settings icon
share icon
შეკითხვა

რა აზრისაა ბიბლია განქორწინებასა და ხელახლა ქორწინებაზე?

პასუხი


პირველ ყოვლისა, არ აქვს მნიშვნელობა, რას ფიქრობს ადამიანი განქორწინებსი საკითხზე, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს მალაქიას სიტყვები 2:16: „მძაგს განქორწინება, ამბობს ისრაელის უფალი ღმერთი“. ბიბლიის მიხედვით, ქორწინება სამუდამოა. „ამრიგად, ისინი უკვე ორნი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი. ამიტომ ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“ (მათე 19:6). თუმცა უფალმა იცის, რომ ვინაიდან ქორწინება ორ ცოდვილ ადამიანს აერთიანებს, განქორწინებაც შესაძლებელია. ძველ აღთქმაში, უფალმა დააწესა რამდენიმე კანონი განქორწინების წესების დასაცავად, განსაკუთრებით ქალებისა (ბიბლიის მეხუთე ტომი 24:1-4). იესო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს კანონები ადამიანების გულქვაობისთვის მიეცათ მათ და არა იმიტომ, რომ ეს ღმერთის სურვილი იყო (მათე 19:8).

დავა იმის თაობაზე ბიბლიის თანახმად დაშვებულია თუ არა განქორწინება თუ ხელახალი ქორწინება ბრუნავს იესოს სიტყვების გარშემო მათეს სახარებაში 5:32 და 19:9. ფრაზა „გარდა ცოლქმრული ღალატისა“ ერთადერთია ბიბლიაში, რომელიც იძლევა უფლის მიერ განქორწინებას ან ხელახალ ქორწინებას. მრავალმა მთარგმნელმა ეს „გამონაკლისი წინადადება“ აღიქვა როგორც „ცოლქმრული ღალატი“ „ნიშნობის“ პერიოდში. ებრაული წესით, ქალი და მამაკაცი ითვლება დაქორწინებულად დანიშნულობის ან „ნიშნობის“ პერიოდშიც კი. ამ შეხედულების მიხედვით, ამ „ნიშნობის“ პერიოდში ამორალური ქცევა გახდებოდა ერთადერთი საბაბი განქორწინებისა.

თუმცა, ბერძნული სიტყვის თარგმანი „ცოლქმრული ღალატი“ შეიძლება გულისხმობდეს სექსუალური ამორალობის ნებისმიერ ფორმას. ის შეიძლება ნიშნავდეს სიძვას, პროსტიტუციას, მეუღლის ღალატს და აშ. იესო სავარაუდოდ ამბობს, რომ განქორწინება ნებადართულია მხოლოდ სექსუალური ამორალური საქციელის შემთხვევაში. სექსუალური ურთიერთობები ცოლქმრული კავშირის განუყოფელი ნაწილია: „ორი იქცა ერთ ხორცად“ (დაბადება 2:24; მათე 19:5; ეფესელთა 5:31). ამიტომ, სექსუალური ამორალური საქციელით ამ კავშირის დარღვევა ქორწინების გარეთ შეიძლება გახდეს დასაშვები მიზეზი განქორწინებისა. ასეთ შემთხვევაში, იესო ასევე გულისხმობს ხელახალ ქორწინებასაც. ფრაზა „და სხვას შეირთავს“ (მათე 19:9) გულისხმობს, რომ განქორწინება და ხელახალი ქორწინება დასაშვებია გამონაკლის შემთხვევაში, როგორიც არ უნდა იყოს ის. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ უცოდველ მხარეს შეუძლია ხელახალი ქორწინება. მიუხედავად იმისა, რომ ტექსტში ნახსენები არაა, ხელახალი ქორწინების დაშვება განქორწინების შემდეგ, უფლსი წყალობაა იმისთვის, რომელმაც შესცოდა და არა იმისთვის, ვინც სექსუალური ამორალური ქცევა ჩაიდინა. შეიძლება არსებობდეს მაგალითები, როდესაც „დამნაშავე მხარეს“ ხელახალი ქორწინების უფლება აქვს, თუმცა ამაზე ტექსტში საუბარი არაა.

ზოგიერთი 1 კორინთელთა 7:15 აღიქვამს როგორც კიდევ ერთ „გამონაკლისს“, რომელიც უშვებს ხელახალ ქორწინებას, თუ ურწმუნო მეუღლე გაეყრება მორწმუნე მეორე ნახევარს. მიუხედავად იმისა, რომ ამ კონტექსტში ნახსენები არაა ხელახალი ქორწინება, მასში საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ მორწმუნე არაა ვალდებული იყოს ქორწინებაში თუ ურწმუნო მეუღლეს მასთან გაყრა სურს. სხვანი ამტკიცებენ, რომ ცუდი საქციელი (ცოლქმრული თუ ბავშვთან) საკმარისი მიზეზია განქორწინებისთვის, მაშინაც კი თუ ეს ბიბლიაში ნახსენები არაა. მაშინ, როცა ეს სწორედ ის შემთხვევაა, არასოდეს უნდა გამოცვადოთ უფლის სიტყვა.

ზოგჯერ გამონაკლის ფრაზაზე დავა ფაქტია, რომ „ცოლქმრული ღალატი“ რასაც არ უნდა ნიშნავდეს, ის მაინც განქორწინების დაშვებაა და არა მოთხოვნა. ღალატის შემთხვევაშიც კი, წყვილს შეუძლია, უფლის წყალობით, ისწავლოს მიტევება და დაიწყოს მათი ქორწინების ხელახალი შენება. ღმერთმა ჩვენ გაცილებით მეტი მოგვიტევა. ჩვენ უნდა მივყვეთ მის მაგალითს და ღალატის ცოდვაც კი მივიტევოთ (ეფესელთა 4:32). თუ,ცა, ხშირ შემთხვევაში, მეუღლე მოუნანიებელია და აგრძელებს სექსუალურ ამორალობას. ასეთ შემთხვევაში შეიძლება გავიხსენოთ მათეს სახარება 19:9. განქორწინების შემდეგ მრავალი ადამიანი ასევე ფიქრობს სწრაფად ხელახალ ქორწინებაზე, როცა უფალს მათი მარტო ყოფნა სურს. ზოგჯერ ღმერთი ადამიანებს მარტოობისკენ მოუწოდებს, რათა მათი ყურადღება არ გაიფანტოს (1 კორინთელთა 7:32-35). განქორწინების შემდეგ ხელახალი ქორწინება შეიძლება ზოგ შემთხვევაში არჩევანიც იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ერთადერთი გამოსავალია.

სამწუხაროა, რომ განქორწინების პროცენტულობა აღმსარებელ ქრისტიანებს შორის თითქმის ისევე მაღალია, როგორც ურწმუნო სამყაროში. ბიბლია ცალსახად აღნიშნავს, რომ უფალს ძაგს განქორწინება (მალაქია 2:16) და, რომ შერიგება და მიტევება მორწმუნის ცხოვრების თანმდევი უნდა იყოს (ლიკა 11:4; ეფესელთა 4:32). ამის მიუხედავად, უფალმა იცის, რომ განქორწინება შეიძლება მოხდეს მის შვილებს შორისაც კი. განქორწინებულ და/ან ხელახლადა ქორწინებულ მორწმუნეს არ უნდა ეგონოს, რომ ღმერთს ისინი ნაკლებად უყვარს, მაშინაც კი, თუ განქორწინება და/ან ხელახალი ქორწინება გამართლებული არაა მათეს სახარების 19:9 გამონაკლისი წინადადებით. უფალი ხშირად ქრისტიანების ცოდვილ ურჩობას ახსენებს კეთილი საქმეების ჩასადენად.

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

რა აზრისაა ბიბლია განქორწინებასა და ხელახლა ქორწინებაზე?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries