შეკითხვა
რას ნიშნავს დისპენსაციონალიზმი და რამდენად ბიბლიური იგი?
პასუხი
დისპენსაცია საგანთა მოწესრიგებაა — ადმინისტრირება, სისტემაში მოყვანა ან მართვა. თეოლოგიაში დისპენსაცია დროის ღვთაებრივი მართვაა. ყოველი დისპენსაცია ღვთაებრივად მართული ეპოქაა. დისპენსაციონალიზმი თეოლოგიური სისტემაა, რომელიც ცნობს ღვთის მიერ მართულ ეპოქებს. დისპენსაციონალიზმს ორი მიმართულება აქვს: 1) თანმიმდევრული სიტყვა-სიტყვითი ახსნა-განმარტება წმინდა წერილისა, განსაკუთრებით კი — ბიბილური წინასწარმეტყველებისა. 2) ეკლესიისგან დამოუკიდებლად, ისრაელის განსაკუთრებული როლი ღვთის გეგმაში. კლასიკური დისპენსაციონალიზმი, ღვთის გეგმაში კაცობრიობის მიმართ, აღიარებს შვიდ დისპენსაციას.
დისპენსაციონალისტები ბიბლიის სიტყვა-სიტყვითი განმარტებას ჰერმენევტიკის საუკეთესო მიდგომად აღიარებენ. პირდაპირი განმარტება ყოველ სიტყვას ანიჭებს იმ მნიშვნელობას, რომელიც მას ყოველდღიურ ცხოვრებაში აქვს. ცხადია, გათვალისწინებულია სიმბოლოები, მეტაფორული სიტყვები და ნიშნები. გასაგებია, რომ სიმბოლოებისა და ხატოვანი თქმების მიღმა ვერბალური მნიშვნელობებიცაა. მაგალითად, როცა ბიბლიის გამოცხადების მე-20 თავში დაწერილია „ათას წელიწადზე", დისპენსაციონალისტები ამას ათასწლოვან პერიოდად აღიქვამენ (სამეფოს დისპენსაცია), რადგანაც არა აქვთ დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ სხვანაირად გაიგონ.
არსებობს, სულ მცირე, ორი მიზეზი, რომელთა გამოც სიტყვა-სიტყვითი განმარტება წმინდა წერილისა საუკეთესო მიდგომაა. პირველი, ფილოსოფიური თვალთახედვით ენის ბუნება მოითხოვს, რომ სიტყვები პირდაპირი მნიშვნელობით გავიგოთ. ღმერთმა ენა ერთმანეთისთვის უკეთ გასაგებად მოგვცა. სიტყვები მნიშვნელობის მატარებელია. მეორე მიზეზი ბიბლიურია. ძველი აღთქმის ყველა წინასწარმეტყველება იესო ქრისტეს შესახებ პირდაპირ ახდა. იესოს დაბადება, მსახურება, სიკვდილი და აღდგომა ზუსტად ისე მოხდა, როგორც ძველი აღქმის წინასწარმეტყველებშია აღწერილი. წინასწარმეტყველები პირდაპირია. ახალ აღქმაში არ გვხვდება მესიანური წინასწარმეტყველებების არაპირდაპირი ახდენის ფაქტები. ეს არგუმენტი მხარს უჭერს ვერბალურ, სიტყვა-სიტყვით განმარტების მეთოდს. თუკი წმინდა წერილის შესასწავლად სიტყვა-სიტყვითი განმარტებას მეთოდს არ გამოვიყენებთ, მაშინ არ არსებობს ობიექტური სტანდარტი ბიბლიის აღსაქმელად. ყველა ადამიანი შეძლებს ბიბლიის თავისებურად ახსნა-განმარტებას. ბიბლიის განმარტებისას იტყვიან: „ეს ნაწყვეტი ასე გვასწავლის", ნაცვლად სიტყვებისა — „ბიბლიაში წერია". სამწუხაროდ, დღეს, სწორედ ეს სურათი გვაქვს ბიბლიის შესწავლისას.
დისპენსაციონალიზმის თეოლოგიის მიხედვით, არსებობს ორი განსხვავებული ხალხი ღვთისა: ისრაელი და ეკლესია. დისპენსაციონალისტებს სჯერათ, რომ ხსნა ყოველთვის იყო მადლით რწმენის მეშვეობით — ღმერთისგან ძველ აღთქმაში და განსაკუთრებით ღვთის ძეში, ახალ აღქმაში. დისპენსაციონალისტების აზრით ეკლესიას არ ჩაუნაცვლებია ისრაელი ღვთის გეგმაში, და ძველ აღთქმაში ღმერთის დაპირებანი ისრაელისთვის, არ გადასულა ეკლესიაზე. დისპენსაიცონალიზმი ქადაგებს, რომ ძველ აღთქმაში ღმერთის ისრაელისადმი აღთქმები (მიწა, შთამომავლობა და კურთხევები), საბოლოოდ, აღსრულდება იმ ათასწლოვან პერიოდში, რაზეც ვკითხულობთ გამოცხადების მე-20 თავში. დისპენსაციონალისტებს სჯერათ, რომ ღმერთმა ამ ეპოქაში მიაპყრო ყურადღება ეკლესიას, მაგრამ მომავალში ის ყურადღებას მიაპყრობს ისრაელს (იხ. რომაელთა 9-11 და დანიელი 9:24).
დისპენსაციონალისტები ფიქრობენ, რომ ბიბლია ორგანიზებულია შვიდი დისპენსაციით: უბიწოება (დაბადება 1:1-3:7), სინდისი (დაბადება 3:8-8:22), ადამიანის მმართველობა (დაბადება 9:1-11:32), აღთქმა (დაბ. 12:1 — გამოსვლა 19:25), რჯული (გამოსვლა 20:1 — საქმეები 2:4), მადლი (საქმეები 2:4 — გამოცხადება 20:3) და ათასწლოვანი სამეფო (გამოცხადება 20:4–6). ვიმეორებთ, ეს დისპენსაციები არ წარმოადგენენ ხსნის გზა, არამედ — წესებს, რომლებითაც ღმერთი უკავშირდება ადამიანთ. თითოეული დისპენსაცია მოიცავს ადვილად აღსაქმელ წესებს იმისა, თუ როგორ მუშაობდა ღმერთი დისპენსაციაში მცხოვრებ ადამიანებისთვის. ეს წესებია: 1) პასუხისმგებლობა, 2) მარცხი, 3) სასჯელი და 4) მადლი, რომ წინ ვიაროთ.
დისპენსაციონალიზმი, როგორც სისტემა, მოიცავს ინტერპრეტაციას ქრისტეს მეორედ მოსვლას ათასწლოვან მეფობის წინა პერიოდში, რაც გულისხმობს გასაჭირამდე ატაცების განმარტების ხერხს. შევაჯამოთ: დისპენსატიონალიზმი არის თეოლოგიური სისტემა, რომელიც ემხრობა ბიბლიის ვერბალურ, სიტყვა-სიტყვით განმარტებას, აღიარებს განსხვავებას ისრაელსა და ეკლესიას შორის და ბიბლიას აწესრიგებს სხვადასხვა დისპენსაციებისა და მოწყობის მიხედვით.
English
რას ნიშნავს დისპენსაციონალიზმი და რამდენად ბიბლიური იგი?