შეკითხვა
როგორ განსხვავდება ერთმანეთისგან ადამიანის სული და სამშვინველი?
პასუხი
სამშვინველი და სული ის ორი ძირითადი არამატერიალური მახასიათებელია, რომელსაც წმინდა წერილი იყენებს კაცობრიობას აღსაწერად. ამ ორს შორის განსხვავებათა გარჩევა საკმაოდ რთულია. სიტყვა „სული" ადამიანის მხოლოდ არამატერიალურ მხარეს გულისხმობს. ადამიანს აქვს სული, მაგრამ ჩვენ სულები არა ვართ. თუმცა წმინდა წერილში ნათქვამია, რომ მხოლოდ მორწმუნეები არიან სულიერად ცოცხლები (1 კორინთელთა 2:11; ებრაელთა 4:12; იაკობის 2:26), ხოლო ურწმუნოები — სულიერად მკვდრები (ეფესელთა 2:1-5; კოლოსელთა 2:13). მორწმუნეთათვის სულიერება მთავარია პავლეს წერილების მიხედვით: (1 კორინთელთა 2:14; 3:1; ეფესელთა 1:3; 5:19; კოლოსელთა 1:9; 3:16). სული ადამიანის ის ნაწილია, რომლითაც ის ღმერთს უკავშირდება. სიტყვა „სული" ყოველთვის გადაჯაჭვულია ადამიანის არამატერიალურ მხარესთან, რომელიც „უკავშირდება" ღმერთს, რომელიც თვითონ სულია (იოანეს 4:24)
სიტყვა სამშვინველი შეიძლება გულისხმობდეს ადამიანის როგორც არამატერიალურ, ისე მატერიალურ მხარეს. ადამიანები სამშვინველს წარმოადგენენ. ძირეული გაგებით „სამშვინველი" ნიშნავს „სიცოცხლეს". თუმცა, ამ ძირეული მნიშვნელობის გარდა, ბიბლია სამშვინველს სხვადასხვა კონტექსტში იყენებს. ერთ-ერთია ადამიანის ცოდვისადმი მიდრეკილება (ლუკას 12:26). ადამიანი ბუნებით ცოდვილია, რის გამოც, ჩვენი სამშვინველი წამხდარია. სამშვინველი ფიზიკურ სიკვდილთან ერთად კვდება (დაბადება 35:18, იერემია 15:2). სამშვინველი, სულთან ერთად, საცავია სულიერი და ემოციური განცდებისა და გამოცდილებისა (საქმეები 30:25; ფსალმუნები 43:5; იერემია 13:17). სიტყვა „სამშვინველი" შეიძლება გამოვიყენოთ მთლიანი პიროვნების აღსაწერად, როგორც ცოცხალის, ისე გარდაცვლილის.
სამშვინველი და სული დაკავშირებულია ერთმანეთთან, მაგრამ, ამასთანავე, განცალკევებულიც. სამშვინველი საზრისია ადამიანის ცხოვრებისა, ანუ იმისა, რასაც წარმოვადგენთ. სული კი ადამიანის ის ნაწილია, რომელიც დაკავშირებულია ღმერთთან.
English
როგორ განსხვავდება ერთმანეთისგან ადამიანის სული და სამშვინველი?