settings icon
share icon
შეკითხვა

განქორწინებული ვარ, და, ბიბლიის მიხედვით, შემიძლია ხელმეორედ დაქორწინება?

პასუხი


ხშირად გვეკითხებიან: „განქორწინებული ვარ ამა და ამ მიზეზით, და შემიძლია ისევ დავქორწინდე?"; „ორჯერ ვარ განქორწინებული – პირველად, მეუღლის ღალატისთვის, ხოლო მეორედ უთანხმოებისთვის. ვხვდები მამაკაცს, რომელიც სამჯერაა გაცილებული – პირველად, ვერ შეეწყვნენ, მეორედ, საკუთარი ღალატის გამო, მესამედ კი, ცოლის ღალატის გამო. შეგვიძლია დავქორწინდეთ?" ასეთ შეკითხვებზე პასუხის გაცემა ძალიან რთულია, რადგან ბიბლია არ გვაძლევს დეტალურ ცნობებს განქორწინების შემდგომ პერიოდზე.

უეჭველია, რომ ღვთის განზრახვაში დაქორწინებულნი უნდა ცხოვრების ბოლომდე ერთად იყვნენ (დაბადების 2:24, მათეს 19:6). მხოლოდ ღალატის შემდეგ შეუძლია ადამიანს ხელახლა ქორწინება (მათეს 19:9), და ესეც კი კამათის საგანია ქრისტიანებში. ვხვდებით გაყრის შემთხვევას, როცა ურწმუნო მეუღლე ტოვებს მორწმუნეს (1 კორინთელთა 7:12-15). ეს ადგილი არ ეხება განმეორებით ქორწინებას, არამედ ქორწინებაში დარჩენის აუცილებლობას. ფიზიკური, სქესობრივი და ემოციური ძალადობა შეიძლება საკმარისი მიზეზი აღმოჩნდეს დაშორებისთვის, მაგრამ ბიბლია არაფერს გვასწავლის ამ ცოდვებზე დაშორებისა თუ განმეორებით ქორწინებასთან მიმართებაში.

ორი რამ გარდაუვალია. ღმერთს სძულს განქორწინება (მალაქია 2:16), და ღმერთი სულგრძელი და მპატიებელია. გაყრა ცოდვის შედეგია, გამოწვეული, ან ერთ-ერთის, ან ორივეს მიერ. შეუნდობს თუ არა ღმერთი განქორწინებულებთ? აბსოლუტურად! გაყრა სხვა ცოდვებს როდი აღემატება. ყველა ცოდვის მიტევება იესო ქრისტეშია (მათეს 26:28; ეფესელთა 1:7). რაკი ღმერთი პატიობს ამ ცოდვას, შესაძლებელია ხელახლა ქორწინება? ამის აუცილებლობას ვერ ვხედავთ. ზოგჯერ, ღმერთი ადმიანს მარტოობისკენ მოუწოდებს (1 კორინთელთა 7:7-8). მარტო დარჩენა წყევლა და სასჯელი კი არაა, არამედ მთელი გულით ღვთის მსახურების შესაძლებლობა (1 კორინთელთა 7: 32-34). ღვთის სიტყვის თანახმად, უმჯობესია დაქორწინება, ვიდრე აღგზნება (1 კორინთელთა 7:9). შესაძლოა ეს ესადაგებოდეს განქორწინებაში მყოფთ.

შეგვიძლია განმეორებით ქორწინება? ჩვენ ვერ გიპასუხებთ. საბოლოოდ, ეს, თქვენი, მომავალი მეუღლისა და, ყველაზე მეტად, ღმერთის გადასაწყვეტია. ერთადერთი რჩევაა, რომ ილოცოთ, რათა მოგანიჭოთ ღმერთმა სიბრძნე მისი ნების შესაცნობად (იაკობის 1:5).

გონივრულად ილოცეთ, გულწრფელად შესთხოვეთ ღმერთს თავისი ნება ჩასახოს თქვენს გულში (ფსალმუნები 37:4). ეძიეთ მისი ნება (იგავნი 3:5-6) და დაჰყევით მას.

English



დაბრუნება ქართული ენის საწყის გვერდზე

განქორწინებული ვარ, და, ბიბლიის მიხედვით, შემიძლია ხელმეორედ დაქორწინება?
გააზიარე ეს გვერდი: Facebook icon Twitter icon Pinterest icon Email icon
© Copyright Got Questions Ministries