუნის შუაში, ქრისტეს სიკვდილიდან 40 წელზე ნაკლებ დროში. ანტიკური ხელნაწერიდან გამომდინარე, ეს არის უჩვეულოდ ძლიერი მტკიცებულება იმისა, რომ ისრაელში არსებობდა კაცი, სახელად იესო, ქრ. შობიდანადრეულპირველსაუკუნეში.

ასევე, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ქრ.შობიდან 70 წელს, რომაელები შეიჭრნენ და ააოხრეს იერუსალიმი, და ისრაელის დიდი ნაწილში ამოჟლიტეს მოსახლეობა. ქალაქები მთლიანად ფერფლად აქციეს. ამიტომ არ უნდა გვიკვირდეს მტკიცებულებების სიმწირე, რადგან, მაშინ, იესოს არსებობის შესახებ ბევრი მტკიცებულება განადგურდა. ამოხოცეს უამრავი ადამიანი, რომელიც იესოს არსებობის მოწმეიყო. ეს ფაქტი საგრძნობლად ამცირებსმოწმეებს, რომლებიც თვითმხილველები იყვნენ ქრისტეს არსებობის სამხილებისა.

ვითვალისწინებთ იმას,რომ იესოს მსახურება დიდწილად შემოიფარგლებოდა შედარებით უმნიშვნელო ადგილით, რომის იმპერიის მცირე კუთხეში, გარკვეულწილად, იესოს შესახებ ინფორმაცია შეიძლება შედგესსაერო ისტორიული წყაროების მიხედვით. ზოგიერთი ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება იესოს შესახებ:

პირველი საუკუნის რომაელი მოღვაწე ტაციტუსი ითვლება ანტიკური ხანის ერთ-ერთ ყველაზე სარწმუნო ისტორიკოსად, რომელიც ახსენებს ცრუმორწმუნე „ქრისტიანებს" („ქრისტოსიდან", ლათინურად ქრისტე), რომლებიც აწამა პილატე პონტოელმა, ტიბერიუსის მეფობის დროს. სვეტონიუსმა, იმპერატორ ადრიანეს უფროსმა გამგემ, დაწერა, რომ არსებობდა ადამიანი სახელად ქრისტუსი (ან ქრისტე) რომელიც ცხოვრობდა პირველ საუკუნეში (ანალები 15.44).

იოსებ ფლავიუსი არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ებრაელი ისტორიკოსი. თავის წიგნში „სიძველენი" ის იხსენიებს იაკობს „იესოს ძმას, რომელსაც ეძახდნენ ქრისტეს". აქ არის საკამათო სტროფი (18:3),სადაც წერია: „ამ დროს ცხოვრობდა იესო, ბრძენი კაცი, თუ შეიძლება, რომ მას კაცი ეწოდოს. იყო საკვირველ საქმეთა მოქმედი....ის იყო (ქრისტე)...მესამე დღეს იესო კვლავ ცოცხლად გამოეცხადა მათ, როგორც ეს და სხვა აურაცხელი საკვირველება მის შესახებ ღვთისგან წარმოგზავნილმა წინასწარმეტყველებმა იწინასწარმეტყველეს." ერთ-ერთ ვერსიაში ვკითხულობთ: „ამ დროს ცხოვრობდა ბრძენი კაცი, სახელად იესო. ის იყო კარგი წინამძღოლიდა ცნობილი იყო პატიოსნებით. უამრავი ადამიანი გახდა მისი მოწაფე იუდეველთა და სხვა ერთა შორის. პილატემ მას ჯვარზე სიკვდილი მიუსაჯა. მაგრამ ქრისტეს მოწაფენი უარს არ ამბობდნენმის მოწაფეობაზე. ისინი იტყობინებოდნენ, რომ იესო მათ გამოეცხადა ჯვარცმიდან მესამე დღეს, და ის ცოცხალი იყო; შესაბამისად, შეიძლება,ის იყო მესია, რომლის შესახებაც წინასწარმეტყველებმა სასწაულები აღწერეს."

იულიუს აფრიკანუსი ციტირებს ისტორიკოს ტალოსს, როცა განიხილავს ქრისტეს ჯვარცმის შემდგომ ბნელ პერიოდს(იხ. მკვდარი ზღვის გრაგნილები, 18).

პლინიუს უმცროსიწერილებში (10:96) წერს ადრეული ქრისტიანული თაყვანისცემის წეს-ჩვეულებებზე,და დასძენს, რომ ქრისტიანები ეთაყვანებოდნენ იესოს, როგორც ღმერთს და იყვნენ ძალიან ეთიკური ადამიანები. ასევე მისი წერილები მოიცავს სიყვარულის ნადიმს და საუფლო სერობას.

ბაბილონის თალმუდი (სინედრიონი 43ა) ადასტურებს იესოს ჯვარცმას პასექის წინა დღეს, ქრისტეს წინააღმდეგ ბრალდებებს, ჯადოქრობასა და ებრაელების განდგომილების წახალისებას.

ლუკიანე სამოსატელი იყო მეორე საუკუნის ბერძენი მწერალი, რომელიც ამტკიცებს, რომ ქრისტიანები ეთაყვანებოდნენ იესოს, რომელმაც ახალი მოძღვრება გააცნო მათ, რომელთაგამოც ეწამა იგი. ის ამბობს, რომ იესოს სწავლებები შეიცავდა მორწმუნეთა ძმობას, მოქცევისა და სხვა ღმერთების უარყოფის მნიშვნელოვნებას. ქრისტიანები ცხოვრობდნენ იესოს წესებით, სწამდათ საკუთარი თავის უკვდავებისა, სიკვდილს არაფრად აგდებდნენ, იესოს ნებაყოფლობით უძღვნიდნენ საკუთარ სიცოცხლეს და უარს ამბობდნენ მატერიალურ სიკეთეებზე.

მარა ბარ სერაფიონი ადასტურებს, რომ ხალხს სჯეროდა იესოს სიბრძნის და პატიოსნების; ასევე ბევრს ეგონა, რომ ის იყო მეფე ისრაელისა, ებრაელების მიერ სიკვდილისთვის განწირული, და იცხოვრათავის მოწაფეთა დამოძღვრაში.

შემდეგ, მოდის გნოსტიკური წერილები (ჭეშმარიტების სახარება, იოანეს აპოკრიფი, თომას სახარება, აღდგომის ტრაქტატი და ა.შ. ), რომლებშიც მოხსენიებულია იესო.

თუკი მოვინდომებთ, თითქმის შევძლებთ სახარების აღდგენას მხოლოდ ადრეული არაქრისტიანული წყაროებიდანაც: იესოს უწოდებდნენ ქრისტეს (იოსები), ახდენდა სასწაულებს, უძღოდა ისრაელს ახალ მოძღვრებაში და პასექის დროს ჩამოჰკიდეს (ბაბილონის თალმუდი) იუდეაში (ტაციტუსი), მაგრამ ის ამბობდა, რომ ღმერთი იყო და დაბრუნდებოდა (ელიაზარი), რაც მისმა მიმდევრებმა ირწმუნეს და ეთაყვანებოდნენ მას, როგორც ღმერთს (პლინიუს უმცროსი).

არსებობს იესო ქრისტეს არსებობის ურიცხვი მტკიცებულებები საერო და ბიბლიურ ისტორიაში. შესაძლოა იესოს არსებობის საუკეთესო მტკიცებულება სწორედ ის ფაქტია, რომ ქრ.შობიდან პირველ საუკუნეში ათასობით ქრისტიანი, თორმეტი მოციქულის ჩათვლით, მზად იყო მოწამეობრივადმომკვდარიყო იესო ქრისტესთვის. ხალხი თავს გასწირავს ჭეშმარიტებისათვის და არა სიცრუისათვის.

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

იესო ნამდვილად არსებობდა? არსებობს იესოს არსებობის ისტორიული მტკიცებულება?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries